-
100 ქართული ხატი 100 Georgian Icons
99,90 ₾ალბომში წარმოდგენილია ქართული ხატების საგანძურის 100 რჩეული ნიმუში, რომლებიც VI-XVIII საუკუნეებით თარიღდება და, თავის დროზე, სხვადასხვა ეკლესია-მონასტრებისთვის შეიქმნა. მათი უმრავლესობა თბილისის, ქუთაისისა და მესტიის მუზეუმებშია დაცული, მცირე ნაწილი კი ზემო სვანეთის ეკლესიებში ინახება.
ალბომისთვის ხატები ქრონოლოგიური, ისტორიული, შინაარსობრივი და მხატვრული მონაცემების მიხედვით შეირჩა და წარმოდგენილია მათი ტიპოლოგიური, ტექნოლოგიური, შინაარსობრივი და მხატვრული მრავალფეროვნება.
ქართული ხატები შუა საუკუნეების ქრისტიანული კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი და უძვირფასესი ნაწილია, რის შექმნაშიც ქართველ ხალხს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის.ალბომი განსაკუთრებით საინტერესოა მათთვის, ვისთვისაც ძვირფასია ქართული კულტურა და მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი – საოცარი ხატები.
-
Igi
25,00 ₾Translated from the Georgian by PJ Hillery
Jemal Karchkhadze (1936-1998), Georgian writer. He is the author of six novels and numerous short stories. Jemal Karchkhadze’s first published works were embraced by the public, but met with harsh criticism from the Soviet censorship of the time. He nonetheless continued to write and regularly published his nonconformist works.
Igi is a modern bestseller novella by Jemal Karchkhadze. The story is a unique reconstruction of the prehistoric era, depicting the perception, contemplation, and inspiration of the first humans. The story is interwoven with the eternal theme of the individual versus society and the individual. Written in short, archaic stream of thought, this beautiful novella is an intellectual-aesthetic gem of modern Georgian literature.
-
ანტონიო და დავითი
16,90 ₾რომანის მოქმედების ადგილია შუა საუკუნეების საქართველო, ხოლო მთხრობელი – იტალიელი მოგზაური, რომელიც ევროპელ მისიონერებთან ერთად საქართველოში ჩამოდის. ანტონიო და დავითი დაძაბული დრამაა, რომელშიც ადამიანის სულის ხსნისთვის ბრძოლა ისტორიული რეალიებისა და რელიგიური დისკურსების ჭიდილის ფონზე მიდის. მაღალი ემოციური მუხტის მქონე ეს რომანი უზადო ტექნიკითა და გამორჩეულად დახვეწილი ენითაა დაწერილი.
-
-
-
ბუდობა
16,90 ₾მთარგმნელი: თეონა ბითაძე
როშინ ო’დონელის სადებიუტო რომანი „ბუდობა” გამოსვლისთანავე ბესტსელერი გახდა, არაერთი ლიტერატურული ჯილდო მოიპოვა და შეფასდა, როგორც ჩვენი ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნი.
ახალგაზრდა ქალი, კირა ფეი ერთ დღესაც ხვდება, რომ მეტის გაძლება აღარ შეუძლია, თავის ორ მცირეწლოვან ქალიშვილს მანქანაში სვამს და სახლიდან მიდის. თავშესაფრის ძიება, სიღარიბე, ყოფილი ქმრის გამუდმებული მუქარა და ემოციური ძალადობა ქალს საშინელ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ამყოფებს.
რომანი დეტალურად აღწერს, როგორია უხილავი ძალადობის პროცესი და შედეგები: პიროვნების თანდათანობით, სრული განადგურება. მუდმივი შიში, დანაშაულის გრძნობა და ეჭვები რეალობასთან და საკუთარ ფიქრებთან მიმართებით… და მაინც, კირა ფეის ამბავი ერთგვარი მანიფესტია იმ მილიონობით ქალისთვის, რომელიც ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ ცხოვრობს და დააჯერეს, რომ არჩევანის გაკეთება აღარ შეუძლია…
-
ბუკნაჭო და ფისუნა
12,00 ₾ბუკნაჭო და ფისუნა გელიან: ჩახტი სალათისფერ ნავში და გაემგზავრე ედუარდ ლირის აბდაუბდა სამყაროში!
