ინტელექტუალური საკუთრება
019,90 ₾მთარგმნელები რამაზ ხატიაშვილი, ნოდარ მანჩხაშვილი
ინტელექტუალური საკუთრება სამართლის ერთ-ერთი ყველაზე დამაბნეველი, და ამავე დროს, ფართოდ გამოყენებადი განზომილებაა. ინფორმაციისა და ტექნოლოგიის გამოქვეყნების, წარმოების, კოპირების ან დისტრიბუციის ექსკლუზიური უფლების ვინმესთვის მინიჭებით, ინტელექტუალური საკუთრება ახდენს ჩვენი კულტურის, ინდუსტრიებისა და პოლიტიკის ფორმირებას უამრავი სხვადასხვა მიმართულებით, რომლის შედეგიც ეხება ყველას, მათ შორის ხელოვანებს, გამომგონებლებს, მეწარმეებსა და რიგით მოქალაქეებს. ამ საინტერესო და ყველასთვის გასაგებ კვლევაში არამ სინრაიქი გვიჩვენებს, თუ რა დგას თანამედროვე დებატების მიღმა და რა მომავალი აქვს საავტორო უფლებებს, პატენტებსა და სავაჭრო ნიშნებს.
„ნებისმიერი, ვინც გადაწყვეტს ინტელექტუალური საკუთრების, განსაკუთრებით კი საავტორო უფლებების შესწავლას, ამ წიგნით უნდა დაიწყოს.” – ლაიონელ ბენტლი, კემბრიჯის უნივერსიტეტი.
„სინრაიქი ბრწყინვალედ განმარტავს ამ ძალიან მნიშვნელოვან თემას და ამ ყველაფერს ერთ კომპაქტურ წიგნში აკეთებს. დაჟინებით რეკომენდებულია ყველასთვის, ვისაც სურს, რომ ბოლომდე ჩასწვდეს ამ საკითხს.” – პიტ განბარგი, A&R, Atlantic Records-ის პრეზიდენტი.
არამ სინრაიქი „ამერიკული უნივერსიტეტის” კომუნიკაციური კვლევების კათედრის გამგე, პროფესორი და მუსიკოსია.ოქსფორდის საერთაშორისო სასკოლო ატლასი
022,90 ₾ინფორმაციული და იოლად მოსახმარი ატლასი
განახლებული გამოცემაოქსფორდის საერთაშორისო სასკოლო ატლასის ეს ახალი გამოცემა შევსებულია ბოლოდროინდელი ფაქტებითა და იოლად წასაკითხი ფერადი რუკებით. ატლასი შედგენილია სპეციალური კვლევის საფუძველზე, თუ როგორ მოიხმარენ ბავშვები რუკას. ეს არის იდეალური წყარო ნორჩი გეოგრაფებისათვის. ატლასი მოიცავს ისეთ ძირითად თემებს, როგორიცაა ლანდშაფტი, წყალი, დასახლებული პუნქტები, დამაკავშირებელი გზები და გარემო. მოცემულია ადვილად გასაგები თავისებურებანი, აგრეთვე – ფოტოსურათები და ილუსტრაციები, რომლებიც ბავშვს ამა თუ იმ ადგილის ცხადად წარმოდგენაში შეუწყობს ხელს.
სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლება ინკლუზიურ გარემოში
039,90 ₾სამეცნიერო რედაქტორი ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი მარიამ უგუზაშვილი
მთარგმნელი რამაზ ხატიაშვილისკოლებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეთა საჭიროებების დაკმაყოფილება, სამწუხაროდ, დღემდე სირთულეს წარმოადგენს, და ინკლუზიურ გარემოში მომუშავე ბევრი მასწავლებელი ჯერაც დაურწმუნებელი და მოუმზადებელია ამ ტიპის სიძნელეებთან გასამკლავებლად. წინამდებარე წიგნის მიზანია მასწავლებელთა დახმარება, რათა მიიღონ საჭირო ცოდნა, რომელიც უახლესი კვლევებითაა დადასტურებული და პრაქტიკაში მრავალგზისაა გამოცდილი, და შეძლონ სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის სათანადო განათლების მიცემა.
მკაფიო ენისა და პრაქტიკული მაგალითების საშუალებით, ავტორები, წამყვანი მეცნიერები და დარგის სპეციალისტები – დაიენ ბრაიანტი, ბრაიან ბრაიანტი და დებორა სმითი – აჩვენებენ, როგორ შევქმნათ მართლაც ინკლუზიური საკლასო გარემო მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრაქტიკისა და პრაქტიკული სტრატეგიების მეშვეობით.
