-
საკანცელარიო მაღაზია თეირანში
16,90 ₾მთარგმნელი: თეონა ბითაძე
„საკანცელარიო მაღაზია თეირანში” ირანელ-ამერიკელი ავტორის, მარჯან ქამალის, მეორე რომანია, რომელიც 2019 წელს გამოქვეყნდა და უკვე ოც ენაზე ითარგმნა. წიგნში მოთხრობილია დიდი სიყვარულის ამბავი, რომელიც ირანის სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი მოვლენის, 1953 წლის სახელმწიფო გადატრიალების ფონზე ვითარდება.
ჩვიდმეტი წლის მეოცნებე, იდეალების მაძიებელი გოგონა, სახელად როია, სულიერ ნავსაყუდელს ბატონი ფახრის წიგნებისა და საკანცელარიო ნივთების მაღაზიაში პოულობს, სადაც თავისი ცხოვრების უდიდეს სიყვარულს, ბაჰმანს, შეხვდება.
ეს წიგნი მოგვითხრობს სიყვარულის უკვდავებასა და ცხოვრების ირონიულობაზე, იმაზე, თუ რა ადვილად შეიძლება გადაახვევინოს პიროვნებას არჩეული გზიდან უახლოეს ადამიანთა წინააღმდეგობამ თუ არაკეთილმოსურნეობამ. საინტერესოა ირანის მოქალაქეთა თვალით დანახული პოლიტიკური მოვლენები, რაც რომანს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.
-
სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლება ინკლუზიურ გარემოში
39,90 ₾სამეცნიერო რედაქტორი ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი მარიამ უგუზაშვილი
მთარგმნელი რამაზ ხატიაშვილისკოლებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეთა საჭიროებების დაკმაყოფილება, სამწუხაროდ, დღემდე სირთულეს წარმოადგენს, და ინკლუზიურ გარემოში მომუშავე ბევრი მასწავლებელი ჯერაც დაურწმუნებელი და მოუმზადებელია ამ ტიპის სიძნელეებთან გასამკლავებლად. წინამდებარე წიგნის მიზანია მასწავლებელთა დახმარება, რათა მიიღონ საჭირო ცოდნა, რომელიც უახლესი კვლევებითაა დადასტურებული და პრაქტიკაში მრავალგზისაა გამოცდილი, და შეძლონ სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის სათანადო განათლების მიცემა.
მკაფიო ენისა და პრაქტიკული მაგალითების საშუალებით, ავტორები, წამყვანი მეცნიერები და დარგის სპეციალისტები – დაიენ ბრაიანტი, ბრაიან ბრაიანტი და დებორა სმითი – აჩვენებენ, როგორ შევქმნათ მართლაც ინკლუზიური საკლასო გარემო მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრაქტიკისა და პრაქტიკული სტრატეგიების მეშვეობით.
ვიმედოვნებთ, ეს გამოცემა შთაგონების წყარო გახდება ბევრი მასწავლებლისთვის. შესაბამისი ცოდნისა და ინსტრუმენტების წყალობით, ყველა მასწავლებელს შეუძლია დადებითი ცვლილებები შეიტანოს სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეების საგანმანათლებლო პროცესში. -
უჩინარი
23,90 ₾მთარგმნელი რამაზ ხატიაშვილი
სანამ 1952 წელს „უჩინარი” გამოქვეყნდებოდა, რალფ ელისონი არც თუ ცნობილი მწერალი იყო, ამ რომანის გამოქვეყნებიდან ერთ კვირაში კი მისი სახელი მოწმენდილ ცაზე მეხივით გავარდა. „უჩინარი” ბესტსელერების სიაში 16 კვირის განმავლობაში იკავებდა ადგილს, ერთი წლის შემდეგ კი ის ამერიკის ეროვნულ წიგნის პრემიაზე წარადგინეს, სადაც ასევე წარდგენილი იყო ერნესტ ჰემინგუეის „მოხუცი და ზღვა” და სტეინბეკის „ედემის აღმოსავლეთით”. მიუხედავად ასეთი ძლიერი მოწინააღმდეგეებისა, ჯილდო სწორედ „უჩინარმა” მოიპოვა.წიგნი პირველ პირშია დაწერილი. უსახელო მთხრობელი გვიამბობს თავის სიმწარითა და უამრავი პრობლემით აღსავსე ისტორიას, თუ როგორ იზრდებოდა ამერიკის სამხრეთის შავკანიან საზოგადოებაში, როგორ გარიცხეს შავკანიანთა კოლეჯიდან და როგორ აღმოჩნდა ნიუ-იორკში, სადაც ჰარლემელთა პრობლემების მთავარ გამჟღერებლად და პოლიტიკურ აქტივისტად იქცა. რომანის აქტუალობა და პათოსი დღესაც იმდენად ძლიერია, რომ ის რასობრივი ცრურწმენების წინააღმდეგ ბრძოლის სათავეში დგას.
