Availability: In Stock

ტასმანია

16,90 ₾

მთარგმნელი: ეკა ქუმსიაშვილი

სამყარო თითქოს ნელ-ნელა კარგავს სიმყარეს. კლიმატის კრიზისი, ომები, ტერორიზმი, კატასტროფის ყოველდღიური განცდა – როგორ უნდა იცხოვრო აწმყოში, როცა მომავალი სულ უფრო გაურკვეველი ხდება? სად შეიძლება გაიქცე, როცა საფრთხისგან დაცული ადგილი აღარ არსებობს? მოგზაურობა, მეცნიერება, ისტორია და პირადი გამოცდილება ერთ თხრობაში იყრის თავს, ხოლო ატომური კატასტროფის მეხსიერება უცნაურ რეზონანსში მოდის ადამიანის შინაგან რყევებთან და ისეთ თემებთან, როგორიცაა სიყვარული, ქორწინება, ურთიერთობების მყიფე ბუნება და მომავლის შიში.

განათლებით ფიზიკოსის, მწერლისა და ჟურნალისტის, პაოლო ჯორდანოს ინტელექტუალური რომანი „ტასმანია” ერთდროულად პირადი აღსარება და ეპოქის პორტრეტია. საოცარი გულწრფელობითა და ბასრი ირონიით გამორჩეული ტექსტი დოკუმენტური სიზუსტით ასახავს თანამედროვე ადამიანს გაურკვევლობის ქაოსში და ორიენტირების ძიებაში.

აღწერა

ISBN 978-9941-510-30-4

ზომა: 13.5-19.5 სმ

გვერდების რაოდებობა: 354

ყდა: რბილი

დამატებითი ინფორმაცია

წიგნის ავტორი