ვირჯინია ევანსი ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროდანაა. მან ბაკალავრის ხარისხი ინგლისურ ლიტერატურაში ჯეიმს მედისონის უნივერსიტეტში მიიღო, ხოლო დუბლინის (ირლანდია) ტრინიტის კოლეჯში – ფილოსოფიის მაგისტრის ხარისხი შემოქმედებით წერაში. ახლა ის უინსტონ-სეილემში (ჩრდილოეთი კაროლინა) ცხოვრობს მეუღლესთან, ორ შვილთან და წითელ ლაბრადორ ბრიჯიდთან ერთად.
ავტორს ფართო პოპულარობა მოუტანა რომანმა „კორესპონდენტი“ , რომელიც 2026 წლის The Women’s Prize for Fiction გამარჯვებული გახდა.