• სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლება ინკლუზიურ გარემოში

    0

    სამეცნიერო რედაქტორი ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი მარიამ უგუზაშვილი
    მთარგმნელი რამაზ ხატიაშვილი

    სკოლებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეთა საჭიროებების დაკმაყოფილება, სამწუხაროდ, დღემდე სირთულეს წარმოადგენს, და ინკლუზიურ გარემოში მომუშავე ბევრი მასწავლებელი ჯერაც დაურწმუნებელი და მოუმზადებელია ამ ტიპის სიძნელეებთან გასამკლავებლად. წინამდებარე წიგნის მიზანია მასწავლებელთა დახმარება, რათა მიიღონ საჭირო ცოდნა, რომელიც უახლესი კვლევებითაა დადასტურებული და პრაქტიკაში მრავალგზისაა გამოცდილი, და შეძლონ სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის სათანადო განათლების მიცემა.
    მკაფიო ენისა და პრაქტიკული მაგალითების საშუალებით, ავტორები, წამყვანი მეცნიერები და დარგის სპეციალისტები – დაიენ ბრაიანტი, ბრაიან ბრაიანტი და დებორა სმითი – აჩვენებენ, როგორ შევქმნათ მართლაც ინკლუზიური საკლასო გარემო მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრაქტიკისა და პრაქტიკული სტრატეგიების მეშვეობით.
    ვიმედოვნებთ, ეს გამოცემა შთაგონების წყარო გახდება ბევრი მასწავლებლისთვის. შესაბამისი ცოდნისა და ინსტრუმენტების წყალობით, ყველა მასწავლებელს შეუძლია დადებითი ცვლილებები შეიტანოს სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეების საგანმანათლებლო პროცესში.

    39,90 
    კალათაში დამატება
  • შემავსებელი

    ტერი ფლინი

    0

    მთარგმნელი რამაზ ხატიაშვილი

    რა უნდა ქნას ტერი ფლინმა – ახალგაზრდა პოეტმა და ფერმერმა, როცა მისი მოვალეობები ოჯახისა და საქმის მიმართ, მისი პოეტური შთაგონებები, ლტოლვა ნორჩი ქალწულებისადმი და დაუოკებელი სურვილები გაუსაძლის ტვირთად იქცევა? შეიძლება გამოსავალი ამ ყველაფერზე ამაღლებაა, ან თუნდაც გაქცევა.
    ირლანდიელი პოეტისა და რომანისტის, პატრიკ კავანას ეს რომანი საუკუნის წინანდელი ირლანდიის იდილიური ყოფის ფონზე ვითარდება და ადამიანის უმნიშვნელოვანეს პრობლემებზე მოგვითხრობს.

    9,90 
    კალათაში დამატება
  • უკანასკნელი მაგნატის სიყვარული

    0

    მთარგმნელი: თეონა ბითაძე
    „უკანასკნელი მაგნატის სიყვარული“ ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის ბოლო ნამუშევარია. რომანი ავტორის გარდაცვალებიდან ერთ წელიწადში გამოიცა.
    ახალგაზრდა პროდიუსერი, მონრო სტარი, 1930-იანი წლების ჰოლივუდის ამომავალი ვარსკვლავია, რომელიც წარმატების მისაღწევად ყველაფრისთვის მზადაა, თუნდაც ეს წესების დარღვევას გულისხმობდეს. სიყვარულისა და წარმატებისთვის ბრძოლა გაჭირვებულ სამყაროში ხშირად დრამატულად ვითარდება, სადაც უმთავრესი, შესაძლოა, საკუთარი სიცოცხლის გადარჩენა გახდეს.

