• კენკრის მკრეფავები

    კენკრის მკრეფავები

    მთარგმნელი: თეონა ბითაძე

     

    ამანდა პიტერსის გახმაურებული სადებიუტო რომანი “კენკრის მკრეფავები” 2023 წლის ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ ლიტერატურულ მოვლენად იქცა, მალევე გახდა საერთაშორისო ბესტსელერი და არაერთი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა.

    ზაფხულის ერთ ჩვეულებრივ დღეს ოთხი წლის რუთის გაუჩინარება ოჯახის ცხოვრებას სამუდამოდ ცვლის. სიღარიბითა და შრომით აღსავსე ყოველდღიურობას უიმედო ძიება, დანაშაულის გრძნობა, სიჩუმე და დაუსრულებელი ტკივილი ემატება. წლების შემდეგაც, დანაკარგის ჩრდილი არ ქრება: რუთის ძმის, ჯოს ცხოვრება პასუხგაუცემელ კითხვებთან ჭიდილში გადის, ხოლო შორს, სრულიად სხვა ცხოვრებაში, უცნობი გოგონა, ნორმა, ცდილობს ახსნას, რატომ აწუხებს ბავშვობიდან უცნაური სიზმრები და შინაგანი გაუცხოება. თუმცა წარსულის უხილავი ძაფები მათ ერთმანეთისკენ ექაჩება. სიმართლე თავის დროს ელოდება.

    რომანის მძაფრი ემოციური ატმოსფეროს ფონზე, ავტორი სიღრმისეულად იკვლევს ადამიანის ცხოვრებაზე დანაკარგის ზეგავლენას, კულტურულ უსამართლობას, დანაშაულის გრძნობას, ოჯახური კავშირების ძალას, რომელიც ხან გაქცევისკენ გვიბიძგებს და ხანაც უკან გვაბრუნებს, და მოგონებებს, რომლებიც დროის მიუხედავად არ ქრება.

    16,90 ₾
  • მამაჩემის ცრემლები

    მამაჩემის ცრემლები

    მთარგმნელი რამაზ ხატიაშვილი

    ჯონ აპდაიკის მოთხრობების კრებული „მამაჩემის ცრემლები“, რომელიც 2009 წელს, მწერლის გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა, აერთიანებს ფაქიზად შერჩეულ ტექსტებს, რომელთა დიდ ნაწილში მწერალი კვლავ უბრუნდება ბავშვობის საყვარელ ადგილებს, აწ უკვე ასაკოვანი ადამიანის ხედვით. მისთვის დამახასიათებელი მახვილგონივრული დაკვირვებებითა და მგრძნობიარე ნიუანსებით, აპდაიკი ახალ ათასწლეულში შექმნილ ამ მოთხრობებში კვლავაც უზადო მთხრობელია, და მკითხველს მეხსიერების, წარმოსახვისა და ჭვრეტის ბრწყინვალე ნაზავს სთავაზობს.

    19,90 ₾
    ვრცლად
  • მარტოობის ჩუმი ედემი

    მარტოობის ჩუმი ედემი

    წიგნში პირველად ქვეყნდება ჯემალ ქარჩხაძის “უბის წიგნაკის ჩანაწერები”. ეს ჩანაწერები სხვადასხვა დროსაა დაწერილი და რამდენიმე ბლოკნოტშია გაბნეული. ჩვენ ამოვკრიბეთ გარკვეული ნაწილი, რომელთა გამოქვეყნებაც მიზანშეწონილად მივიჩნიეთ ამ ეტაპზე და დავაჯგუფეთ სამ ნაწილად. ესენია: რომან “განზომილებისთვის” განკუთვნილი ჩანაწერები, პუბლიცისტური წერილებისათვის გაკეთებული მონახაზები, და სხვადასხვა ხასიათის მცირე ტექსტები – მხატვრული სახეები, მოსაზრებები, და ზოგჯერ მთელი სიუჟეტებიც კი. უბის წიგნაკის ჩანაწერებთან ერთად, წიგნს დავურთეთ ამონარიდები ჯემალ ქარჩხაძის პუბლიცისტიკიდან და პროზიდან. წიგნი დავაბოლოვეთ სტატიით “რამდენიმე ფსიქოლოგიური შტრიხი ჩვენი უახლესი ისტორიისათვის”, რომელიც ჯემალ ქარჩხაძის ერთადერთ კონცეპტუალურ ესეს წარმოადგენს. ვფიქრობთ, ასეთი სახით მოწოდებული მწერლის შინაგანი სამყარო დამატებით არხს გაუხსნის და ხედვის ახალ კუთხეს შემატებს ქარჩხაძის ერთგულ მკითხველს.

