• მაწანწალა

    0

    თქვენ წინაშეა წიგნი, რომელიც ჯგუფ Soft Eject-ის ოთხი წევრის მიერაა შექმნილი. წიგნში მოთხრობილია ახალგაზრდა მუსიკოსების ამბავი, რომლებიც 90-იანი წლების დასაწყისის თავისუფალი, მაგრამ სავალალო მდგომარეობაში მყოფი საქართველოდან ევროპაში მიმავალ პირველ ტალღაში მოხვდნენ. პირისპირ შეჯახება სრულიად უცხო სამყაროსთან, ტკივილით მიღებული გამოცდილებები, ცარიელ ადგილზე საკუთარი მომავლის შენება – Soft Eject-ის ისტორია თითქოს კარგად ნაცნობია, ძველთაძველი და ათასგზის გამეორებული, და ამავე დროს სრულიად უნიკალური და ახალი.

    უჩვეულო და ექსპერიმენტულია წიგნის აგებულებაც, სადაც რეალურ მონათხრობებს მხატვრული სახეები – სიმღერების ტექსტები და ვიზუალური წარმოსახვები – ენაცვლება. წიგნი “მაწანწალა” ოთხი ადამიანის მიერ შექმნილ ერთ სივრცეს გთავაზობთ, სადაც შეგიძლიათ იპოვოთ როგორც ბევრი გასართობი, ასევე ბევრი მასალა გასააზრებლად.
    და ბოლოს, წიგნს თან ერთვის აუდიო დისკი, რომელზეც განახლებული ჟღერადობით არის წარმოდგენილი Soft Eject-ის ალბომი Wanderer.

    17,90 
    კალათაში დამატება
  • მგზავრობის ანგელოსი

    0

    კარლო კაჭარავა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში. ეს იმ იშვიათ შემთხვევათაგანია, როცა ერთმანეთს ერწყმის ხელოვანი, თეორეტიკოსი და სოციალურად აქტიური ინდივიდი. საოცრად დატვირთული ხანმოკლე ცხოვრების მანძილზე შექმნილი აქვს ვიზუალური არტის და ტექსტების, ერთი შეხედვით, დაუჯერებელი რაოდენობა.
    უზომო შემოქმედებით აქტივობასთან ერთად, კარლო კაჭარავა საკუთარ ცხოვრებას და ნააზრევს თითქოს სტენოგრაფიულად აღნუსხავს, რის შედეგადაც ჩნდება დღიურებისა და ჩანაწერების წყება. ამ ჩანაწერებს დღეს ფასდაუდებელი მნიშვნელობა აქვს და უზარმაზარ საკვლევ მასალას იძლევა სოციოლოგებისთვის, ისტორიკოსებისა თუ ხელოვნებათმცოდნეებისათვის. თუმცა პირველ რიგში ალბათ ეს ჩანაწერები განსაზღვრულია ინტელექტუალი მკითხველისათვის, ვისთვისაც თანაბრად საინტერესოა როგორც შემოქმედების ნაყოფი, ასევე ხელოვანის შინაგანი სააზროვნო გარემო და ქმნადობის პროცესი.
    “მგზავრობის ანგელოსი” პირველი წიგნია, რომლითაც ვიწყებთ კარლო კაჭარავას ჩანაწერებისა და დღიურების სისტემატურ გამოცემას. თითოეული წიგნი იქნება ამა თუ იმ პერიოდის ტექსტების ლოგიკური გაერთიანება. წინამდებარე წიგნი კარლო კაჭარავას “ჯარის პერიოდის” ორი დღიურის ტექსტებს აერთიანებს.

    12,00 
    ვრცლად
  • მდგმური

    0

    ავტორი: ჯემალ ქარჩხაძე

    მდგმური ჯემალ ქარჩხაძის პირველი რომანია. მთავარი პერსონაჟი – “მდგმური” – ახალაზრდა კაცია, რომელიც მაღალი იდეალებითა და საკუთარი თავისადმი დიდი მოთხოვნებით ცხოვრობს, მაგრამ მას არაერთი გამოცდა ელის, რომლებისთვისაც მეტ-ნაკლებად მზად აღმოჩნდება. რომანში ერთმანეთს ცვლის რეალური, წარმოსახვითი და იგავური განზომილებები, რომელთა ორგანული შერწყმა – საკმაოდ გაბედული ექსპერიმენტი – ბრწყინვალედაა გადაჭრილი.

