ქარჩხაძის გამომცემლობა

კალათა

Cart ნივთი: 0 - 0 ლარი
ავტორიზაცია

მარჯან ქამალი

Marjan Kamali author photo credit to David E. Lawrence

მარჯან ქამალი 1971 წელს თურქეთში დაიბადა, მისი მშობლები ირანიდან იყვნენ. ქამალს ბავშობის წლები გატარებული აქვს თურქეთში, ირანში, გერმანიაში, კენიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამჟამად ოჯახთან ერთად ბოსტონში ცხოვრობს. კაროლინის უნივერსიტეტში ინგლისური ლიტერატურის განხრით მიიღო ბაკალავრის ხარისხი, სწავლა კოლუმბიის უნივერსიტეტში გააგრძელა, ხოლო სახვითი ხელოვნების მიმართულებით, ნიუ-იორკის უნივერსიტეტში მოიპოვა მაგისტრის ხარისხი. მისი პირველი რომანი „Together Tea“ 2013 წელს გამოიცა და მასაჩუსეტსის წიგნის ჯილდოს ფინალისტად დასახელდა. 2022 წელს ავტორი შემოქმედებითი წერის ეროვნული ფონდის სტიპენდიანტიც გახდა.

მარჯან ქამალის სახელს უკავშირდება ეროვნული ბესტსელერი წიგნი „Stationary Shop“. ნაწარმოები თარგმნილია 10-მდე ენაზე და სამომავლოდ იგეგმება სატელევიზიო სერიალის გადაღება ცნობილი ამერიკული კომპანიის, HBO-ის მიერ.