    17,90 ₾
    ვრცლად
  • მაწანწალა

    მაწანწალა

    თქვენ წინაშეა წიგნი, რომელიც ჯგუფ Soft Eject-ის ოთხი წევრის მიერაა შექმნილი. წიგნში მოთხრობილია ახალგაზრდა მუსიკოსების ამბავი, რომლებიც 90-იანი წლების დასაწყისის თავისუფალი, მაგრამ სავალალო მდგომარეობაში მყოფი საქართველოდან ევროპაში მიმავალ პირველ ტალღაში მოხვდნენ. პირისპირ შეჯახება სრულიად უცხო სამყაროსთან, ტკივილით მიღებული გამოცდილებები, ცარიელ ადგილზე საკუთარი მომავლის შენება – Soft Eject-ის ისტორია თითქოს კარგად ნაცნობია, ძველთაძველი და ათასგზის გამეორებული, და ამავე დროს სრულიად უნიკალური და ახალი.

    უჩვეულო და ექსპერიმენტულია წიგნის აგებულებაც, სადაც რეალურ მონათხრობებს მხატვრული სახეები – სიმღერების ტექსტები და ვიზუალური წარმოსახვები – ენაცვლება. წიგნი “მაწანწალა” ოთხი ადამიანის მიერ შექმნილ ერთ სივრცეს გთავაზობთ, სადაც შეგიძლიათ იპოვოთ როგორც ბევრი გასართობი, ასევე ბევრი მასალა გასააზრებლად.
    და ბოლოს, წიგნს თან ერთვის აუდიო დისკი, რომელზეც განახლებული ჟღერადობით არის წარმოდგენილი Soft Eject-ის ალბომი Wanderer.

    17,90 ₾
  • მდგმური

    მდგმური

    მდგმური ჯემალ ქარჩხაძის პირველი რომანია. მთავარი პერსონაჟი – “მდგმური” – ახალაზრდა კაცია, რომელიც მაღალი იდეალებითა და საკუთარი თავისადმი დიდი მოთხოვნებით ცხოვრობს, მაგრამ მას არაერთი გამოცდა ელის, რომლებისთვისაც მეტ-ნაკლებად მზად აღმოჩნდება. რომანში ერთმანეთს ცვლის რეალური, წარმოსახვითი და იგავური განზომილებები, რომელთა ორგანული შერწყმა – საკმაოდ გაბედული ექსპერიმენტი – ბრწყინვალედაა გადაჭრილი.

    19,90 ₾
    ვრცლად
  • მთა ხარ შენ

    მთა ხარ შენ

    მთარგმნელი: მაია სიგუა

     

    ეს წიგნი თვითსაბოტაჟზეა.

    რატომ ვაფერხებთ საკუთარ თავს მაშინ, როცა ყველაზე მეტად წარმატება გვინდა? რამ გვაქცია საკუთარი მიზნების ყველაზე დიდ დაბრკოლებად?

    ბრიანა უისტი ამ ფენომენის ფარულ მიზეზებს ხსნის და გვასწავლის, როგორ შევწყვიტოთ საკუთარი თავის წინააღმდეგ მოქმედება. ღრმა ემოციური ხედვის, ფსიქოლოგიური ანალიზისა და პრაქტიკული რჩევების წყალობით, მკითხველი აღმოაჩენს, როგორ შეიძლება იქცეს შიშები, ჩვევები და შემზღუდავი რწმენები იმ „მთებად“, რომლებიც პიროვნული ზრდის გზაზე გვეღობება.

