-
ზებულონი
19,90 ₾“ვისთვისაც შემოქმედება კომერცია არ არის, მისთვის მთავარი ნაწარმოები ყოველთვის წინაა”
ჯემალ ქარჩხაძერომანი საქართველოს ისტორიული რეალობის ფონზე ვითარდება. ამბავი, რომელიც მთავარი გმირის, ზებულონის “თავგადასავალის” ფორმითაა შემოთავაზებული, ადამიანური სულის უღრმეს ფენებში წვდომის საშუალებას გვაძლევს. ბედისწერისა და შემთხვევითობის, ადამიანის შიგა და გარე სამყაროების ურთიერთმიმართებები აქ ერთიან სისტემადაა მოცემული და უაღრესად საინტერესო განზომილებას ქმნის. კლასიკური თხრობის ფორმა და უზადო ენობრივი ქსოვილი წიგნს იოლად აღსაქმელს ხდის ნებისმიერი მკითხველისათვის.
-
ზურმუხტქალაქელი ოზმა
12,00 ₾წიგნი 3
რას უმზადებს ბედი დოროთის, რომელიც ბიძასთან ერთად, ავსტრალიისკენ გემით მიემართება? ივის სამეფოს დახმარება სჭირდება, მაგრამ ვინ შეძლებს გაუმკლავდეს ნომეების ქვეყნის ძლევამოსილ მეფეს? გაიცანი ზურმუხტქალაქის მშვენიერი დედოფალი, ოზმა, შემოიკრიბე ძველი მეგობრები _ თუნუქის ტყეკაფია, საფრთხობელა, ლომი, სახერხელა ცხენი და მუდამ მშიერი ვეფხვი _ და გადაეშვი ახალ თავგადასავალში.
„ზურმუხტქალაქელი ოზმა“ მსოფლიო საბავშვო კლასიკის, „ოზის წიგნების“ სერიის მესამე წიგნია.
-
ზურმუხტქალაქის საოცარი ჯადოქარი
12,00 ₾წიგნი 1
დოროთი პატარა გოგონაა, რომელიც ბიძია ჰენრისთან და დეიდა ემთან ერთად კანზასის შორეულ პრერიებში ცხოვრობს. დოროთის ცხოვრება ჩვეულებრივად მიედინება, სანამ მის სახლს გრიგალი შორეულ ქვეყანაში არ გადააფრენს. აქ ცხოველები ადამიანურად ლაპარაკობენ, ადამიანები კი უცნაურები არიან. დოროთისთან ერთად დაუმეგობრდი ჩალით გამოტენილ საფრთხობელას, თუნუქის ტყეკაფიას, უზარმაზარ ლომს და მათთან ერთად ყვითელი აგურის გზით გაემართე ზურმუხტქალაქის საოცარი ჯადოქრისაკენ, რომელსაც ყველა სურვილის ასრულება შეუძლია.
ამ წიგნით ვიწყებთ ამერიკელი მწერლის, ფრენკ ბაუმის 15 წიგნეულის გამოცემას, რომელიც „ოზის წიგნების“ სახელითაა ცნობილი, და მსოფლიო საბავშვო კლასიკის უმნიშვნელოვანეს სერიას წარმოადგენს. იმედი გვაქვს, ქართველი მკითხველი შეიყვარებს მხიარულ, არაჩვეულებრივ პერსონაჟებს და გაჰყვება მათ საოცარ მოგზაურობაში ზურმუხტქალაქსა და ოზის მთელ ჯადოსნურ სამყაროში.
-
თქვენი ბავშვის პირველი წელი
39,90 ₾მთარგმნელები: ნატო კვარაცხელია, ლელა ზანგურაშვილი
„თქვენი ბავშვის პირველი წელი“ ჩვილ ბავშვთა მოვლის ყველა ასპექტთან დაკავშირებული სახელმძღვანელოა, რომელსაც პედიატრები ყველაზე ხშირად ურჩევენ, ხოლო მშობლები ენდობიან. წიგნი, რომლის ოთხ მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული, ახლა უკვე ქართულ ენაზეც ხელმისაწვდომია. გამოცემა მომზადდა სამედიცინო ცენტრი „მრჩეველის“ პროფესიონალთა გუნდის ჩართულობით, ამიტომ წიგნი მორგებულია ქართულ რეალობას.