    14,00 
    ვრცლად
  • უჩინარი

    0

    მთარგმნელი რამაზ ხატიაშვილი
    სანამ 1952 წელს „უჩინარი” გამოქვეყნდებოდა, რალფ ელისონი არც თუ ცნობილი მწერალი იყო, ამ რომანის გამოქვეყნებიდან ერთ კვირაში კი მისი სახელი მოწმენდილ ცაზე მეხივით გავარდა. „უჩინარი” ბესტსელერების სიაში 16 კვირის განმავლობაში იკავებდა ადგილს, ერთი წლის შემდეგ კი ის ამერიკის ეროვნულ წიგნის პრემიაზე წარადგინეს, სადაც ასევე წარდგენილი იყო ერნესტ ჰემინგუეის „მოხუცი და ზღვა” და სტეინბეკის „ედემის აღმოსავლეთით”. მიუხედავად ასეთი ძლიერი მოწინააღმდეგეებისა, ჯილდო სწორედ „უჩინარმა” მოიპოვა.

    წიგნი პირველ პირშია დაწერილი. უსახელო მთხრობელი გვიამბობს თავის სიმწარითა და უამრავი პრობლემით აღსავსე ისტორიას, თუ როგორ იზრდებოდა ამერიკის სამხრეთის შავკანიან საზოგადოებაში, როგორ გარიცხეს შავკანიანთა კოლეჯიდან და როგორ აღმოჩნდა ნიუ-იორკში, სადაც ჰარლემელთა პრობლემების მთავარ გამჟღერებლად და პოლიტიკურ აქტივისტად იქცა. რომანის აქტუალობა და პათოსი დღესაც იმდენად ძლიერია, რომ ის რასობრივი ცრურწმენების წინააღმდეგ ბრძოლის სათავეში დგას.

    23,90 
    კალათაში დამატება
  • უცნობი ქარჩხაძე

    0

    შემდგენლები: ლეილა ბერიაშვილი, გია ქარჩხაძე

    წიგნში თავმოყრილია ჯემალ ქარჩხაძის გამოუქვეყნებელი ტექსტები, რომელთაგან ნაწილი დასრულებულ მოთხრობებს წარმოადგენს, ნაწილი კი წამოწყებული სიუჟეტებია. მწერლის სააზროვნო სივრცის ეს მხარე – ნაწერები, რომლებიც თავის დროზე ფართო პუბლიკისთვის არ განისაზღვრა – დღეს სულ სხვა დატვირთვას იძენს და ჯემალ ქარჩხაძის შემოქმედებით დაინტერესებულ ადამიანებს დამატებით ჰორიზონტს უხსნის მწერლის შესაცნობად.

    19,90 
    ვრცლად
  • ქარავანი

    0

    ავტორი: ჯემალ ქარჩხაძე
    ქარავანი მრავალპლანიანი რომანია. აქ აქცენტი ერთ პიროვნებაზეა, რომელსაც ღრმა ბავშვობიდან განვითარების გარკვეულ ეტაპამდე – შუა ასაკამდე – ვაკვირდებით და ვსწავლობთ. დეტალური, აუჩქარებელი თხრობა და სიტუაციების სიუხვე რომანს უზომოდ სასიამოვნო წასაკითხს ხდის. მრავალმხრივი ფსიქოლოგიური დაკვირვებები ღრმად წარმოაჩენს პიროვნულ პრობლემებს და უზარმაზარ მასალას იძლევა ანალიზისთვის.

    27,00 
    კალათაში დამატება
  • ქართული მწერლობა

    0

    სასკოლო გამოცემა

    I ტომი
    ძველი ქართული მწერლობა

    შემდგენლები:
    დიანა ანფიმიადი
    ლეილა ბერიაშვილი
    გია ქარჩხაძე

     