    ეს არის გზამკვლევი ყველასთვის, ვინც მზად არის გათავისუფლდეს დამანგრეველი ქცევებისგან, აღმოაჩინოს თავისი პოტენციალი და შექმნას საკუთარი თავის უფრო ძლიერი, სრულყოფილი ვერსია.

    რადგან საბოლოოდ, ყველაზე დიდი მთა, რომელიც უნდა გადალახო, შენ თვითონ ხარ.

    14,90 ₾
  • მოთხრობები  სრული კრებული

    მოთხრობები სრული კრებული

    წიგნში შესულია ჯემალ ქარჩხაძის ყველა მოთხრობა, რომლებიც გამოქვეყნებული იყო ლიტერატურულ პრესაში ან – გამოცემული წიგნად. მოთხრობების დაწერის/გამოქვეყნების დიაპაზონი დიდია – 1964 წლიდან 1998 წლამდე.

    29,90 ₾
    ვრცლად
  • მსოფლიო საბავშვო მოთხრობის ანთოლოგია

    მსოფლიო საბავშვო მოთხრობის ანთოლოგია

    შემდგენელი მაკა ლდოკონენი

    ამ წიგნში არაერთ უცხოელ ავტორსა თუ პერსონაჟს შეხვდებით. გულიანად გაგაცინებთ ბარონ მიუნჰაუზენის, ჭკვიანი გრეტელისა და პატარა მუკის გულუბრყვილო ტყუილები; დაგაფიქრებთ ლეონარდო და ვინჩისა და ეზოპეს ქვეტექსტები; მოგხიბლავთ მარკ ტვენისა და ო. ჰენრის დახვეწილი იუმორი, ტუვე იანსონის, რეი ბრედბერისა თუ რადიარდ კიპლინგის სამყაროები, ყველასათვის საყვარელი ასტრიდ ლინდგრენის მოთხრობა კი სპეციალურად ამ კრებულისთვის ითარგმნა და პირველად ქვეყნდება.
    „მსოფლიო საბავშვო მოთხრობის ანთოლოგიაში“ ნებისმიერი გემოვნების მკითხველი მიაგნებს სათავისო საკითხავს – გადაშლისთანავე დარწმუნდებით, რომ მისი ადგილი სწორედ თქვენს ბიბლიოთეკაშია.

    12,90 ₾
    ვრცლად
  • ნდობა

    ნდობა

    მთარგმნელი: ნატო კვარაცხელია

    არგენტინული წარმოშობის ამერიკელი მწერალი ერნან დიასი ორი რომანის, მოთხრობებისა და ესეების ავტორია. მისი წიგნები ოცზე მეტ ენაზეა თარგმნილი. დიასის პირველი რომანი “შორს” (In the Distance) 2017 წელს პულიცერისა და PEN/Faulkner-ის პრემიის ფინალისტი იყო. “ნდობა” 2022 წელს გამოიცა და ბუკერის პრემიის გრძელ სიაში მოხვდა, ხოლო 2023 წელს პულიცერის პრემიით დაჯილდოვდა. 2024 წელს The New York Times-მა რომანი 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო წიგნის სიაში 50-ე ადგილზე დაასახელა.

    ავტორს მკითხველი მე-20 საუკუნის აშშ-ს ფინანსური ელიტის საიდუმლოებით მოცულ სამყაროში გადაჰყავს. წიგნში სიმდიდრის, ძალაუფლებისა და სიმართლის ბუნება ოთხი განსხვავებული ტექსტით არის გადმოცემული, რაც რომანის უნიკალურ სტრუქტურას ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ თითოეული ტექსტი ერთი და იმავე პერსონაჟების ცხოვრებაზე მოგვითხრობს, ამბები ხშირად ურთიერთგამომრიცხავია და სიმართლის დადგენა მკითხველს ეკისრება.