-
უცნობი ქარჩხაძე
19,90 ₾შემდგენლები: ლეილა ბერიაშვილი, გია ქარჩხაძე
წიგნში თავმოყრილია ჯემალ ქარჩხაძის გამოუქვეყნებელი ტექსტები, რომელთაგან ნაწილი დასრულებულ მოთხრობებს წარმოადგენს, ნაწილი კი წამოწყებული სიუჟეტებია. მწერლის სააზროვნო სივრცის ეს მხარე – ნაწერები, რომლებიც თავის დროზე ფართო პუბლიკისთვის არ განისაზღვრა – დღეს სულ სხვა დატვირთვას იძენს და ჯემალ ქარჩხაძის შემოქმედებით დაინტერესებულ ადამიანებს დამატებით ჰორიზონტს უხსნის მწერლის შესაცნობად.
-
ქარავანი
27,00 ₾ქარავანი მრავალპლანიანი რომანია. აქ აქცენტი ერთ პიროვნებაზეა, რომელსაც ღრმა ბავშვობიდან განვითარების გარკვეულ ეტაპამდე – შუა ასაკამდე – ვაკვირდებით და ვსწავლობთ. დეტალური, აუჩქარებელი თხრობა და სიტუაციების სიუხვე რომანს უზომოდ სასიამოვნო წასაკითხს ხდის. მრავალმხრივი ფსიქოლოგიური დაკვირვებები ღრმად წარმოაჩენს პიროვნულ პრობლემებს და უზარმაზარ მასალას იძლევა ანალიზისთვის.
-
ქართული მწერლობა
24,90 ₾სასკოლო გამოცემა
I ტომი
ძველი ქართული მწერლობაშემდგენლები:
დიანა ანფიმიადი
ლეილა ბერიაშვილი
გია ქარჩხაძე„ძველი ქართული მწერლობა” წარმოადგენს სასკოლო სამტომეულის, „ქართული მწერლობის“, პირველ ტომს. წიგნი აერთიანებს ჰაგიოგრაფიული, ისტორიული და მხატვრული პროზის, ჰიმნოგრაფიის, საერო პოეზიის ნაწარმოებებსა და მონაკვეთებს. ძველი ქართული მწერლობა V საუკუნიდან XIX საუკუნემდე: იაკობ ხუცესიდან ბესიკამდე, სულხან-საბა ორბელიანი და გურამიშვილი, მოსე ხონელი, ჩახრუხაძე და სხვანი. წიგნში თავმოყრილია ფართო საზოგადოებისთვის როგორც კარგად ნაცნობი, ისე შედარებით მივიწყებული ნაწარმოებები – შუშანიკის წამება, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება, დავითიანი, აბდულმესიანი, თამარიანი, მოგზაურობა ევროპაში, ამბავი რვათა ძმათა და სხვ. პროზაული ნაწარმოებები თანამედროვე ქართულითაა გადმოცემული. წინამდებარე გამოცემა დაეხმარება ფართო საზოგადოებას ძველი ქართული ტექსტების უკეთ გაგებასა და გააზრებაში.