    „ძველი ქართული მწერლობა” წარმოადგენს სასკოლო სამტომეულის, „ქართული მწერლობის“, პირველ ტომს. წიგნი აერთიანებს ჰაგიოგრაფიული, ისტორიული და მხატვრული პროზის, ჰიმნოგრაფიის, საერო პოეზიის ნაწარმოებებსა და მონაკვეთებს. ძველი ქართული მწერლობა V საუკუნიდან XIX საუკუნემდე: იაკობ ხუცესიდან ბესიკამდე, სულხან-საბა ორბელიანი და გურამიშვილი, მოსე ხონელი, ჩახრუხაძე და სხვანი. წიგნში თავმოყრილია ფართო საზოგადოებისთვის როგორც კარგად ნაცნობი, ისე შედარებით მივიწყებული ნაწარმოებები – შუშანიკის წამება, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება, დავითიანი, აბდულმესიანი, თამარიანი, მოგზაურობა ევროპაში, ამბავი რვათა ძმათა და სხვ. პროზაული ნაწარმოებები თანამედროვე ქართულითაა გადმოცემული. წინამდებარე გამოცემა დაეხმარება ფართო საზოგადოებას ძველი ქართული ტექსტების უკეთ გაგებასა და გააზრებაში.

     

     

    24,90 
    კალათაში დამატება
  • ქართული ნაქარგობა

    0

    ქართული საგანძური

    წინამდებარე წიგნი ქართული ნაქარგობის, კერძოდ, ქართული საეკლესიო ქარგულობის მრავალმხრივი კვლევის შედეგების პირველი პუბლიკაციაა. წიგნში შევიდა ფართო ქრონოლოგიური დიაპაზონის (XII-XIX სს.) მხოლოდ მხატვრული, კომპოზიციური, იკონოგრაფიული და ტექნიკური თვალსაზრისით საუკეთესო საეტაპო ძეგლები: გარდამოხსნები, კრეტსაბმელები, დაფარნები, ოლარ-ომოფორები, საბუხარები, სამღვდელმთავრო სრული შესამოსელი, ენქერები, სამღვდელო სარტყლები და მიტრები.
    თითოეული კოლექცია შესწავლილია ცალკეულ ავტორთა მიერ და ამ სფეროს სპეციალისტების მრავალი წლის მეცნიერული კვლევის შედეგს წარმოადგენს. ეს წიგნი თანაბრად საინტერესო იქნება როგორც სპეციალისტებისთვის, ასევე ქართული ხელოვნებითა და საზოგადოდ, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობით დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანისთვის.

    49,90 
    ვრცლად
  • ქართული საბავშვო ლექსის ანთოლოგია

    0

    შემდგენელი დიანა ანფიმიადი

    პოეზია ბავშვების გულისკენ მისასვლელი ყველაზე საყვარელი ენაა. ამ წიგნში ქართული პოეზიის ნაწილი შევკრიბეთ, რომელიც თავის პატარა მკითხველებს ელის. აქ ცნობილი საბავშვო ლექსების გარდა, ზოგიერთი “საუფროსო” ლექსიცაა, რომელიც ბავშვებისთვის ისეთივე გასაგები და საყვარელია, როგორც დიდებისთვის. ხალხური პოეზია, ამირანის ეპოსი, “ვეფხისტყაოსანი”… ნახეთ, როგორ გრძელდება ქართული პოეზიის გზა, ამოარჩიეთ თქვენი საყვარელი ლექსი.

    15,90 
    კალათაში დამატება
  • -22%

    ქართული საბავშვო მოთხრობის ანთოლოგია

    0

    შემდგენელი ლია ლიქოკელი

    სულხან-საბა ორბელიანიდან დღემდე, მრავალი გამოჩენილი მწერალი ქმნიდა ტექსტებს ბავშვებისათვის. იგავებიდან ნოველებამდე, ჯადოსნური სამყაროდან ყოველდღიურ, რეალისტურ ყოფამდე, ეს ტექსტები ყოველ ეპოქაში ასახავდა ძირითად ადამიანურ ფასეულობებს – სიყვარულს, მეგობრობას, ერთგულებას და თავისუფლებისკენ სწრაფვას. ამ წიგნში თავი მოვუყარეთ გამორჩეულ მოთხრობებს, რომლებიც სამი საუკუნის განმავლობაშია დაწერილი და ქართული საბავშვო პროზის ერთიან, მდიდარ, ფერად ხალიჩას ქმნის.