    16,90 ₾
  • ოზის საოცარი ქვეყანა

    ოზის საოცარი ქვეყანა

    წიგნი 2

    მას შემდეგ, რაც პატარა ბიჭი, ტიპი, შემთხვევით ჯადოსნური ძალის მფლობელი გახდება, მისი ცხოვრება მთლიანად იცვლება. გაჰყევი ტიპს შორეულ მოგზაურობაში, გაიცანი ფანტასტიკური არსებები _ გოგრისთავა ჯეკი და ცხენი-სახერხელა, მოხვდი გილიკინების იასამნისფერ ქვეყანაში, ხოლო ბოლოს იქნებ ზურმუხტქალაქსაც კი მიაღწიო. ტიპთან ერთად ამოხსენი საიდუმლოებები და შეებრძოლე ბოროტ ძალებს, რომლებიც ოზის ქვეყანას ემუქრებიან.

    „ოზის საოცარი ქვეყანა“ მსოფლიო საბავშვო კლასიკის, „ოზის წიგნების“ სერიის მეორე წიგნია.

    12,00 ₾
  • -50% ოზის წიგნები

    ოზის წიგნები

    „ოზის წიგნები“ ასეთი სახელითაა ცნობილი ფრენკ ბაუმის მიერ შექმნილი საოცარი სამყარო, რომელიც მსოფლიო საბავშვო კლასიკის უმნიშვნელოვანეს სერიას წარმოადგენს.  1900-1920 წლებში გამოქვეყნებული 15 წიგნი საზოგადოებამ არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ მთელ მსოფლიოში მალევე შეიყვარა.

    ქარჩხაძის გამომცემლობამ უკვე გამოსცა სერიის პირველი ხუთი წიგნი. იმედი გვაქვს, ქართველი მკითხველი შეიყვარებს მხიარულ, არაჩვეულებრივ პერსონაჟებს და გაჰყვება მათ საოცარ მოგზაურობაში ზურმუხტქალაქსა და ოზის მთელ ჯადოსნურ სამყაროში.

    Original price was: 60,00 ₾.Current price is: 30,00 ₾.
  • ოთხი ქარი

    ოთხი ქარი

    მთარგმნელი: ლადო გიგაია

    ამერიკელი მწერალი კრისტინ ჰანა ოცზე მეტი წიგნის ავტორია, მათ შორისაა ისტორიული რომანი „ბულბული”, რომელიც მრავალ ენაზე ითარგმნა და საერთაშორისო ბესტსელერადაც იქცა. „ოთხი ქარი” 2021 წელს გამოქვეყნდა, მალევე გახდა The New York Times-ისა და The Wall Street Journal-ის ბესტსელერი და წლის საუკეთესო წიგნადაც დასახელდა.

    ტეხასი, 1934 წელი. დიდი დეპრესიის ყველაზე ბნელი და სასტიკი პერიოდი დგება _ ფერმერები თავიანთი მიწისა და სარჩოს შესანარჩუნებლად ებრძვიან გვალვასა და ქარიშხლებს. სწორედ ამ დროს უწევს ელსა მარტინელის მტკივნეული გადაწყვეტილების მიღება: იბრძოლოს საყვარელი მიწისთვის თუ დასავლეთით, კალიფორნიაში გაეშუროს უკეთესი ცხოვრების საძებნელად. „ოთხი ქარი” ამერიკისა და ამერიკული ოცნების შესახებ მოგვითხრობს. ეს არის ამბავი ბრძოლასა და თავგანწირვაზე, იმედსა და სიცოცხლეზე; ამბავი ქალისა, რომლის სიმამაცემაც მომავალ თაობებზე წარუშლელი კვალი დატოვა და რომელმაც იცოდა, რომ მხოლოდ სიყვარული გადარჩება.

    16,90 ₾
    ვრცლად
  • ოსტატი

    ოსტატი

    თქვენ წინაშეა ჯემალ ქარჩხაძის იგავი „ოსტატი“, რომელსაც ავტორისეული ხელნაწერის სახით გთავაზობთ. ეს ერთადერთი ნაწარმოებია, რომელიც მწერალს სპეციალურად აქვს ხელით გადაწერილი ისე, რომ მკითხველისთვის ადვილად წასაკითხი ყოფილიყო. მოთხრობის არსი მარადიულ პრობლემას – ბოროტების განგრძობითობის მექანიზმს – ეხება, და შესაძლოა ჩვენს თანადროულობას ყველაზე მეტად ეხმიანებოდეს.

