
ერნან დიასი
ჰერნან დიასი არის პულიცერის პრემიის მფლობელი და The New York Times-ის ბესტსელერი ავტორი. მისი პირველი რომანი, In the Distance („შორს“), პულიცერის პრემიისა და PEN/Faulkner-ის პრიზის ფინალისტი იყო, ასევე წიგნმა მოიპოვა უილიამ საროიანის საერთაშორისო პრემია ლიტერატურაში, ითარგმნა 20-ზე მეტ ენაზე და დასახელდა Publishers Weekly-ის წლის ათ საუკეთესო წიგნსა და Literary Hub-ის ათწლეულის 20 საუკეთესო რომანს შორის.
რაც შეეხება, “ნდობას”, წიგნი თარგმნილია 30-ზე მეტ ენაზე, მიღებული აქვს Kirkus-ის პრემია, მოხვდა Booker Prize-ის გრძელ სიაში და დასახელდა წლის 10 საუკეთესო რომანს შორის The New York Times, The Washington Post, NPR-ისა და TIME-ის მიერ. “ნდობა” ქართულად ქარჩხაძის გამომცემლობამ თარგმნა.
მისი ნამუშევრები გამოქვეყნებულია ისეთ გამოცემებში, როგორიცაა The Paris Review, Granta, The Atlantic, Harper’s Magazine, McSweeney’s და სხვ. ჰერნან დიასმა მიიღო ჯონ აპდაიკის პრემია ამერიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის აკადემიისგან, გუგენჰაიმის სტიპენდია, Whiting Award, ასევე ნიუ-იორკის საზოგადოებრივი ბიბლიოთეკის Cullman Center-ის სტიპენდია მეცნიერებისა და მწერლებისთვის.