აღწერა
ISBN 978-9941-452-59-8
ზომა: 14.8-21.5 სმ.
გვერდების რაოდენობა: 540
ყდა: რბილი
Original price was: 23,90 ₾.14,34 ₾Current price is: 14,34 ₾.
მთარგმნელი რამაზ ხატიაშვილი
სანამ 1952 წელს „უჩინარი” გამოქვეყნდებოდა, რალფ ელისონი არც თუ ცნობილი მწერალი იყო, ამ რომანის გამოქვეყნებიდან ერთ კვირაში კი მისი სახელი მოწმენდილ ცაზე მეხივით გავარდა. „უჩინარი” ბესტსელერების სიაში 16 კვირის განმავლობაში იკავებდა ადგილს, ერთი წლის შემდეგ კი ის ამერიკის ეროვნულ წიგნის პრემიაზე წარადგინეს, სადაც ასევე წარდგენილი იყო ერნესტ ჰემინგუეის „მოხუცი და ზღვა” და სტეინბეკის „ედემის აღმოსავლეთით”. მიუხედავად ასეთი ძლიერი მოწინააღმდეგეებისა, ჯილდო სწორედ „უჩინარმა” მოიპოვა.
წიგნი პირველ პირშია დაწერილი. უსახელო მთხრობელი გვიამბობს თავის სიმწარითა და უამრავი პრობლემით აღსავსე ისტორიას, თუ როგორ იზრდებოდა ამერიკის სამხრეთის შავკანიან საზოგადოებაში, როგორ გარიცხეს შავკანიანთა კოლეჯიდან და როგორ აღმოჩნდა ნიუ-იორკში, სადაც ჰარლემელთა პრობლემების მთავარ გამჟღერებლად და პოლიტიკურ აქტივისტად იქცა. რომანის აქტუალობა და პათოსი დღესაც იმდენად ძლიერია, რომ ის რასობრივი ცრურწმენების წინააღმდეგ ბრძოლის სათავეში დგას.
9 საწყობშია
ISBN 978-9941-452-59-8
ზომა: 14.8-21.5 სმ.
გვერდების რაოდენობა: 540
ყდა: რბილი
წიგნის ავტორი |
---|
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.