    გამოცემა გაფორმებულია ავტორისეული გრაფიკული მონახაზებითა თუ სახეებით, რომლებიც ხელნაწერებშია გაბნეული და, რომელთა დანიშნულებაც, ალბათ მხოლოდ ფიქრის პროცესში მიხმარება უნდა ყოფილიყო.

    17,90 ₾
    ვრცლად
  • ოქსფორდის საერთაშორისო სასკოლო ატლასი

    ოქსფორდის საერთაშორისო სასკოლო ატლასი

    ინფორმაციული და იოლად მოსახმარი ატლასი
    განახლებული გამოცემა

    ოქსფორდის საერთაშორისო სასკოლო ატლასის ეს ახალი გამოცემა შევსებულია ბოლოდროინდელი ფაქტებითა და იოლად წასაკითხი ფერადი რუკებით. ატლასი შედგენილია სპეციალური კვლევის საფუძველზე, თუ როგორ მოიხმარენ ბავშვები რუკას. ეს არის იდეალური წყარო ნორჩი გეოგრაფებისათვის. ატლასი მოიცავს ისეთ ძირითად თემებს, როგორიცაა ლანდშაფტი, წყალი, დასახლებული პუნქტები, დამაკავშირებელი გზები და გარემო. მოცემულია ადვილად გასაგები თავისებურებანი, აგრეთვე – ფოტოსურათები და ილუსტრაციები, რომლებიც ბავშვს ამა თუ იმ ადგილის ცხადად წარმოდგენაში შეუწყობს ხელს.

    22,90 ₾
    ვრცლად
  • პუბლიცისტიკა

    პუბლიცისტიკა

    წიგნში შესულია ჯემალ ქარჩხაძის პუბლიცისტური წერილები, ესეები და ინტერვიუები, რომლებიც 1988-1998 წლებში გამოქვეყნებული იყო ქართულ პრესაში. თემატიკა მრავალფეროვანია და მოიცავს როგორც კონცეპტუალურ ნააზრევს ლიტერატურისა და, ზოგადად, შემოქმედებითი პროცესის შესახებ, ასევე ქართული საზოგადოების კვლევას და, კერძოდ, 90-იანი წლების სოციალურ-პოლიტიკური მოვლენების თანადროულ ანალიზს.

    15,90 ₾
    ვრცლად
  • საბავშვო ვეფხისტყაოსანი

    საბავშვო ვეფხისტყაოსანი

    ალბათ გაგიგონია სამი მამაცი რაინდის – ტარიელის, ავთანდილისა და ფრიდონის ამბავი. იცი თუ არა, ვის ეძებდა ვეფხვის ტყავით შემოსილი ტარიელი მრავალი წლის მანძილზე? გსმენია თუ არა გრძნეული ქაჯებისა და მათი აუღებელი ციხესიმაგრეების შესახებ? სამი ერთგული მეგობრის კავშირს შეუძლებლის გაკეთებაც კი ძალუძს. გადაშალე ეს ულამაზესი წიგნი, რომელიც ძალზე ძველ და საოცრად ამაღელვებელ ამბავს მოგითხრობს.

    ეს ამბავი რვა საუკუნის წინ გენიალურმა ქართველმა პოეტმა, რუსთველმა, ლექსად დაწერა და შემოგვინახა. რუსთველის ენა დღეს ბევრისთვის, განსაკუთრებით კი ბავშვებისათვის, ძნელი გასაგებია. ამ წიგნში ნათლად, საბავშვო ენით, გადმოცემულია ვეფხისტყაოსნის მთელი ამბავი. ჩვენ შევეცადეთ შეგვენაჩუნებინა ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალებიც კი, რომლებიც ორიგინალურ ტექსტში საოცრად ხატოვანი თხრობის ფონზე ხშირად შეუჩნეველი რჩება. დახვეწილი ქართული ენით დაწერილი და მშვენიერი ილუსტრაციებით გაფორმებული ეს წიგნი საიმედო მეგზური გახდება ბავშვებისთვის ვეფხისტყაოსნის სიბრძნის შეცნობის გზაზე.

    27,90 ₾
    ვრცლად