ჩაჯექი საცერში და გაცურე ჯამბლებთან ერთად, ტყე-ტყე სახეტიალოდ გაჰყევი ცხვირმნათ დონგს, შეუერთდი მოგზაურ იხვსა და კენგურუს, გაუჩინარდი, როგორც ჭრელჭრულა ჩითების ცხოველ-ფრინველ-მწერები და გამოეწყვე ახლებურ ტანსაცმელში ვინმე ბერიკაცის დარად. ამ კრებულში შესულ ყოველ ლექსს განთქმული მხატვრის, რობერტ ინგპენის, ხალისიანი ილუსტრაციები ამშვენებს, მათ შორის _ ბონგის ხის ქვეყნისა და თავად ხის მისეული აღწერილობა, რითაც მხატვარმა პატივი მიაგო ედუარდ ლირის უშრეტ ფანტაზიას. ეს წიგნი ბრწყინვალე საჩუქარია, რომელიც კიდევ მრავალი საუკუნის მანძილზე განუვითარებს წარმოსახვის უნარს დიდსა თუ პატარას.
-
განზომილება
27,00 ₾განზომილება დაუმთავრებელი რომანია, რომელსაც ჯემალ ქარჩხაძე მრავალი წლის მანძილზე წერდა. რომანში 80-იანი წლების მიწურულის საქართველოა ასახული, როდესაც საბჭოთა სისტემა საბოლოოდ იშლება და საზოგადოება სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდება ახალი რეალობების წინაშე. რომანი რამდენიმე თავისთავად დასრულებული ნაწილიგან შედგება. განზომილება სავსეა მხატვრული და ენობრივი ექსპერიმენტებით და იძლევა უზარმაზარ რესურსს ინტელექტუალური და ფილოსოფიური განსჯისათვის.
-
გარმანის ზაფხული
12,00 ₾ამბავი იმაზე, რაც მალე დამთავრდება, და რაღაც ახალზე, რომელიც უნდა დაიწყოს
ზაფხულის არდადეგების უკანასკნელი დღეა. მოხუცი დეიდები სტუმრად არიან მოსულები და ჰაერი შემოდგომის სუნითაა გაჟღენთილი. გარმანს ჯერ ერთი კბილიც არ მორყევია. მთელი ზაფხულის განმავლობაში ყოველ დღე ისინჯავდა. ახლა კი ნამდვილად აღარ ითმენს დრო. ხვალ სკოლა იწყება. გარმანს ეშინია.
-
გახლეჩილი მიწა
16,90 ₾მთარგმნელი: თეონა ბითაძე
„გახლეჩილი მიწა” თანამედროვე ბრიტანელი ავტორის, კლერ ლესლი ჰოლის რომანია, რომელიც გამოცემისთანავე საერთაშორისო ბესტსელერად იქცა.
1960-იანი წლების ინგლისში, დორსეტში, სოფლის მშვიდ და აუღელვებელ ცხოვრებას ტრაგიკული სიკვდილი არღვევს. უბედური შემთხვევა თუ წინასწარ განზრახული დანაშაული? ამ შეკითხვასთან ერთად მთავარი გმირი ქალის ცხოვრებაში მოულოდნელი სიმძაფრით იჭრება წარსული: პირველი სიყვარული, დაუმთავრებელი ურთიერთობა და გადაწყვეტილება, რომელმაც სამუდამოდ განსაზღვრა მისი ბედი.
ავტორის გამორჩეული თხრობის სტილის წყალობით, რომანში წარსული, აწმყო და მომავლის მოვლენები ოსტატურად იხლართება ერთმანეთში, პასუხგაუცემელი კითხვები მკითხველს ბოლო გვერდამდე არ უნელებს ინტერესს და დააფიქრებს ქალის პერსპექტივით დანახულ მძაფრ და ინტიმურ თემებზე.
-
გზა ოზის ქვეყნისაკენ
12,00 ₾თუ მოულოდნელად დაიკარგე და სახლისკენ მიმავალ გზას ვეღარ მიაგენი, ნუ შეშინდები. შენ წინ გადაჭიმული გზებიდან რომელიმეს გაჰყევი და ნახე, სად მიგიყვანს. დაუმეგობრდი მაწანწალას, ღილბრჭყვიალასა და ცისარტყელას ქალიშვილს, იმოგზაურე მელიების ქალაქ ფოქსვილში და ვირების სამფლობელო ვირიტონში, გაიცანი მელიების მეფე დოქსი და ვირების მეფე ყროყინა. მერე კი კამკამა სიმართლის ტბაც მოინახულე და სულ წინ იარე _ რა იცი, იქნებ პრინცესა ოზმას დაბადების დღეზეც კი მოხვდე!