    19,90 
    კალათაში დამატება
  • მერძევე

    0

    მთარგმნელი რამაზ ხატიაშვილი

    ანა ბერნსი ირლანდიელი მწერალია, რომელიც 1962 წელს ბელფასტში დაიბადა, 1987 წელს კი ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად. პირველი რომანი No Bones 2001 წელს გამოაქვეყნა, რაშიც უინიფრედ ჰოლტბის მემორიალური პრიზი მიიღო, 2018 წელს კი მისი ყველაზე ცნობილი რომანი „მერძევე” გამოვიდა, რომელმაც ოთხი სხვადასხვა ჯილდო, მათ შორის ბუკერის პრემია დაიმსახურა.
    ნაწარმოების სიუჟეტი ერთ უსახელო ქალაქში ვითარდება, სადაც უსაფრთხოდ რომ იყო, არაფრით უნდა გამოირჩეოდე. რომანის მთავარი გმირი 18 წლის გოგონაა, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს საზოგადოებისთვის საინტერესო ხდება და სწორედ აქედან იწყება მისი პრობლემები. როდესაც საინტერესო ხარ, ესე იგი გამჩნევენ და თუ გამჩნევენ, შენი ცხოვრება იცვლება.

    17,90 
    კალათაში დამატება
  • მიდლსექსი

    0

    მთარგმნელი რამაზ ხატიაშვილი
    კალიოპა სტეფანიდი სხვა გოგონებს არ ჰგავს და ამის მიზეზს მხოლოდ მაშინ ხვდება, როდესაც თავისი ოჯახის საგულდაგულოდ შენახულ საიდუმლოს ახდის ფარდას. „მიდლსექსი – ორ სქესს შორის“ ჯეფრი იუჯენიდისის მეორე რომანია, რომელიც ამერიკელ ბერძენთა ერთი ოჯახის სამი თაობის წარმომადგენლებსა და მთავარი გმირის გენეტიკური ისტორიის შესახებ მოგვითხრობს. სიუჟეტი მშრალი კანონის პერიოდის შეერთებულ შტატებში, კერძოდ კი ქალაქ დეტროიტში ვითარდება და, გარდა მთავარი პერსონაჟების ცხოვრების საოცრად დელიკატური და ზოგჯერ უხერხულობამდე გულახდილი დეტალებისა, მკითხველი „ავტომობილების ქალაქის“ დიდების დღეებისა და 1967 წლის ცნობილი მოვლენების მოწმეც ხდება.

    წინამდებარე რომანისთვის ჯეფრი იუჯენიდისი პულიცერის პრემიის მფლობელი გახდა.

    19,90 
    ვრცლად
  • მოთხრობები სრული კრებული

    0

    ავტორი: ჯემალ ქარჩხაძე

    წიგნში შესულია ჯემალ ქარჩხაძის ყველა მოთხრობა, რომლებიც გამოქვეყნებული იყო ლიტერატურულ პრესაში ან – გამოცემული წიგნად. მოთხრობების დაწერის/გამოქვეყნების დიაპაზონი დიდია – 1964 წლიდან 1998 წლამდე.

    29,90 
    კალათაში დამატება
  • -22%

    მსოფლიო საბავშვო მოთხრობის ანთოლოგია

    0

    შემდგენელი მაკა ლდოკონენი

    ამ წიგნში არაერთ უცხოელ ავტორსა თუ პერსონაჟს შეხვდებით. გულიანად გაგაცინებთ ბარონ მიუნჰაუზენის, ჭკვიანი გრეტელისა და პატარა მუკის გულუბრყვილო ტყუილები; დაგაფიქრებთ ლეონარდო და ვინჩისა და ეზოპეს ქვეტექსტები; მოგხიბლავთ მარკ ტვენისა და ო. ჰენრის დახვეწილი იუმორი, ტუვე იანსონის, რეი ბრედბერისა თუ რადიარდ კიპლინგის სამყაროები, ყველასათვის საყვარელი ასტრიდ ლინდგრენის მოთხრობა კი სპეციალურად ამ კრებულისთვის ითარგმნა და პირველად ქვეყნდება.
    „მსოფლიო საბავშვო მოთხრობის ანთოლოგიაში“ ნებისმიერი გემოვნების მკითხველი მიაგნებს სათავისო საკითხავს – გადაშლისთანავე დარწმუნდებით, რომ მისი ადგილი სწორედ თქვენს ბიბლიოთეკაშია.

