ქარჩხაძის გამომცემლობა

კალათა

Cart ნივთი: 0 - 0 ლარი
ავტორიზაცია
დარეგისტრირდით ჩვენს საიტზე, ისარგებლეთ ფასდაკლებებით და დააგროვეთ ქულები!

სიახლეები

ყველა
  • 1
  • 2
  • 3

საბავშვო ვეფხისტყაოსანი

Georgian Poem_Cover_new.indd

ალბათ გაგიგონია სამი მამაცი რაინდის – ტარიელის, ავთანდილისა და ფრიდონის ამბავი. იცი თუ არა, ვის ეძებდა ვეფხვის ტყავით შემოსილი ტარიელი მრავალი წლის მანძილზე? გსმენია თუ არა გრძნეული ქაჯებისა და მათი აუღებელი ციხესიმაგრეების შესახებ? სამი ერთგული მეგობრის კავშირს შეუძლებლის გაკეთებაც კი ძალუძს. გადაშალე ეს ულამაზესი წიგნი, რომელიც ძალზე ძველ და საოცრად ამაღელვებელ ამბავს მოგითხრობს.

გაიგე მეტი >>

ჩვენ ერთად ვავრცელებთ ცოდნას!

12 (2)

1 მარტიდან  ”ქარჩხაძის გამომცემლობა” და გამოცდების ეროვნული ცენტრი იწყებენ ერთობლივ აქციას ჩვენ ერთად ვავრცელებთ ცოდნას!

 

თუ თქვენ ხართ საქართველოს სკოლის სერტიფიცირებული პედაგოგი, ან 2012 წლის ეროვნულ გამოცდებში გასული სტუდენტი და ყველა ჩაბარებულ საგანში საშუალოზე მეტი ქულა გაქვთ მიღებული, ან მიმდინარე წლის სასკოლო ოლიმპიადის მესამე ტურის მონაწილე მოსწავლე, შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ ჩვენს ვებსაიტზე და ავტომატურად მოგენიჭებათ 17% ფასდაკლება ჩვენს ნებისმიერ წიგნზე!

 

გაიგე მეტი >>

მაკნატუნა

Cover Nutcracker.indd

ქარჩხაძის გამომცემლობამ დაიწყო ახალი სერია “მსოფლიოს ცნობილი ბალეტები და ოპერები 3-განზომილებიან ხმოვან წიგნებად”. გამოვიდა სერიის პირველი წიგნი “მაკნატუნა“. პეტრე ჩაიკოვსკის მუსიკის თანხლებით ბავშვებს შეეძლებათ გაეცნონ ამ არაჩვეულებრივ საშობაო ამბავს. წიგნს თან ერთვის აუდიო CD, რომელზეც ჩაწერილია სრული “მაკნატუნა – სიუიტა” ცნობილი დირიჟორის ვახტანგ ჟორდანიას შესრულებით.

 

მეორე წიგნი ამ სერიიდან, რომელზეც უკვე მიდის მუშაობა, იქნება “ჯადოსნური ფლეიტა”, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის ამავე სახელწოდების ოპერის მიხედვით.

გაიგე მეტი >>

ისარგებლეთ ახალი სერვისით – “ონლაინ-შესყიდვა”

online shopping cart

მოგესალმებათ “ქარჩხაძის გამომცემლობის“ განახლებული ვებ-გვერდი.

დღეიდან ჩვენ გთავაზობთ ახალ სერვისს. თქვენ შეგიძლიათ სასურველი წიგნი ინტერნეტ- შესყიდვის გზით შეიძინოთ.

ჩვენ დამატებითი გადასახადის გარეშე მოგაწვდით წიგნებს თბილისში თქვენს მიერ მითითებულ მისამართზე, ხოლო საქართველოს რეგიონებში – ამ რეგიონის ლიბერთი ბანკის ფილიალში მოკითხვამდე.

გაიგე მეტი >>

ავტორი

ყველა
karchkhadze

ჯემალ ქარჩხაძე – მწერალი

ჯემალ ქარჩხაძე დაიბადა 1936 წელს ვანის რაიონის სოფელ უხუთში. საშუალო განათლება ქალაქ ქუთაისში მიიღო, რის შემდეგაც დედაქალაქში გადავიდა სწავლის გასაგრძელებლად. 1960 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. 1962 წელს გამოქვეყნდა მისი პირველი მოთხრობა აბზიანიძეების ოჯახი. ჯემალ ქარჩხაძე 1961-1982 წლებში სხვადასხვა ადგილას მუშაობდა. თუმცა 1982 წელს რეგულარული სამსახური მიატოვა, რათა მთელი დრო მწერლობისთვის დაეთმო. ჯემალ ქარჩხაძის პირველმა პუბლიკაციებმა საზოგადოების ძლიერი მოწონება, ხოლო საბჭოთა კრიტიკოსების მკაცრი შეფასებები დაიმსახურა.

გაიგე მეტი >>
Natalie Davitashvili

ნატო დავითაშვილი – მწერალი

ნატო დავითაშვილი დაიბადა 1964 წელს თბილისში. მან ტექნიკური განათლება მიიღო და 1980-იანი წლების ბოლოს გამოთვლით ცენტრში პროგრამისტ-ინჟინრად მუშაობდა, პარალელურად ლექციებს კითხულობდა. 90-იან წლებში ნატო საგამომცემლო-პოლიგრაფიულ სფეროში ინაცვლებს. ამავე წლებშია გამოქვეყნებული მისი პირველი პუბლიკაცია, თუმცა ნამდვილი სამწერლო მოღვაწეობა წიგნის ამბავი ლილე იროელისა  გამოქვეყნებით იწყება, რომელზეც მწერალი სამი წელი მუშაობდა.ამის შემდეგ 2008 წელს ნატო საბავშვო პროზის კონკურსში ოქროს ბუმბული იმარჯვებს გამოუქვეყნებელი ნაწარმოებით როცა ფრთოსანი ლომები დაბრუნდებიან, რომელიც წიგნად გამოდის 2009 წელს.

გაიგე მეტი >>