„გზა ოზის ქვეყნისაკენ“ მსოფლიო საბავშვო კლასიკის, „ოზის წიგნების“ სერიის მეხუთე წიგნია. -
გიგო გაბაშვილი
9,90 ₾გიგო გაბაშვილი – XIX საუკუნის ქართული მხატვრობის უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი, რომელმაც საფუძველი დაუდო ქართულ რეალისტურ ფერწერას. იგი პირველი იყო, ვინც დაზგურ ფერწერაში დააფუძნა ბატალური თუ ნატურმორტის ჟანრები.
-
გოგოობის კანონი | დევის ცოლის სიცილი
17,90 ₾„გოგოობის კანონი“ და „დევის ცოლის სიცილი“ ლია ლიქოკელის ორი პოეტური კრებულია, სხვადასხვა დროს გამოცემული, ახლა კი ერთ წიგნად გაერთიანებული. წიგნის მნიშვნელოვანი სიახლე ისიცაა, რომ ამ გამოცემაში შესულია ლექსები, რომლებიც ძველ კრებულებში ვერ მოხვდა. „დევის ცოლის სიცილით“ ლია ლიქოკელი გახდა პრემია საბას ლაურეატი დებიუტის კატეგორიაში. სამი წლის შემდეგ გამოიცა „გოგოობის კანონი“, რომელმაც საზოგადოებას უზომოდ შეაყვარა ლექსების ავტორი. ლიას ლექსები ტკივილიანი და ყველასთვის გასაგები, ცხოვრებაში ერთხელ მაინც განცდილი გრძნობებითაა დატვირთული. გოგოდ თუ ქალად ყოფნის სირთულეები, მისტიკურობა და მითოსი, ბუნება, გრძნობები და ზოგადად ადამიანობის განცდა ლია ლიქოკელის პოეზიის მნიშვნელოვანი თემებია.
-
გუბე და სხვა მოთხრობები
19,90 ₾გუბე
მარიანა
მეთერთმეტე მცნება
აბზიანიძეების ოჯახი
მაგნოლიის ყვავილი ანუ ბებია ანას გარდაცვალება
იგი
დღე ერთი
-
დემონ კოპერჰედი
19,90 ₾ამერიკელი მწერალი ბარბარა კინგსოლვერი რამდენიმე ბესტსელერის ავტორია. მისი ყველაზე ცნობილი რომანი, „დემონ კოპერჰედი“, 2022 წელს გამოქვეყნდა და მალევე საერთაშორისო ბესტსელერად იქცა.
„დემონ კოპერჰედი“ არის ისტორია ბიჭისა, რომელიც მარტოხელა, თინეიჯერ დედას საცხოვრებელ ტრეილერში გაუჩნდა. ამბავი, რომელიც წამსაც არ მოგცემთ ამოსასუნთქად, მისივე უმოწყალო ხმით არის მოთხრობილი. დემონს მრავალ პრობლემასთან შეჭიდება უწევს: მეურვეობა, ბავშვთა შრომითი უფლებები, ნარკოდამოკიდებულება. ჩარლზ დიკენსის რომანის, „დევიდ კოპერფილდის“ ალუზიებზე აგებული „დემონ კოპერჰედი“, რომელმაც ავტორს პულიცერის პრემია მოუტანა, დაკარგული ბიჭების, დაკარგული თაობებისა და ყველა იმ ადამიანის ტკივილს გამოხატავს, ვინც ლამაზ, დაწყევლილ ადგილებში დაიბადა და ამ ადგილის მიტოვება წარმოუდგენლად ეჩვენება.
-
დოროთი და ჯადოქარი ოზი
12,00 ₾წიგნი 4
თუ მიწისძვრის დროს ფეხქვეშ მიწა გაგეხსნა და ქვესკნელში ჩავარდი, შეიძლება შეშინდე კიდეც. თუმცა დოროთი მამაცი და ჭკვიანი გოგონაა და ყოველთვის გამოსავალს ეძებს. გაჰყევი მას ახალ თავგადასავალში მიწისქვეშეთში, შეხვდი ძველ მეგობრებს, გადალახე უამრავი დაბრკოლება, გადაიარე უჩინართა ველი, იმოგზაურე ბოსტნეულის სამეფოში და გაუყევი მთაში გამოკვეთილ წრიულ კიბეს _ იქნებ დედამიწაზე დასაბრუნებელ გზასაც კი მიაგნო.
„დოროთი და ჯადოქარი ოზი“ მსოფლიო საბავშვო კლასიკის, „ოზის წიგნების“ სერიის მეოთხე წიგნია.