    Original price was: 12,90 ₾.Current price is: 10,00 ₾.
    კალათაში დამატება
  • მწერლები და საყვარლები

    0

    მთარგმნელი: სოფო ქარჩხაძე

    დედის უეცარი სიკვდილით შეძრული და ბოლოდროინდელი სასიყვარულო ურთიერთობების გამო არეული ქეისი 1997 წლის ზაფხულში ჩადის მასაჩუსეტსში  ყოველგვარი გეგმის გარეშე. სწორედ აქედან იწყება ქეისის თავბრუდამხვევი ისტორია, მოთხრობილი უჩვეულო იუმორითა და საოცარი პერსონაჟებით. ლილი კინგი გვიხატავს სასოწარკვეთამდე მისული ახალგაზრდა მწერალი ქალის სურათს, რომელიც გარშემო დატრიალებული ქაოსის მიუხედავად, შინაგან მოწოდებასა და ინსტინქტს ენდობა, რათა საკუთარი თავი არ დაკარგოს.

    14,90 
    ვრცლად
  • ნიკო ფიროსმანაშვილი

    0

    ნიკო ფიროსმანაშვილი – XX საუკუნის უდიდესი ქართველი მხატვარი. ის თვითნასწავლი იყო და არავითარ სკოლას ან მიმდინარეობას არ მიეკუთვნებოდა. მისი ცხოვრება და შემოქმედება იმდენად წინააღმდეგობრივი იყო, რომ მხატვრის სახელი მითებით შეიმოსა. სიცოცხლეში სათანადო აღიარება არ მოუპოვებია, თუმცა დღესდღეობით ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უკავია მსოფლიო მხატვრობის ისტორიაში.

     

    9,90 
    ვრცლად
  • ოზის საოცარი ქვეყანა

    0

    წიგნი 2

    მას შემდეგ, რაც პატარა ბიჭი, ტიპი, შემთხვევით ჯადოსნური ძალის მფლობელი გახდება, მისი ცხოვრება მთლიანად იცვლება. გაჰყევი ტიპს შორეულ მოგზაურობაში, გაიცანი ფანტასტიკური არსებები _ გოგრისთავა ჯეკი და ცხენი-სახერხელა, მოხვდი გილიკინების იასამნისფერ ქვეყანაში, ხოლო ბოლოს იქნებ ზურმუხტქალაქსაც კი მიაღწიო. ტიპთან ერთად ამოხსენი საიდუმლოებები და შეებრძოლე ბოროტ ძალებს, რომლებიც ოზის ქვეყანას ემუქრებიან.

    „ოზის საოცარი ქვეყანა“ მსოფლიო საბავშვო კლასიკის, „ოზის წიგნების“ სერიის მეორე წიგნია.

    12,00 
    კალათაში დამატება
  • ოქსფორდის საერთაშორისო სასკოლო ატლასი

    0

    ინფორმაციული და იოლად მოსახმარი ატლასი
    განახლებული გამოცემა

    ოქსფორდის საერთაშორისო სასკოლო ატლასის ეს ახალი გამოცემა შევსებულია ბოლოდროინდელი ფაქტებითა და იოლად წასაკითხი ფერადი რუკებით. ატლასი შედგენილია სპეციალური კვლევის საფუძველზე, თუ როგორ მოიხმარენ ბავშვები რუკას. ეს არის იდეალური წყარო ნორჩი გეოგრაფებისათვის. ატლასი მოიცავს ისეთ ძირითად თემებს, როგორიცაა ლანდშაფტი, წყალი, დასახლებული პუნქტები, დამაკავშირებელი გზები და გარემო. მოცემულია ადვილად გასაგები თავისებურებანი, აგრეთვე – ფოტოსურათები და ილუსტრაციები, რომლებიც ბავშვს ამა თუ იმ ადგილის ცხადად წარმოდგენაში შეუწყობს ხელს.

    22,90 
    კალათაში დამატება
  • პარიზისა და ლონდონის ფსკერზე

    0

    მთარგმნელი ნოდარ მანჩხაშვილი

     

    პარიზისა და ლონდონის ფსკერზე ჯორჯ ორუელის პირველი ვრცელი ნაწარმოებია. 1933 წელს გამოქვეყნებული დოკუმენტური პროზის ეს შესანიშნავი ნიმუში მოგვითხრობს ორი ბრწყინვალე ქალაქის, პარიზისა და ლონდონის, ნაკლებად ბრწყინვალე შრეზე – მაწანწალების, ქუჩის ხალხისა და უფასო თავშესაფრების სამყაროზე. პირად გამოცდილებაზე დამყარებულ ამ მძაფრ ტექსტში ცხადად იკვეთება ჯორჯ ორუელისეული ხედვა სიღარიბისა და საზოგადოების შესახებ.

