-
მთა ხარ შენ
014,90 ₾მთარგმნელი: მაია სიგუა
ეს წიგნი თვითსაბოტაჟზეა.
რატომ ვაფერხებთ საკუთარ თავს მაშინ, როცა ყველაზე მეტად წარმატება გვინდა? რამ გვაქცია საკუთარი მიზნების ყველაზე დიდ დაბრკოლებად?
ბრიანა უისტი ამ ფენომენის ფარულ მიზეზებს ხსნის და გვასწავლის, როგორ შევწყვიტოთ საკუთარი თავის წინააღმდეგ მოქმედება. ღრმა ემოციური ხედვის, ფსიქოლოგიური ანალიზისა და პრაქტიკული რჩევების წყალობით, მკითხველი აღმოაჩენს, როგორ შეიძლება იქცეს შიშები, ჩვევები და შემზღუდავი რწმენები იმ „მთებად“, რომლებიც პიროვნული ზრდის გზაზე გვეღობება.
ეს არის გზამკვლევი ყველასთვის, ვინც მზად არის გათავისუფლდეს დამანგრეველი ქცევებისგან, აღმოაჩინოს თავისი პოტენციალი და შექმნას საკუთარი თავის უფრო ძლიერი, სრულყოფილი ვერსია.
რადგან საბოლოოდ, ყველაზე დიდი მთა, რომელიც უნდა გადალახო, შენ თვითონ ხარ.
-
იუპიტერის სინანული და სხვა მოთხრობები
019,90 ₾- ბედნიერების მაძიებელი უფლისწული
- სასწაული
- კაპიტონ მანაგაძის ბოლო ექსპერიმენტი
- გიგანტი
- ჭოლა
- დრო
- იუპიტერის სინანული
-
გახლეჩილი მიწა
016,90 ₾მთარგმნელი: თეონა ბითაძე
„გახლეჩილი მიწა” თანამედროვე ბრიტანელი ავტორის, კლერ ლესლი ჰოლის რომანია, რომელიც გამოცემისთანავე საერთაშორისო ბესტსელერად იქცა.
1960-იანი წლების ინგლისში, დორსეტში, სოფლის მშვიდ და აუღელვებელ ცხოვრებას ტრაგიკული სიკვდილი არღვევს. უბედური შემთხვევა თუ წინასწარ განზრახული დანაშაული? ამ შეკითხვასთან ერთად მთავარი გმირი ქალის ცხოვრებაში მოულოდნელი სიმძაფრით იჭრება წარსული: პირველი სიყვარული, დაუმთავრებელი ურთიერთობა და გადაწყვეტილება, რომელმაც სამუდამოდ განსაზღვრა მისი ბედი.
ავტორის გამორჩეული თხრობის სტილის წყალობით, რომანში წარსული, აწმყო და მომავლის მოვლენები ოსტატურად იხლართება ერთმანეთში, პასუხგაუცემელი კითხვები მკითხველს ბოლო გვერდამდე არ უნელებს ინტერესს და დააფიქრებს ქალის პერსპექტივით დანახულ მძაფრ და ინტიმურ თემებზე.
-
დემონ კოპერჰედი
019,90 ₾ამერიკელი მწერალი ბარბარა კინგსოლვერი რამდენიმე ბესტსელერის ავტორია. მისი ყველაზე ცნობილი რომანი, „დემონ კოპერჰედი“, 2022 წელს გამოქვეყნდა და მალევე საერთაშორისო ბესტსელერად იქცა.
„დემონ კოპერჰედი“ არის ისტორია ბიჭისა, რომელიც მარტოხელა, თინეიჯერ დედას საცხოვრებელ ტრეილერში გაუჩნდა. ამბავი, რომელიც წამსაც არ მოგცემთ ამოსასუნთქად, მისივე უმოწყალო ხმით არის მოთხრობილი. დემონს მრავალ პრობლემასთან შეჭიდება უწევს: მეურვეობა, ბავშვთა შრომითი უფლებები, ნარკოდამოკიდებულება. ჩარლზ დიკენსის რომანის, „დევიდ კოპერფილდის“ ალუზიებზე აგებული „დემონ კოპერჰედი“, რომელმაც ავტორს პულიცერის პრემია მოუტანა, დაკარგული ბიჭების, დაკარგული თაობებისა და ყველა იმ ადამიანის ტკივილს გამოხატავს, ვინც ლამაზ, დაწყევლილ ადგილებში დაიბადა და ამ ადგილის მიტოვება წარმოუდგენლად ეჩვენება.
