• ჭუპა–ჭუპა

    0

    აბაზანის წიგნი

    7,90 
    ვრცლად
  • ჰამნეტი

    0

    მთარგმნელი: თეონა ბითაძე

    მეგი ო’ფერელი თანამედროვე ჩრდილოეთ ირლანდიელი მწერალია. „ჰამნეტი” მწერლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წიგნია, რომელმაც მას the Women’s Prize for Fiction-ის გამარჯვებულის ტიტული მოუტანა 2020 წელს.
    მეგი ო’ფერელის „ჰამნეტი” უილიამ შექსპირის ვაჟის, 11 წლის ჰამნეტის შესახებ გვიამბობს და მისი ცხოვრების მნიშვნელოვან დეტალებს გვაცნობს ისე, რომ შექსპირის ვინაობას ტექსტში არსად ამჟღავნებს. რომანში მოთხრობილია 1580-იანი წლების ინგლისში მცხოვრები ახალგაზრდა, ღარიბი ლათინურის მასწავლებლისა და მისი ექსცენტრული, უჩვეულო ნიჭით დაჯილდოებული მეუღლის, აგნესის ოჯახური ისტორია, სადაც ცოლ-ქმარი შავი ჭირის მძვინვარების ფონზე შემზარავ ტრაგედიას უმკლავდება. ეს წიგნი „ჰამლეტის” შექმნის ისტორიაა _ ამბავი იმისა, თუ როგორ შეიძლება ყველაზე ღრმა მწუხარებისას ხელოვნებაში პოვო ნუგეში, ხოლო თავზარდამცემმა მოვლენამ მსოფლიოს უკვდავი შედევრი დაბადოს.

    16,90 
    კალათაში დამატება
  • ჰერცოგი და მე ბრიჯერტონი

    0

    მთარგმნელი რამაზ ხატიაშვილი

    დაფნი ბრიჯერტონი, რომელიც შვიდ და-ძმასთან ერთად მეგობრულ და მხიარულ ოჯახშია გაზრდილი, ლონდონის ყველა ახალგაზრდა მამაკაცს ემეგობრება, თუმცა სასურველ ქალად მას ვერავინ აღიქვამს, რადგან ზედმეტად ლაღია საიმისოდ, რომ რომანტიკულ თამაშებში მიიღოს მონაწილეობა.  განსხვავებული ხასიათი აქვს ჰასტინგსის ჰერცოგს, საიმონ ბასეტს, რომელიც უცხოეთიდან სულ ცოტა ხნის წინ დაბრუნებულა. ის ქორწინებასაც გაურბის და საზოგადოებასაც. თუმცა საუკეთესო მეგობრის დასთან შეხვედრამ შესაძლოა მას სრულიად განსხვავებული სცენარი შესთავაზოს.

    ჰერცოგი და მე ჯულია ქუინის ცნობილი სერიის, ბრიჯერტონის, პირველი წიგნია. რვა წიგნისგან შემდგარი რომანტიკული ისტორიული საგა, რომელიც მე-19 საუკუნის ლონდონის არისტოკრატიის ახალგაზრდების ცხოვრებაზე მოგვითხრობს, ახლა უკვე ნეტფლიქსის პოპულარული სერიალი „ბრიჯერტონია“.

    16,90 
    ვრცლად