აღწერა
ISBN 978-9941-510-19-9
ყდა: რბილი
ზომა: 148-215 მმ
გვერდების რაოდენობა: 620
Original price was: 19,90 ₾.11,94 ₾Current price is: 11,94 ₾.
ამერიკელი მწერალი ბარბარა კინგსოლვერი რამდენიმე ბესტსელერის ავტორია. მისი ყველაზე ცნობილი რომანი, „დემონ კოპერჰედი“, 2022 წელს გამოქვეყნდა და მალევე საერთაშორისო ბესტსელერად იქცა.
„დემონ კოპერჰედი“ არის ისტორია ბიჭისა, რომელიც მარტოხელა, თინეიჯერ დედას საცხოვრებელ ტრეილერში გაუჩნდა. ამბავი, რომელიც წამსაც არ მოგცემთ ამოსასუნთქად, მისივე უმოწყალო ხმით არის მოთხრობილი. დემონს მრავალ პრობლემასთან შეჭიდება უწევს: მეურვეობა, ბავშვთა შრომითი უფლებები, ნარკოდამოკიდებულება. ჩარლზ დიკენსის რომანის, „დევიდ კოპერფილდის“ ალუზიებზე აგებული „დემონ კოპერჰედი“, რომელმაც ავტორს პულიცერის პრემია მოუტანა, დაკარგული ბიჭების, დაკარგული თაობებისა და ყველა იმ ადამიანის ტკივილს გამოხატავს, ვინც ლამაზ, დაწყევლილ ადგილებში დაიბადა და ამ ადგილის მიტოვება წარმოუდგენლად ეჩვენება.
ISBN 978-9941-510-19-9
ყდა: რბილი
ზომა: 148-215 მმ
გვერდების რაოდენობა: 620
| წიგნის ავტორი |
|---|

მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.