    Original price was: 12,90 ₾.Current price is: 10,00 ₾.
    კალათაში დამატება
  • ქართული ხატები

    0

    წიგნში წარმოდგენილია შუა საუკუნეების ორასამდე ქართული ხატი, რომლებიც თავის დროზე საქართველოს სხვადასხვა კუთხის ეკლესია-მონასტრებისთვის იყო შექმნილ-შეწირული, ამჟამად კი თბილისის, მესტიის, უშგულისა და ქუთაისის მუზეუმებშია დაცული. აქვეა ის ხატებიც, რომლებსაც არ დაუტოვებიათ თავდაპირველი სამყოფელი და დღემდე ზემო სვანეთის ეკლესიებს ეკუთვნის.

    ხატების ამ ნაკრების ქრონოლოგიური დიაპაზონია VI-XVIII საუკუნეები. ისინი მრავალფეროვანია მასალით (ოქრო, ვერცხლი, ხე, ტილო, ცვილისა და ტემპერის საღებავები, სპილოს ძვალი, ტიხრული მინანქარი), თემატიკით (მაცხოვრის, ღვთისმშობლის, წმინდანთა და დღესასწაულთა ხატები) და ტიპოლოგიით (კანკელსზედა ხატები, კარედები, სანაწილეები, სხვადასხვა სახის ანსამბლები). ხატები ნაირგვარია იკონოგრაფიით, სტილით, შესრულების მანერით, განსხვავებული პროფესიული დონით, სხვადასხვა სკოლა-სახელოსნოებისთვის კუთვნილებით და უაღრესად საინტერესო და მნიშვნელოვანი ისტორიული წარწერებით. ამ მასალის ერთი ნაწილი სპეციალისტებისთვის კარგადაა ცნობილი, მეორე – ნაკლებად, მესამე კი სრულიად უცნობია, რაც, ცხადია, წინამდებარე გამოცემისადმი ინტერესს ზრდის.

    წიგნი განსაზღვრულია სპეციალისტებისთვის, სტუდენტებისთვის და საეკლესიო ხელოვნებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.

    79,90 
    ვრცლად
  • ქართული ჰაგიოგრაფია

    0

     

    წიგნში წარმოდგენილია სამი ჰაგიოგრაფიული ძეგლის – “შუშანიკის წამების”, “აბოს წამების” და “გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების” – პარალელური ტექსტები, რომელთაგან ერთი წარმოადგენს ძველ ქართულ ორიგინალს, ხოლო მეორე – ახალ ქართულ ენაზე შესრულებულ უზუსტეს ვერსიას. ასეთი გამოცემას მიზანია, ერთი მხრივ,  დაეხმაროს სასწავლო პროცესს და მოსწავლეებს გაუიოლოს ტექსტებთან წვდომა,  მეორე მხრივ კი საქართველოს ისტორიით, კულტურითა და ლიტერატურით დაინტერესებულ მრავალ ადამიანს, რომელთაც დღეს ძველი ქართული ნაკლებად ესმით, გაუხსნას გზა ამ უნიკალურ წყაროებთან.

    ჰაგიოგრაფიული თხზულებები ტრადიციულად დიდი შემოკლებებით იბეჭდება ხოლმე, განსაკუთრებით სასწავლო გამოცემებში. ამ გამოცემაში ჩვენ მინიმალურად შევამოკლეთ “აბოს წამების” და “გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების” ტექსტები, ხოლო “შუშანიკის წამება” პრაქტიკულად სრული სახითაა წარმოდგენილი. ტექსტებს წინ უძღვის ფილოლოგ ლევან გიგინეიშვილის შესავალი წერილები, სადაც ღრმა ცოდნითა და პოპულარული ენით მოწოდებულია ის ძირითადი ასპექტები – ისტორიული, რელიგიური, ლიტერატურული და სხვა – რომელთა გათვალისწინებითაც გაცილებით ღრმად ჩავწვდებით ქართული მწერლობის ამ უზადო ნიმუშებს.