ვიმედოვნებთ, ეს გამოცემა შთაგონების წყარო გახდება ბევრი მასწავლებლისთვის. შესაბამისი ცოდნისა და ინსტრუმენტების წყალობით, ყველა მასწავლებელს შეუძლია დადებითი ცვლილებები შეიტანოს სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეების საგანმანათლებლო პროცესში.ქართული მწერლობა
024,90 ₾სასკოლო გამოცემა
I ტომი
ძველი ქართული მწერლობაშემდგენლები:
დიანა ანფიმიადი
ლეილა ბერიაშვილი
გია ქარჩხაძე„ძველი ქართული მწერლობა” წარმოადგენს სასკოლო სამტომეულის, „ქართული მწერლობის“, პირველ ტომს. წიგნი აერთიანებს ჰაგიოგრაფიული, ისტორიული და მხატვრული პროზის, ჰიმნოგრაფიის, საერო პოეზიის ნაწარმოებებსა და მონაკვეთებს. ძველი ქართული მწერლობა V საუკუნიდან XIX საუკუნემდე: იაკობ ხუცესიდან ბესიკამდე, სულხან-საბა ორბელიანი და გურამიშვილი, მოსე ხონელი, ჩახრუხაძე და სხვანი. წიგნში თავმოყრილია ფართო საზოგადოებისთვის როგორც კარგად ნაცნობი, ისე შედარებით მივიწყებული ნაწარმოებები – შუშანიკის წამება, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება, დავითიანი, აბდულმესიანი, თამარიანი, მოგზაურობა ევროპაში, ამბავი რვათა ძმათა და სხვ. პროზაული ნაწარმოებები თანამედროვე ქართულითაა გადმოცემული. წინამდებარე გამოცემა დაეხმარება ფართო საზოგადოებას ძველი ქართული ტექსტების უკეთ გაგებასა და გააზრებაში.
ქართული ჰაგიოგრაფია
017,90 ₾წიგნში წარმოდგენილია სამი ჰაგიოგრაფიული ძეგლის – “შუშანიკის წამების”, “აბოს წამების” და “გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების” – პარალელური ტექსტები, რომელთაგან ერთი წარმოადგენს ძველ ქართულ ორიგინალს, ხოლო მეორე – ახალ ქართულ ენაზე შესრულებულ უზუსტეს ვერსიას. ასეთი გამოცემას მიზანია, ერთი მხრივ, დაეხმაროს სასწავლო პროცესს და მოსწავლეებს გაუიოლოს ტექსტებთან წვდომა, მეორე მხრივ კი საქართველოს ისტორიით, კულტურითა და ლიტერატურით დაინტერესებულ მრავალ ადამიანს, რომელთაც დღეს ძველი ქართული ნაკლებად ესმით, გაუხსნას გზა ამ უნიკალურ წყაროებთან.
ჰაგიოგრაფიული თხზულებები ტრადიციულად დიდი შემოკლებებით იბეჭდება ხოლმე, განსაკუთრებით სასწავლო გამოცემებში. ამ გამოცემაში ჩვენ მინიმალურად შევამოკლეთ “აბოს წამების” და “გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების” ტექსტები, ხოლო “შუშანიკის წამება” პრაქტიკულად სრული სახითაა წარმოდგენილი. ტექსტებს წინ უძღვის ფილოლოგ ლევან გიგინეიშვილის შესავალი წერილები, სადაც ღრმა ცოდნითა და პოპულარული ენით მოწოდებულია ის ძირითადი ასპექტები – ისტორიული, რელიგიური, ლიტერატურული და სხვა – რომელთა გათვალისწინებითაც გაცილებით ღრმად ჩავწვდებით ქართული მწერლობის ამ უზადო ნიმუშებს.
ჩინეთმცოდნეობის საფუძვლები
025,00 ₾“ჩინეთმცოდნეობის საფუძვლები” მკითხველს სთავაზობს მიმოხილვას ჩინეთის ისტორიის, ეკონომიკის, ფილოსოფიის, საზოგადოების, კულტურის, ხელოვნების, ენის, პოლიტიკური სისტემის, რელიგიური რწმენა-წარმოდგენებისა და სინოლოგიის ისტორიის საკითხებზე. ჩინეთის კვლევების კავკასიური ასოციაციის წევრების მიერ შექმნილი ნაშრომები აღწერს და აანალიზებს როგორც ჩინეთის კულტურულ მემკვიდრეობას, ასევე მის გლობალურ როლს თანამედროვეობაში. მკითხველს აძლევს შესაძლებლობას, უკეთ გაიაზროს ქვეყნის წარსული, აწმყო და მომავალი.
თემატური და ქრონოლოგიური სტრუქტურით, წიგნი წარმოადგენს ნიშანდობლივ აკადემიურ რესურსს როგორც მეცნიერთათვის, ისე სტუდენტებისთვის და ნებისმიერი პირისთვის, რომელიც ცდილობს, უკეთ გაეცნოს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურ ცივილიზაციას.
ავტორთა ჯგუფი:
ოთარ ჭიღლაძე
შალვა ჩიხლაძე
თეონა გელაშვილი
ნანა გელაშვილი
ნელი ახობაძე
ანნა მახარაძე
თამარ ქვლივიძე
თინათინ შიშინაშვილი