პაოლო ჯორდანო დაიბადა ტურინში, 1982 წელს. მას მინიჭებული აქვს დოქტორის ხარისხი ფიზიკის მიმართულებით, თუმცა საერთაშორისო აღიარება ლიტერატურული საქმიანობით მოიპოვა. ჯორდანო ხუთი რომანის ავტორია. მის სადებიუტო რომანს „მარტივი რიცხვების მარტოობა“ მოპოვებული აქვს არაერთი ჯილდო, მათ შორის იტალიაში ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული პრემია „სტრეგა“, ხოლო რომანისთვის „ტასმანია“ გადაეცა პრემია „Della Lettura“. პაოლო ჯორდანოს წიგნები თარგმნილია 40-ზე მეტ ენაზე. ლიტერატურული მოღვაწეობის პარალელურად, წერს კინოსა (ფილმები: „Siccità“, „We Are Who We Are“) და თეატრისთვის (პიესები: „Galois“, „Fine pena: ora“). ასევე არის გაზეთ „Corriere della Sera“-ს რეგულარული ავტორი.