    17,90 
    კალათაში დამატება
  • ქარი ტირიფებში

    0

    პირველად ქართულ ენაზე სრული, არაადაპტირებული გამოცემა

    რობერტ ინგპენის ილუსტრაციებით

    19,90 
    კალათაში დამატება
  • ჩემი პირველი ვეფხისტყაოსანი

    0

    რთულია ბავშვს სწორად დაანახო ორაზროვანი, ხატოვანი თხრობის მიღმა დამალული რეალური სათქმელი. თუმცა მნიშვნელოვანია, ბავშვი სწორედ ადრეული ასაკიდან ეზიაროს მთავარ ადამიანურ ღირებულებებს. ეს წიგნი არის მარტივი, საბავშვო ენით მოთხრობილი რუსთველისეული „ვეფხისტყაოსნის“ ამბავი. ამბავი ნამდვილი მეგობრობის, სიყვარულისა და გმირობის შესახებ, რომელიც გაფორმებულია ქართული, მინიატურების სტილში შესრულებული მშვენიერი ილუსტრაციებით, რაც მთელ ამ ამბავს ბავშვებისთვის კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.

    14,90 
    კალათაში დამატება
  • ცეცხლოვანი დაღი

    0

    მთარგმნელი გიორგი მახარაძე

    თანამედროვე ჩინელი მწერალი, ცაო ვენსიუენი, პირველი ჩინელი ავტორია, რომელსაც ჰანს ქრისტიან ანდერსენის პრემია აქვს მიღებული. პეკინის უნივერსიტეტის პროფესორი და პეკინის მწერალთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, ცაო ვენსიუენი, ძირითადად ბავშვების ცხოვრებასა და იმ სირთულეებსა თუ განცდებზე მოგვითხრობს, რომელთა გამკლავებაც მათ ცხოვრების მანძილზე უწევთ. მიღებული აქვს 30-ზე მეტი ლიტერატურული პრემია, თარგმნილია მრავალ ენაზე.
    ჩინეთის ჩრდილოეთით მდებარე პატარა სოფელში მცხოვრები ფოვასა და მისი ოჯახის ცხოვრება უკეთესობისკენ მას შემდეგ შეიცვლება, რაც მგლის ხროვისგან თოვლივით თეთრ კვიცს, სიუეერს, გამოიხსნიან. სიუეერი, ერთი მხრივ, წიგნის პერსონაჟია, მეორე მხრივ კი, ადამიანური ბუნების საზომი. ყველაფერი თავდაყირა კი მას შემდეგ დგება, რაც იეხუს ხეობაში იაპონური არმია შეიჭრება. არმია ცხენს გაიტაცებს, რომელსაც თავისი სამშობლოს წინააღმდეგ ბრძოლას აიძულებენ. წიგნში ემოციურადაა გადმოცემული ომში მყოფი ადამიანებისა და ბავშვების განცდები, და მაღალი ადამიანური ღირებულებებითაა გამსჭვალული.

    19,90 
    კალათაში დამატება
  • ძველი ქართული სამკაული

    0

    ძველი ქართული სამკაული გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ სამკაული და ნაწილია იმ ერთიანი სისტემისა, რომელსაც ქართული კულტურა წარმოადგენს. წიგნში პირველად სრულადაა განხილული ძველი ქართული სამკაულის განვითარების გზა ძველი ქვის ხანიდან ქრისტიანობის შემოსვლამდე – ახ. წ. IV საუკუნემდე და წარმოდგენილია მისი ისტორიული და რელიგიური ფონი. იგი განკუთვნილია როგორც სპეციალისტებისთვის, ასევე მკითხველთა ფართო წრისათვის.

    [yframe url=’https://www.youtube.com/watch?v=I4WnpUbygG8′]

    59,90 
    ვრცლად