ამერიკის პედიატრიის აკადემია, ბავშვებზე ზრუნვის სფეროში ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაცია აშშ-ში, წარმოგიდგენთ ყოვლისმომცველ რესურსს „თქვენი ბავშვის პირველი წელი“. წიგნში თავმოყრილია:
- პრენატალური და ახალშობილთა მოვლის გზამკვლევები, სადაც დიდი ყურადღება ეთმობა მომავალი დედის კვებას, ვარჯიშს და ორსულობის პერიოდში გამოკვლევებს.
- ფიზიკური, ემოციური, სოციალური და შემეცნებითი ზრდის ეტაპები, ასევე მხედველობის, სმენის, მეტყველებისა და მოძრაობის განვითარების ეტაპები.
- უახლესი კვლევები ტვინის ადრეული განვითარებისა და ჩვილი და მცირე ასაკის ბავშვების აზროვნების შესახებ.
- ჯანმრთელობის სრული ენციკლოპედია, რომელიც მოიცავს ტრავმებს, ავადობასა და თანდაყოლილ დაავადებებს.
- კვების საკითხის სიღრმისეული განხილვა: ბუნებრივი კვება, მისი სარგებლიანობა, ტექნიკა და სირთულეები; რჩევები ბოთლით კვებასა და მყარ საკვებზე გადასვლის შესახებ. უახლესი რეკომენდაციები კვებასთან, კვებით ალერგიებთან და ადრეული სიმსუქნის პრევენციასთან დაკავშირებით.
- რჩევები ბავშვის აღმზრდელობითი პროგრამებისა და დაწესებულებების, ასევე პედიატრიული კლინიკებისა და ექიმების შესარჩევად.
- უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტები, რომლებიც ეხება პირველად დახმარებას, ძილს, იმუნიზაციას, მანქანით მგზავრობას, სათამაშოების უსაფრთხოებას, ბავშვისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას სახლში, ეზოში თუ ბანაობისას. ასევე, რეკომენდაციები დახრჩობის, გაგუდვის, მოწამვლის, დამწვრობის, გადმოვარდნის პრევენციისთვის და სხვ.
„თქვენი ბავშვის პირველი წელი“ საიმედო და თანამედროვე შეუცვლელი გზამკვლევია ყველა მშობლისათვის.
-
-
იგი, ილუსტრაცია N1
Price range: 15,00 ₾ through 500,00 ₾ილუსტრაცია ჯემალ ქარჩხაძის ნაწარმოებისთვის „იგი”, N1
არჩევის პარამეტრები This product has multiple variants. The options may be chosen on the product page -
იგი, ილუსტრაცია N2
Price range: 15,00 ₾ through 500,00 ₾ილუსტრაცია ჯემალ ქარჩხაძის ნაწარმოებისთვის „იგი”, N2
-
იგი, ილუსტრაცია N3
Price range: 15,00 ₾ through 500,00 ₾ილუსტრაცია ჯემალ ქარჩხაძის ნაწარმოებისთვის „იგი”, N3
-
იგი, ილუსტრაცია N4
Price range: 15,00 ₾ through 500,00 ₾ილუსტრაცია ჯემალ ქარჩხაძის ნაწარმოებისთვის „იგი”, N4
-
იგი, ილუსტრაცია N5
Price range: 15,00 ₾ through 500,00 ₾ილუსტრაცია ჯემალ ქარჩხაძის ნაწარმოებისთვის „იგი”, N5
-
იგი, ილუსტრაცია N6
Price range: 15,00 ₾ through 500,00 ₾ილუსტრაცია ჯემალ ქარჩხაძის ნაწარმოებისთვის „იგი”, N6
-
იგი, ილუსტრაცია N7
Price range: 15,00 ₾ through 500,00 ₾ილუსტრაცია ჯემალ ქარჩხაძის ნაწარმოებისთვის „იგი”, N7
-
იგი, ილუსტრაცია N8
Price range: 15,00 ₾ through 500,00 ₾ილუსტრაცია ჯემალ ქარჩხაძის ნაწარმოებისთვის „იგი”, N8
-
ინტელექტუალური საკუთრება
19,90 ₾მთარგმნელები რამაზ ხატიაშვილი, ნოდარ მანჩხაშვილი
ინტელექტუალური საკუთრება სამართლის ერთ-ერთი ყველაზე დამაბნეველი, და ამავე დროს, ფართოდ გამოყენებადი განზომილებაა. ინფორმაციისა და ტექნოლოგიის გამოქვეყნების, წარმოების, კოპირების ან დისტრიბუციის ექსკლუზიური უფლების ვინმესთვის მინიჭებით, ინტელექტუალური საკუთრება ახდენს ჩვენი კულტურის, ინდუსტრიებისა და პოლიტიკის ფორმირებას უამრავი სხვადასხვა მიმართულებით, რომლის შედეგიც ეხება ყველას, მათ შორის ხელოვანებს, გამომგონებლებს, მეწარმეებსა და რიგით მოქალაქეებს. ამ საინტერესო და ყველასთვის გასაგებ კვლევაში არამ სინრაიქი გვიჩვენებს, თუ რა დგას თანამედროვე დებატების მიღმა და რა მომავალი აქვს საავტორო უფლებებს, პატენტებსა და სავაჭრო ნიშნებს.