    14,90 
    კალათაში დამატება
  • პუბლიცისტიკა

    0

    წიგნში შესულია ჯემალ ქარჩხაძის პუბლიცისტური წერილები, ესეები და ინტერვიუები, რომლებიც 1988-1998 წლებში გამოქვეყნებული იყო ქართულ პრესაში. თემატიკა მრავალფეროვანია და მოიცავს როგორც კონცეპტუალურ ნააზრევს ლიტერატურისა და, ზოგადად, შემოქმედებითი პროცესის შესახებ, ასევე ქართული საზოგადოების კვლევას და, კერძოდ, 90-იანი წლების სოციალურ-პოლიტიკური მოვლენების თანადროულ ანალიზს.

    15,90 
    ვრცლად
  • საბავშვო ბიბლია

    0

    წიგნში მოთხრობილია ყველასათვის ცნობილი და საყვარელი ამბები ძველი და ახალი აღთქმიდან. ტრადიციული ტექსტიდან გადახვევის გარეშე, ეს ამბები ბავშვებისთვის ნათლად და გასაგებადაა მოწოდებული. ეს წიგნი ინტერესისა და სიამოვნების წყაროდ იქცევა თქვენს ოჯახებში, ხოლო პატარა მკითხველებსა და მსმენელებს მეგზურობას გაუწევს ბიბლიური სიბრძნის შეცნობის გზაზე.

    14,90 
    კალათაში დამატება
  • საბავშვო ვეფხისტყაოსანი

    0

    ალბათ გაგიგონია სამი მამაცი რაინდის – ტარიელის, ავთანდილისა და ფრიდონის ამბავი. იცი თუ არა, ვის ეძებდა ვეფხვის ტყავით შემოსილი ტარიელი მრავალი წლის მანძილზე? გსმენია თუ არა გრძნეული ქაჯებისა და მათი აუღებელი ციხესიმაგრეების შესახებ? სამი ერთგული მეგობრის კავშირს შეუძლებლის გაკეთებაც კი ძალუძს. გადაშალე ეს ულამაზესი წიგნი, რომელიც ძალზე ძველ და საოცრად ამაღელვებელ ამბავს მოგითხრობს.

     

    ეს ამბავი რვა საუკუნის წინ გენიალურმა ქართველმა პოეტმა, რუსთველმა, ლექსად დაწერა და შემოგვინახა. რუსთველის ენა დღეს ბევრისთვის, განსაკუთრებით კი ბავშვებისათვის, ძნელი გასაგებია. ამ წიგნში ნათლად, საბავშვო ენით, გადმოცემულია ვეფხისტყაოსნის მთელი ამბავი. ჩვენ შევეცადეთ შეგვენაჩუნებინა ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალებიც კი, რომლებიც ორიგინალურ ტექსტში საოცრად ხატოვანი თხრობის ფონზე ხშირად შეუჩნეველი რჩება. დახვეწილი ქართული ენით დაწერილი და მშვენიერი ილუსტრაციებით გაფორმებული ეს წიგნი საიმედო მეგზური გახდება ბავშვებისთვის ვეფხისტყაოსნის სიბრძნის შეცნობის გზაზე.

     

     

    27,90 
    კალათაში დამატება
  • სახლი მოჩვენებებით

    0

    მთარგმნელი გია ბერაძე

    ცნობილი ინგლისელი მწერალი, ესეისტი და კრიტიკოსი ვირჯინია ვულფი მე-20 საუკუნის ევროპული მოდერნისტული  ლიტერატურის მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებებია: „მისის დელოუეი“ (1925), „შუქურა“ (1927), „ორლანდო“ (1929), „საკუთარი ოთახი“ (1929). მწერლის პირველი ტექსტი 1915 წელს დაიბეჭდა, პირველი  (და მის სიცოცხლეში ერთადერთი) მოთხრობების კრებული კი 1921 წელს გამოიცა.

     

    ეს წიგნი შედგენილია მწერლის გარდაცვალების შემდეგ  გამოსული მოთხრობების კრებულის მიხედვით, რომელიც ვირჯინია ვულფის მეუღლემ შეადგინა და მასში ავტორის საყვარელი ნაწარმოებები შეიტანა.

    14,90 
    კალათაში დამატება