ქართული ჰაგიოგრაფია
017,90 ₾წიგნში წარმოდგენილია სამი ჰაგიოგრაფიული ძეგლის – “შუშანიკის წამების”, “აბოს წამების” და “გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების” – პარალელური ტექსტები, რომელთაგან ერთი წარმოადგენს ძველ ქართულ ორიგინალს, ხოლო მეორე – ახალ ქართულ ენაზე შესრულებულ უზუსტეს ვერსიას. ასეთი გამოცემას მიზანია, ერთი მხრივ, დაეხმაროს სასწავლო პროცესს და მოსწავლეებს გაუიოლოს ტექსტებთან წვდომა, მეორე მხრივ კი საქართველოს ისტორიით, კულტურითა და ლიტერატურით დაინტერესებულ მრავალ ადამიანს, რომელთაც დღეს ძველი ქართული ნაკლებად ესმით, გაუხსნას გზა ამ უნიკალურ წყაროებთან.
ჰაგიოგრაფიული თხზულებები ტრადიციულად დიდი შემოკლებებით იბეჭდება ხოლმე, განსაკუთრებით სასწავლო გამოცემებში. ამ გამოცემაში ჩვენ მინიმალურად შევამოკლეთ “აბოს წამების” და “გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების” ტექსტები, ხოლო “შუშანიკის წამება” პრაქტიკულად სრული სახითაა წარმოდგენილი. ტექსტებს წინ უძღვის ფილოლოგ ლევან გიგინეიშვილის შესავალი წერილები, სადაც ღრმა ცოდნითა და პოპულარული ენით მოწოდებულია ის ძირითადი ასპექტები – ისტორიული, რელიგიური, ლიტერატურული და სხვა – რომელთა გათვალისწინებითაც გაცილებით ღრმად ჩავწვდებით ქართული მწერლობის ამ უზადო ნიმუშებს.
ჩინეთმცოდნეობის საფუძვლები
025,00 ₾“ჩინეთმცოდნეობის საფუძვლები” მკითხველს სთავაზობს მიმოხილვას ჩინეთის ისტორიის, ეკონომიკის, ფილოსოფიის, საზოგადოების, კულტურის, ხელოვნების, ენის, პოლიტიკური სისტემის, რელიგიური რწმენა-წარმოდგენებისა და სინოლოგიის ისტორიის საკითხებზე. ჩინეთის კვლევების კავკასიური ასოციაციის წევრების მიერ შექმნილი ნაშრომები აღწერს და აანალიზებს როგორც ჩინეთის კულტურულ მემკვიდრეობას, ასევე მის გლობალურ როლს თანამედროვეობაში. მკითხველს აძლევს შესაძლებლობას, უკეთ გაიაზროს ქვეყნის წარსული, აწმყო და მომავალი.
თემატური და ქრონოლოგიური სტრუქტურით, წიგნი წარმოადგენს ნიშანდობლივ აკადემიურ რესურსს როგორც მეცნიერთათვის, ისე სტუდენტებისთვის და ნებისმიერი პირისთვის, რომელიც ცდილობს, უკეთ გაეცნოს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურ ცივილიზაციას.
ავტორთა ჯგუფი:
ოთარ ჭიღლაძე
შალვა ჩიხლაძე
თეონა გელაშვილი
ნანა გელაშვილი
ნელი ახობაძე
ანნა მახარაძე
თამარ ქვლივიძე
თინათინ შიშინაშვილი
ცეცხლოვანი დაღი
019,90 ₾მთარგმნელი გიორგი მახარაძე
თანამედროვე ჩინელი მწერალი, ცაო ვენსიუენი, პირველი ჩინელი ავტორია, რომელსაც ჰანს ქრისტიან ანდერსენის პრემია აქვს მიღებული. პეკინის უნივერსიტეტის პროფესორი და პეკინის მწერალთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, ცაო ვენსიუენი, ძირითადად ბავშვების ცხოვრებასა და იმ სირთულეებსა თუ განცდებზე მოგვითხრობს, რომელთა გამკლავებაც მათ ცხოვრების მანძილზე უწევთ. მიღებული აქვს 30-ზე მეტი ლიტერატურული პრემია, თარგმნილია მრავალ ენაზე.
ჩინეთის ჩრდილოეთით მდებარე პატარა სოფელში მცხოვრები ფოვასა და მისი ოჯახის ცხოვრება უკეთესობისკენ მას შემდეგ შეიცვლება, რაც მგლის ხროვისგან თოვლივით თეთრ კვიცს, სიუეერს, გამოიხსნიან. სიუეერი, ერთი მხრივ, წიგნის პერსონაჟია, მეორე მხრივ კი, ადამიანური ბუნების საზომი. ყველაფერი თავდაყირა კი მას შემდეგ დგება, რაც იეხუს ხეობაში იაპონური არმია შეიჭრება. არმია ცხენს გაიტაცებს, რომელსაც თავისი სამშობლოს წინააღმდეგ ბრძოლას აიძულებენ. წიგნში ემოციურადაა გადმოცემული ომში მყოფი ადამიანებისა და ბავშვების განცდები, და მაღალი ადამიანური ღირებულებებითაა გამსჭვალული.ჰამნეტი
016,90 ₾მთარგმნელი: თეონა ბითაძე
მეგი ო’ფერელი თანამედროვე ჩრდილოეთ ირლანდიელი მწერალია. „ჰამნეტი” მწერლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წიგნია, რომელმაც მას the Women’s Prize for Fiction-ის გამარჯვებულის ტიტული მოუტანა 2020 წელს.
მეგი ო’ფერელის „ჰამნეტი” უილიამ შექსპირის ვაჟის, 11 წლის ჰამნეტის შესახებ გვიამბობს და მისი ცხოვრების მნიშვნელოვან დეტალებს გვაცნობს ისე, რომ შექსპირის ვინაობას ტექსტში არსად ამჟღავნებს. რომანში მოთხრობილია 1580-იანი წლების ინგლისში მცხოვრები ახალგაზრდა, ღარიბი ლათინურის მასწავლებლისა და მისი ექსცენტრული, უჩვეულო ნიჭით დაჯილდოებული მეუღლის, აგნესის ოჯახური ისტორია, სადაც ცოლ-ქმარი შავი ჭირის მძვინვარების ფონზე შემზარავ ტრაგედიას უმკლავდება. ეს წიგნი „ჰამლეტის” შექმნის ისტორიაა _ ამბავი იმისა, თუ როგორ შეიძლება ყველაზე ღრმა მწუხარებისას ხელოვნებაში პოვო ნუგეში, ხოლო თავზარდამცემმა მოვლენამ მსოფლიოს უკვდავი შედევრი დაბადოს.