• -40% ქართული ჰაგიოგრაფია

    ქართული ჰაგიოგრაფია

    0

    წიგნში წარმოდგენილია ოთხი ჰაგიოგრაფიული ძეგლის _ „შუშანიკის წამების”, „აბოს წამების”, „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების” და „იოანეს და ექვთიმეს ცხოვრების” _ პარალელური ტექსტები, რომელთაგან ერთი წარმოადგენს ძველ ქართულ ორიგინალს, ხოლო მეორე _ ახალ ქართულ ენაზე შესრულებულ უზუსტეს ვერსიას. ასეთი გამოცემის მიზანია, ერთი მხრივ, დაეხმაროს სასწავლო პროცესს და მოსწავლეებს გაუიოლოს ტექსტებთან წვდომა, მეორე მხრივ კი საქართველოს ისტორიით, კულტურითა და ლიტერატურით დაინტერესებულ მრავალ ადამიანს, რომელთაც დღეს ძველი ქართული ნაკლებად ესმით, გაუხსნას გზა ამ უნიკალურ წყაროებთან.

    ჰაგიოგრაფიული თხზულებები ტრადიციულად დიდი შემოკლებებით იბეჭდება ხოლმე, განსაკუთრებით სასწავლო გამოცემებში. ჩვენ მინიმალურად შევამოკლეთ „აბოს წამების”, „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების” და „იოანეს და ექვთიმეს ცხოვრების” ტექსტები, ხოლო  „შუშანიკის წამება” პრაქტიკულად სრული სახითაა წარმოდგენილი.

    Original price was: 19,90 ₾.Current price is: 11,94 ₾.
    კალათაში დამატება
  • -40% თქვენი ბავშვის პირველი წელი

    თქვენი ბავშვის პირველი წელი

    0

    მთარგმნელები: ნატო კვარაცხელია, ლელა ზანგურაშვილი

    „თქვენი ბავშვის პირველი წელი“ ჩვილ ბავშვთა მოვლის ყველა ასპექტთან დაკავშირებული სახელმძღვანელოა, რომელსაც პედიატრები ყველაზე ხშირად ურჩევენ, ხოლო მშობლები ენდობიან. წიგნი, რომლის ოთხ მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული, ახლა უკვე ქართულ ენაზეც ხელმისაწვდომია. გამოცემა მომზადდა სამედიცინო ცენტრი „მრჩეველის“ პროფესიონალთა გუნდის ჩართულობით, ამიტომ წიგნი მორგებულია ქართულ რეალობას.

    ამერიკის პედიატრიის აკადემია, ბავშვებზე ზრუნვის სფეროში ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაცია აშშ-ში, წარმოგიდგენთ ყოვლისმომცველ რესურსს „თქვენი ბავშვის პირველი წელი“. წიგნში თავმოყრილია:

    • პრენატალური და ახალშობილთა მოვლის გზამკვლევები, სადაც დიდი ყურადღება ეთმობა მომავალი დედის კვებას, ვარჯიშს და ორსულობის პერიოდში გამოკვლევებს.
    • ფიზიკური, ემოციური, სოციალური და შემეცნებითი ზრდის ეტაპები, ასევე მხედველობის, სმენის, მეტყველებისა და მოძრაობის განვითარების ეტაპები.
    • უახლესი კვლევები ტვინის ადრეული განვითარებისა და ჩვილი და მცირე ასაკის ბავშვების აზროვნების შესახებ.
    • ჯანმრთელობის სრული ენციკლოპედია, რომელიც მოიცავს ტრავმებს, ავადობასა და თანდაყოლილ დაავადებებს.
    • კვების საკითხის სიღრმისეული განხილვა: ბუნებრივი კვება, მისი სარგებლიანობა, ტექნიკა და სირთულეები; რჩევები ბოთლით კვებასა და მყარ საკვებზე გადასვლის შესახებ. უახლესი რეკომენდაციები კვებასთან, კვებით ალერგიებთან და ადრეული სიმსუქნის პრევენციასთან დაკავშირებით.
    • რჩევები ბავშვის აღმზრდელობითი პროგრამებისა და დაწესებულებების, ასევე პედიატრიული კლინიკებისა და ექიმების შესარჩევად.
    • უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტები, რომლებიც ეხება პირველად დახმარებას, ძილს, იმუნიზაციას, მანქანით მგზავრობას, სათამაშოების უსაფრთხოებას, ბავშვისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას სახლში, ეზოში თუ ბანაობისას. ასევე, რეკომენდაციები დახრჩობის, გაგუდვის, მოწამვლის, დამწვრობის, გადმოვარდნის პრევენციისთვის და სხვ.