-
ქართული საბავშვო ლექსის ანთოლოგია
15,90 ₾შემდგენელი დიანა ანფიმიადი
პოეზია ბავშვების გულისკენ მისასვლელი ყველაზე საყვარელი ენაა. ამ წიგნში ქართული პოეზიის ნაწილი შევკრიბეთ, რომელიც თავის პატარა მკითხველებს ელის. აქ ცნობილი საბავშვო ლექსების გარდა, ზოგიერთი “საუფროსო” ლექსიცაა, რომელიც ბავშვებისთვის ისეთივე გასაგები და საყვარელია, როგორც დიდებისთვის. ხალხური პოეზია, ამირანის ეპოსი, “ვეფხისტყაოსანი”… ნახეთ, როგორ გრძელდება ქართული პოეზიის გზა, ამოარჩიეთ თქვენი საყვარელი ლექსი.
-
ქართული საბავშვო მოთხრობის ანთოლოგია
12,90 ₾შემდგენელი ლია ლიქოკელი
სულხან-საბა ორბელიანიდან დღემდე, მრავალი გამოჩენილი მწერალი ქმნიდა ტექსტებს ბავშვებისათვის. იგავებიდან ნოველებამდე, ჯადოსნური სამყაროდან ყოველდღიურ, რეალისტურ ყოფამდე, ეს ტექსტები ყოველ ეპოქაში ასახავდა ძირითად ადამიანურ ფასეულობებს – სიყვარულს, მეგობრობას, ერთგულებას და თავისუფლებისკენ სწრაფვას. ამ წიგნში თავი მოვუყარეთ გამორჩეულ მოთხრობებს, რომლებიც სამი საუკუნის განმავლობაშია დაწერილი და ქართული საბავშვო პროზის ერთიან, მდიდარ, ფერად ხალიჩას ქმნის.
-
ქართული ჰაგიოგრაფია
19,90 ₾წიგნში წარმოდგენილია ოთხი ჰაგიოგრაფიული ძეგლის _ „შუშანიკის წამების”, „აბოს წამების”, „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების” და „იოანეს და ექვთიმეს ცხოვრების” _ პარალელური ტექსტები, რომელთაგან ერთი წარმოადგენს ძველ ქართულ ორიგინალს, ხოლო მეორე _ ახალ ქართულ ენაზე შესრულებულ უზუსტეს ვერსიას. ასეთი გამოცემის მიზანია, ერთი მხრივ, დაეხმაროს სასწავლო პროცესს და მოსწავლეებს გაუიოლოს ტექსტებთან წვდომა, მეორე მხრივ კი საქართველოს ისტორიით, კულტურითა და ლიტერატურით დაინტერესებულ მრავალ ადამიანს, რომელთაც დღეს ძველი ქართული ნაკლებად ესმით, გაუხსნას გზა ამ უნიკალურ წყაროებთან.
ჰაგიოგრაფიული თხზულებები ტრადიციულად დიდი შემოკლებებით იბეჭდება ხოლმე, განსაკუთრებით სასწავლო გამოცემებში. ჩვენ მინიმალურად შევამოკლეთ „აბოს წამების”, „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების” და „იოანეს და ექვთიმეს ცხოვრების” ტექსტები, ხოლო „შუშანიკის წამება” პრაქტიკულად სრული სახითაა წარმოდგენილი.
-
ჩინეთმცოდნეობის საფუძვლები
25,00 ₾“ჩინეთმცოდნეობის საფუძვლები” მკითხველს სთავაზობს მიმოხილვას ჩინეთის ისტორიის, ეკონომიკის, ფილოსოფიის, საზოგადოების, კულტურის, ხელოვნების, ენის, პოლიტიკური სისტემის, რელიგიური რწმენა-წარმოდგენებისა და სინოლოგიის ისტორიის საკითხებზე. ჩინეთის კვლევების კავკასიური ასოციაციის წევრების მიერ შექმნილი ნაშრომები აღწერს და აანალიზებს როგორც ჩინეთის კულტურულ მემკვიდრეობას, ასევე მის გლობალურ როლს თანამედროვეობაში. მკითხველს აძლევს შესაძლებლობას, უკეთ გაიაზროს ქვეყნის წარსული, აწმყო და მომავალი.