„ნებისმიერი, ვინც გადაწყვეტს ინტელექტუალური საკუთრების, განსაკუთრებით კი საავტორო უფლებების შესწავლას, ამ წიგნით უნდა დაიწყოს.” – ლაიონელ ბენტლი, კემბრიჯის უნივერსიტეტი.
„სინრაიქი ბრწყინვალედ განმარტავს ამ ძალიან მნიშვნელოვან თემას და ამ ყველაფერს ერთ კომპაქტურ წიგნში აკეთებს. დაჟინებით რეკომენდებულია ყველასთვის, ვისაც სურს, რომ ბოლომდე ჩასწვდეს ამ საკითხს.” – პიტ განბარგი, A&R, Atlantic Records-ის პრეზიდენტი.
არამ სინრაიქი „ამერიკული უნივერსიტეტის” კომუნიკაციური კვლევების კათედრის გამგე, პროფესორი და მუსიკოსია. -
იუპიტერის სინანული და სხვა მოთხრობები
19,90 ₾- ბედნიერების მაძიებელი უფლისწული
- სასწაული
- კაპიტონ მანაგაძის ბოლო ექსპერიმენტი
- გიგანტი
- ჭოლა
- დრო
- იუპიტერის სინანული
-
იქ, სადაც კიბორჩხალები მღერიან
16,90 ₾მთარგმნელი სოფო ქარჩხაძე
მეთევზეთა პატარა სოფელ ბარკლი ქოუვში ყველას სმენია „მარშის გოგოს“ შესახებ, რომელიც მარტო ცხოვრობს ჭაობში, ფეხშიშველი დაიარება და საჭმელს ტალახში ეძებს. სინამდვილეში სულ რამდენიმე მათგანი იცნობს კაია კლარკს, საოცრად ჭკვიან, ცნობისმოყვარე, ხელოვან გოგოს, რომელიც თავად ბუნებამ გამოზარდა. როდესაც ბარკლი ქოუვში მკვლელობა ხდება, ეჭვობენ, რომ ეს საზარელი დანაშაული კაიამ ჩაიდინა. დელია ოუენსის წიგნი „იქ, სადაც კიბორჩხალები მღერიან“ ერთდროულად დეტექტივი, ბილდუნგსრომანი და დედამიწის ჰიმნია. ავტორი საოცარი პოეტურობით აღწერს ადამიანის უხილავ კავშირს ბუნებასთან და საზოგადოებასთან, პერსონაჟებს კი ისეთი დილემების წინაშე აყენებს, სადაც მხოლოდ სიყვარული საკმარისი არ არის.
დელია ოუენსი ამერიკელი ზოოლოგია ჯორჯიის შტატიდან. „იქ, სადაც კიბორჩხალები მღერიან“ მისი სადებიუტო რომანია, რომელიც თითქმის სამოცდაათი წლისამ გამოაქვეყნა. 2018 წელს გამოსული წიგნი მაშინვე მოექცა საერთაშორისო ბესტსელერების სათავეში და თითქმის ორმოცდაათ ენაზეა თარგმნილი.