    „თქვენი ბავშვის პირველი წელი“ საიმედო და თანამედროვე შეუცვლელი გზამკვლევია ყველა მშობლისათვის.

     

    Original price was: 39,90 ₾.Current price is: 23,94 ₾.
    კალათაში დამატება
  • -40% ინტელექტუალური საკუთრება

    ინტელექტუალური საკუთრება

    0

    მთარგმნელები რამაზ ხატიაშვილი, ნოდარ მანჩხაშვილი

    ინტელექტუალური საკუთრება სამართლის ერთ-ერთი ყველაზე დამაბნეველი, და ამავე დროს, ფართოდ გამოყენებადი განზომილებაა. ინფორმაციისა და ტექნოლოგიის გამოქვეყნების, წარმოების, კოპირების ან დისტრიბუციის ექსკლუზიური უფლების ვინმესთვის მინიჭებით, ინტელექტუალური საკუთრება ახდენს ჩვენი კულტურის, ინდუსტრიებისა და პოლიტიკის ფორმირებას უამრავი სხვადასხვა მიმართულებით, რომლის შედეგიც ეხება ყველას, მათ შორის ხელოვანებს, გამომგონებლებს, მეწარმეებსა და რიგით მოქალაქეებს. ამ საინტერესო და ყველასთვის გასაგებ კვლევაში არამ სინრაიქი გვიჩ­ვენებს, თუ რა დგას თანამედროვე დებატების მიღმა და რა მომავალი აქვს საავტორო უფლებებს, პატენტებსა და სავაჭრო ნიშნებს.
    „ნებისმიერი, ვინც გადაწყვეტს ინტელექტუალური საკუთრების, განსაკუთრებით კი საავტორო უფლებების შესწავლას, ამ წიგნით უნდა დაიწყოს.” – ლაიონელ ბენტლი, კემბრიჯის უნივერსიტეტი.
    „სინრაიქი ბრწყინვალედ განმარტავს ამ ძალიან მნიშვნელოვან თემას და ამ ყველაფერს ერთ კომპაქტურ წიგნში აკეთებს. დაჟინებით რეკომენდებულია ყველასთვის, ვისაც სურს, რომ ბოლომდე ჩასწვდეს ამ საკითხს.” – პიტ განბარგი, A&R, Atlantic Records-ის პრეზიდენტი.
    არამ სინრაიქი „ამერიკული უნივერსიტეტის” კომუნიკაციური კვლევების კათედრის გამგე, პროფესორი და მუსიკოსია.

    Original price was: 19,90 ₾.Current price is: 11,94 ₾.
    კალათაში დამატება
  • ოქსფორდის საერთაშორისო სასკოლო ატლასი

    ოქსფორდის საერთაშორისო სასკოლო ატლასი

    0

    ინფორმაციული და იოლად მოსახმარი ატლასი
    განახლებული გამოცემა

    ოქსფორდის საერთაშორისო სასკოლო ატლასის ეს ახალი გამოცემა შევსებულია ბოლოდროინდელი ფაქტებითა და იოლად წასაკითხი ფერადი რუკებით. ატლასი შედგენილია სპეციალური კვლევის საფუძველზე, თუ როგორ მოიხმარენ ბავშვები რუკას. ეს არის იდეალური წყარო ნორჩი გეოგრაფებისათვის. ატლასი მოიცავს ისეთ ძირითად თემებს, როგორიცაა ლანდშაფტი, წყალი, დასახლებული პუნქტები, დამაკავშირებელი გზები და გარემო. მოცემულია ადვილად გასაგები თავისებურებანი, აგრეთვე – ფოტოსურათები და ილუსტრაციები, რომლებიც ბავშვს ამა თუ იმ ადგილის ცხადად წარმოდგენაში შეუწყობს ხელს.

    22,90 
    ვრცლად
  • -40% სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლება ინკლუზიურ გარემოში

    სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლება ინკლუზიურ გარემოში

    0

    სამეცნიერო რედაქტორი ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი მარიამ უგუზაშვილი
    მთარგმნელი რამაზ ხატიაშვილი

    სკოლებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეთა საჭიროებების დაკმაყოფილება, სამწუხაროდ, დღემდე სირთულეს წარმოადგენს, და ინკლუზიურ გარემოში მომუშავე ბევრი მასწავლებელი ჯერაც დაურწმუნებელი და მოუმზადებელია ამ ტიპის სიძნელეებთან გასამკლავებლად. წინამდებარე წიგნის მიზანია მასწავლებელთა დახმარება, რათა მიიღონ საჭირო ცოდნა, რომელიც უახლესი კვლევებითაა დადასტურებული და პრაქტიკაში მრავალგზისაა გამოცდილი, და შეძლონ სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის სათანადო განათლების მიცემა.
    მკაფიო ენისა და პრაქტიკული მაგალითების საშუალებით, ავტორები, წამყვანი მეცნიერები და დარგის სპეციალისტები – დაიენ ბრაიანტი, ბრაიან ბრაიანტი და დებორა სმითი – აჩვენებენ, როგორ შევქმნათ მართლაც ინკლუზიური საკლასო გარემო მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრაქტიკისა და პრაქტიკული სტრატეგიების მეშვეობით.
    ვიმედოვნებთ, ეს გამოცემა შთაგონების წყარო გახდება ბევრი მასწავლებლისთვის. შესაბამისი ცოდნისა და ინსტრუმენტების წყალობით, ყველა მასწავლებელს შეუძლია დადებითი ცვლილებები შეიტანოს სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეების საგანმანათლებლო პროცესში.

    Original price was: 39,90 ₾.Current price is: 23,94 ₾.
    კალათაში დამატება
  • ქართული მწერლობა

    ქართული მწერლობა

    0

    სასკოლო გამოცემა

    I ტომი
    ძველი ქართული მწერლობა

    შემდგენლები:
    დიანა ანფიმიადი
    ლეილა ბერიაშვილი
    გია ქარჩხაძე

    „ძველი ქართული მწერლობა” წარმოადგენს სასკოლო სამტომეულის, „ქართული მწერლობის“, პირველ ტომს. წიგნი აერთიანებს ჰაგიოგრაფიული, ისტორიული და მხატვრული პროზის, ჰიმნოგრაფიის, საერო პოეზიის ნაწარმოებებსა და მონაკვეთებს. ძველი ქართული მწერლობა V საუკუნიდან XIX საუკუნემდე: იაკობ ხუცესიდან ბესიკამდე, სულხან-საბა ორბელიანი და გურამიშვილი, მოსე ხონელი, ჩახრუხაძე და სხვანი. წიგნში თავმოყრილია ფართო საზოგადოებისთვის როგორც კარგად ნაცნობი, ისე შედარებით მივიწყებული ნაწარმოებები – შუშანიკის წამება, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება, დავითიანი, აბდულმესიანი, თამარიანი, მოგზაურობა ევროპაში, ამბავი რვათა ძმათა და სხვ. პროზაული ნაწარმოებები თანამედროვე ქართულითაა გადმოცემული. წინამდებარე გამოცემა დაეხმარება ფართო საზოგადოებას ძველი ქართული ტექსტების უკეთ გაგებასა და გააზრებაში.

    24,90 
    ვრცლად
  • -40% ჩინეთმცოდნეობის საფუძვლები

    ჩინეთმცოდნეობის საფუძვლები

    0

    “ჩინეთმცოდნეობის საფუძვლები” მკითხველს სთავაზობს მიმოხილვას ჩინეთის ისტორიის, ეკონომიკის, ფილოსოფიის, საზოგადოების, კულტურის, ხელოვნების, ენის, პოლიტიკური სისტემის, რელიგიური რწმენა-წარმოდგენებისა და სინოლოგიის ისტორიის საკითხებზე. ჩინეთის კვლევების კავკასიური ასოციაციის წევრების მიერ შექმნილი ნაშრომები აღწერს და აანალიზებს როგორც ჩინეთის კულტურულ მემკვიდრეობას, ასევე მის გლობალურ როლს თანამედროვეობაში. მკითხველს აძლევს შესაძლებლობას, უკეთ გაიაზროს ქვეყნის წარსული, აწმყო და მომავალი.

    თემატური და ქრონოლოგიური სტრუქტურით, წიგნი წარმოადგენს ნიშანდობლივ აკადემიურ რესურსს როგორც მეცნიერთათვის, ისე სტუდენტებისთვის და ნებისმიერი პირისთვის, რომელიც ცდილობს, უკეთ გაეცნოს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურ ცივილიზაციას.

    ავტორთა ჯგუფი:

    ოთარ ჭიღლაძე

    შალვა ჩიხლაძე

    თეონა გელაშვილი

    ნანა გელაშვილი

    ნელი ახობაძე

    ანნა მახარაძე

    თამარ ქვლივიძე

    თინათინ შიშინაშვილი

     

    Original price was: 25,00 ₾.Current price is: 15,00 ₾.
    კალათაში დამატება