თემატური და ქრონოლოგიური სტრუქტურით, წიგნი წარმოადგენს ნიშანდობლივ აკადემიურ რესურსს როგორც მეცნიერთათვის, ისე სტუდენტებისთვის და ნებისმიერი პირისთვის, რომელიც ცდილობს, უკეთ გაეცნოს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურ ცივილიზაციას.
ავტორთა ჯგუფი:
ოთარ ჭიღლაძე
შალვა ჩიხლაძე
თეონა გელაშვილი
ნანა გელაშვილი
ნელი ახობაძე
ანნა მახარაძე
თამარ ქვლივიძე
თინათინ შიშინაშვილი
-
ცეცხლოვანი დაღი
19,90 ₾მთარგმნელი გიორგი მახარაძე
თანამედროვე ჩინელი მწერალი, ცაო ვენსიუენი, პირველი ჩინელი ავტორია, რომელსაც ჰანს ქრისტიან ანდერსენის პრემია აქვს მიღებული. პეკინის უნივერსიტეტის პროფესორი და პეკინის მწერალთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, ცაო ვენსიუენი, ძირითადად ბავშვების ცხოვრებასა და იმ სირთულეებსა თუ განცდებზე მოგვითხრობს, რომელთა გამკლავებაც მათ ცხოვრების მანძილზე უწევთ. მიღებული აქვს 30-ზე მეტი ლიტერატურული პრემია, თარგმნილია მრავალ ენაზე.
ჩინეთის ჩრდილოეთით მდებარე პატარა სოფელში მცხოვრები ფოვასა და მისი ოჯახის ცხოვრება უკეთესობისკენ მას შემდეგ შეიცვლება, რაც მგლის ხროვისგან თოვლივით თეთრ კვიცს, სიუეერს, გამოიხსნიან. სიუეერი, ერთი მხრივ, წიგნის პერსონაჟია, მეორე მხრივ კი, ადამიანური ბუნების საზომი. ყველაფერი თავდაყირა კი მას შემდეგ დგება, რაც იეხუს ხეობაში იაპონური არმია შეიჭრება. არმია ცხენს გაიტაცებს, რომელსაც თავისი სამშობლოს წინააღმდეგ ბრძოლას აიძულებენ. წიგნში ემოციურადაა გადმოცემული ომში მყოფი ადამიანებისა და ბავშვების განცდები, და მაღალი ადამიანური ღირებულებებითაა გამსჭვალული. -
ჰამნეტი
16,90 ₾მთარგმნელი: თეონა ბითაძე
მეგი ო’ფერელი თანამედროვე ჩრდილოეთ ირლანდიელი მწერალია. „ჰამნეტი” მწერლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წიგნია, რომელმაც მას the Women’s Prize for Fiction-ის გამარჯვებულის ტიტული მოუტანა 2020 წელს.
მეგი ო’ფერელის „ჰამნეტი” უილიამ შექსპირის ვაჟის, 11 წლის ჰამნეტის შესახებ გვიამბობს და მისი ცხოვრების მნიშვნელოვან დეტალებს გვაცნობს ისე, რომ შექსპირის ვინაობას ტექსტში არსად ამჟღავნებს. რომანში მოთხრობილია 1580-იანი წლების ინგლისში მცხოვრები ახალგაზრდა, ღარიბი ლათინურის მასწავლებლისა და მისი ექსცენტრული, უჩვეულო ნიჭით დაჯილდოებული მეუღლის, აგნესის ოჯახური ისტორია, სადაც ცოლ-ქმარი შავი ჭირის მძვინვარების ფონზე შემზარავ ტრაგედიას უმკლავდება. ეს წიგნი „ჰამლეტის” შექმნის ისტორიაა _ ამბავი იმისა, თუ როგორ შეიძლება ყველაზე ღრმა მწუხარებისას ხელოვნებაში პოვო ნუგეში, ხოლო თავზარდამცემმა მოვლენამ მსოფლიოს უკვდავი შედევრი დაბადოს.