-
გუბე და სხვა მოთხრობები
019,90 ₾გუბე
მარიანა
მეთერთმეტე მცნება
აბზიანიძეების ოჯახი
მაგნოლიის ყვავილი ანუ ბებია ანას გარდაცვალება
იგი
დღე ერთი
-
ოთხი ქარი
016,90 ₾მთარგმნელი: ლადო გიგაია
ამერიკელი მწერალი კრისტინ ჰანა ოცზე მეტი წიგნის ავტორია, მათ შორისაა ისტორიული რომანი „ბულბული”, რომელიც მრავალ ენაზე ითარგმნა და საერთაშორისო ბესტსელერადაც იქცა. „ოთხი ქარი” 2021 წელს გამოქვეყნდა, მალევე გახდა The New York Times-ისა და The Wall Street Journal-ის ბესტსელერი და წლის საუკეთესო წიგნადაც დასახელდა.
ტეხასი, 1934 წელი. დიდი დეპრესიის ყველაზე ბნელი და სასტიკი პერიოდი დგება _ ფერმერები თავიანთი მიწისა და სარჩოს შესანარჩუნებლად ებრძვიან გვალვასა და ქარიშხლებს. სწორედ ამ დროს უწევს ელსა მარტინელის მტკივნეული გადაწყვეტილების მიღება: იბრძოლოს საყვარელი მიწისთვის თუ დასავლეთით, კალიფორნიაში გაეშუროს უკეთესი ცხოვრების საძებნელად. „ოთხი ქარი” ამერიკისა და ამერიკული ოცნების შესახებ მოგვითხრობს. ეს არის ამბავი ბრძოლასა და თავგანწირვაზე, იმედსა და სიცოცხლეზე; ამბავი ქალისა, რომლის სიმამაცემაც მომავალ თაობებზე წარუშლელი კვალი დატოვა და რომელმაც იცოდა, რომ მხოლოდ სიყვარული გადარჩება.
-
საკანცელარიო მაღაზია თეირანში
016,90 ₾მთარგმნელი: თეონა ბითაძე
„საკანცელარიო მაღაზია თეირანში” ირანელ-ამერიკელი ავტორის, მარჯან ქამალის, მეორე რომანია, რომელიც 2019 წელს გამოქვეყნდა და უკვე ოც ენაზე ითარგმნა. წიგნში მოთხრობილია დიდი სიყვარულის ამბავი, რომელიც ირანის სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი მოვლენის, 1953 წლის სახელმწიფო გადატრიალების ფონზე ვითარდება.
ჩვიდმეტი წლის მეოცნებე, იდეალების მაძიებელი გოგონა, სახელად როია, სულიერ ნავსაყუდელს ბატონი ფახრის წიგნებისა და საკანცელარიო ნივთების მაღაზიაში პოულობს, სადაც თავისი ცხოვრების უდიდეს სიყვარულს, ბაჰმანს, შეხვდება.
ეს წიგნი მოგვითხრობს სიყვარულის უკვდავებასა და ცხოვრების ირონიულობაზე, იმაზე, თუ რა ადვილად შეიძლება გადაახვევინოს პიროვნებას არჩეული გზიდან უახლოეს ადამიანთა წინააღმდეგობამ თუ არაკეთილმოსურნეობამ. საინტერესოა ირანის მოქალაქეთა თვალით დანახული პოლიტიკური მოვლენები, რაც რომანს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.
-
100 ქართული ხატი 100 Georgian Icons
099,90 ₾ალბომში წარმოდგენილია ქართული ხატების საგანძურის 100 რჩეული ნიმუში, რომლებიც VI-XVIII საუკუნეებით თარიღდება და, თავის დროზე, სხვადასხვა ეკლესია-მონასტრებისთვის შეიქმნა. მათი უმრავლესობა თბილისის, ქუთაისისა და მესტიის მუზეუმებშია დაცული, მცირე ნაწილი კი ზემო სვანეთის ეკლესიებში ინახება.
ალბომისთვის ხატები ქრონოლოგიური, ისტორიული, შინაარსობრივი და მხატვრული მონაცემების მიხედვით შეირჩა და წარმოდგენილია მათი ტიპოლოგიური, ტექნოლოგიური, შინაარსობრივი და მხატვრული მრავალფეროვნება.
ქართული ხატები შუა საუკუნეების ქრისტიანული კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი და უძვირფასესი ნაწილია, რის შექმნაშიც ქართველ ხალხს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის.ალბომი განსაკუთრებით საინტერესოა მათთვის, ვისთვისაც ძვირფასია ქართული კულტურა და მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი – საოცარი ხატები.
-
Igi
025,00 ₾Translated from the Georgian by PJ Hillery
Jemal Karchkhadze (1936-1998), Georgian writer. He is the author of six novels and numerous short stories. Jemal Karchkhadze’s first published works were embraced by the public, but met with harsh criticism from the Soviet censorship of the time. He nonetheless continued to write and regularly published his nonconformist works.
Igi is a modern bestseller novella by Jemal Karchkhadze. The story is a unique reconstruction of the prehistoric era, depicting the perception, contemplation, and inspiration of the first humans. The story is interwoven with the eternal theme of the individual versus society and the individual. Written in short, archaic stream of thought, this beautiful novella is an intellectual-aesthetic gem of modern Georgian literature.
-
ანტონიო და დავითი
015,90 ₾რომანის მოქმედების ადგილია შუა საუკუნეების საქართველო, ხოლო მთხრობელი – იტალიელი მოგზაური, რომელიც ევროპელ მისიონერებთან ერთად საქართველოში ჩამოდის. ანტონიო და დავითი დაძაბული დრამაა, რომელშიც ადამიანის სულის ხსნისთვის ბრძოლა ისტორიული რეალიებისა და რელიგიური დისკურსების ჭიდილის ფონზე მიდის. მაღალი ემოციური მუხტის მქონე ეს რომანი უზადო ტექნიკითა და გამორჩეულად დახვეწილი ენითაა დაწერილი.
-
-
-
ბუკნაჭო და ფისუნა
012,00 ₾ბუკნაჭო და ფისუნა გელიან: ჩახტი სალათისფერ ნავში და გაემგზავრე ედუარდ ლირის აბდაუბდა სამყაროში!
ჩაჯექი საცერში და გაცურე ჯამბლებთან ერთად, ტყე-ტყე სახეტიალოდ გაჰყევი ცხვირმნათ დონგს, შეუერთდი მოგზაურ იხვსა და კენგურუს, გაუჩინარდი, როგორც ჭრელჭრულა ჩითების ცხოველ-ფრინველ-მწერები და გამოეწყვე ახლებურ ტანსაცმელში ვინმე ბერიკაცის დარად. ამ კრებულში შესულ ყოველ ლექსს განთქმული მხატვრის, რობერტ ინგპენის, ხალისიანი ილუსტრაციები ამშვენებს, მათ შორის _ ბონგის ხის ქვეყნისა და თავად ხის მისეული აღწერილობა, რითაც მხატვარმა პატივი მიაგო ედუარდ ლირის უშრეტ ფანტაზიას. ეს წიგნი ბრწყინვალე საჩუქარია, რომელიც კიდევ მრავალი საუკუნის მანძილზე განუვითარებს წარმოსახვის უნარს დიდსა თუ პატარას.
-
განზომილება
027,00 ₾განზომილება დაუმთავრებელი რომანია, რომელსაც ჯემალ ქარჩხაძე მრავალი წლის მანძილზე წერდა. რომანში 80-იანი წლების მიწურულის საქართველოა ასახული, როდესაც საბჭოთა სისტემა საბოლოოდ იშლება და საზოგადოება სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდება ახალი რეალობების წინაშე. რომანი რამდენიმე თავისთავად დასრულებული ნაწილიგან შედგება. განზომილება სავსეა მხატვრული და ენობრივი ექსპერიმენტებით და იძლევა უზარმაზარ რესურსს ინტელექტუალური და ფილოსოფიური განსჯისათვის.
-
გარმანის ზაფხული
012,00 ₾ამბავი იმაზე, რაც მალე დამთავრდება, და რაღაც ახალზე, რომელიც უნდა დაიწყოს
ზაფხულის არდადეგების უკანასკნელი დღეა. მოხუცი დეიდები სტუმრად არიან მოსულები და ჰაერი შემოდგომის სუნითაა გაჟღენთილი. გარმანს ჯერ ერთი კბილიც არ მორყევია. მთელი ზაფხულის განმავლობაში ყოველ დღე ისინჯავდა. ახლა კი ნამდვილად აღარ ითმენს დრო. ხვალ სკოლა იწყება. გარმანს ეშინია.
-
გზა ოზის ქვეყნისაკენ
012,00 ₾თუ მოულოდნელად დაიკარგე და სახლისკენ მიმავალ გზას ვეღარ მიაგენი, ნუ შეშინდები. შენ წინ გადაჭიმული გზებიდან რომელიმეს გაჰყევი და ნახე, სად მიგიყვანს. დაუმეგობრდი მაწანწალას, ღილბრჭყვიალასა და ცისარტყელას ქალიშვილს, იმოგზაურე მელიების ქალაქ ფოქსვილში და ვირების სამფლობელო ვირიტონში, გაიცანი მელიების მეფე დოქსი და ვირების მეფე ყროყინა. მერე კი კამკამა სიმართლის ტბაც მოინახულე და სულ წინ იარე _ რა იცი, იქნებ პრინცესა ოზმას დაბადების დღეზეც კი მოხვდე!
„გზა ოზის ქვეყნისაკენ“ მსოფლიო საბავშვო კლასიკის, „ოზის წიგნების“ სერიის მეხუთე წიგნია.