როშინ ო’დონელი (Roisín O’Donnell) თანამედროვე ირლანდიელი მწერალია, რომელმაც ბოლო წლებში დიდი აღიარება მოიპოვა. ო’დონელი თანამედროვე ირლანდიური პროზის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ სახელად იქცა.
მისი მოთხრობების კრებული „ველური სიმშვიდე“ (Wild Quiet) 2016 წელს გამოიცა, წარდგენილი იყო Kate O’Brien Award-ზე და მოხვდა Edge Hill Prize-ის გრძელ სიაში. მისი მოკლე მოთხრობები იბეჭდებოდა ჟურნალში The Stinging Fly, გაზეთში The Irish Times და ბევრ სხვა გამოცემაში, ასევე გადაიცემოდა ირლანდიის ეროვნული რადიოში (RTÉ Radio). 2018 წელს ო’დონელმა მოიპოვა ირლანდიის წიგნის ჯილდო (An Post Irish Book Award) ნომინაციაში „წლის საუკეთესო მოკლე მოთხრობა“, ხოლო 2022 წელს იმავე დაჯილდოების ფინალისტი გახდა.
როშინ ო’დონელს საყოველთაო აღიარება მოუტანა სადებიუტო რომანმა „ბუდობა“ (Nesting), რომელიც 2025 წლის იანვარში გამოიცა, ხოლო 2026 წელს კი ქართულად ითარგმნა.