Availability: მარაგშია

გოგოობის კანონი | დევის ცოლის სიცილი

კოდი: 1118

17,90 

„გოგოობის კანონი“ და „დევის ცოლის სიცილი“ ლია ლიქოკელის ორი პოეტური კრებულია, სხვადასხვა დროს გამოცემული, ახლა კი ერთ წიგნად გაერთიანებული. წიგნის მნიშვნელოვანი სიახლე ისიცაა, რომ ამ გამოცემაში შესულია ლექსები, რომლებიც ძველ კრებულებში ვერ მოხვდა. „დევის ცოლის სიცილით“ ლია ლიქოკელი გახდა პრემია საბას ლაურეატი დებიუტის კატეგორიაში. სამი წლის შემდეგ გამოიცა „გოგოობის კანონი“, რომელმაც საზოგადოებას უზომოდ შეაყვარა ლექსების ავტორი. ლიას ლექსები ტკივილიანი და ყველასთვის გასაგები, ცხოვრებაში ერთხელ მაინც განცდილი გრძნობებითაა დატვირთული. გოგოდ თუ ქალად ყოფნის სირთულეები, მისტიკურობა და მითოსი, ბუნება, გრძნობები და ზოგადად ადამიანობის განცდა ლია ლიქოკელის პოეზიის მნიშვნელოვანი თემებია.

აღწერა

ISBN 978-9941-452-89-5
ზომა: 13.5-19.5 სმ.
გვერდების რაოდენობა: 342
ყდა: რბილი

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „გოგოობის კანონი | დევის ცოლის სიცილი“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *