ქარჩხაძის გამომცემლობა

კალათა

Cart ნივთი: 0 - 0 ლარი
ავტორიზაცია

კრისტინ ჰანა

Kristen Hannah

კრისტინ ჰანა 1960 წელს დაიბადა კალიფორნიაში. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, სიეტლში, სარეკლამო სააგენტოში მუშაობდა. სანამ მწერალი გახდებოდა სამართლის მიმართულებითაც მუშაობდა. პირველ რომანს დედასთან ერთად წერდა, რომელიც იმ პერიოდში სიმსივნით იყო დაავადებული, ეს წიგნი კი არასდროს დაბეჭდილა.

გაიგე მეტი >>

მარჯან ქამალი

Marjan Kamali author photo credit to David E. Lawrence

მარჯან ქამალი 1971 წელს თურქეთში დაიბადა, მისი მშობლები ირანიდან იყვნენ. ქამალს ბავშობის წლები გატარებული აქვს თურქეთში, ირანში, გერმანიაში, კენიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამჟამად ოჯახთან ერთად ბოსტონში ცხოვრობს.

გაიგე მეტი >>

იაა ჯასი

Yaa Gyasi

იაა ჯასი, განელი წარმოშობის ამერიკელი მწერალი, დაიბადა 1989 წელს. ჯასის ოჯახმა განა მალევე დატოვა. იაა მთელი ცხოვრება ამერიკაში იზრდებოდა, მათ შორის ილიონისსა და ტენესიში, ბოლოს კი ოჯახი ალაბამაში დასახლდა.

გაიგე მეტი >>

მეგი ო’ფერელი

Maggie O'Farrell © Sophie Davidson - world rights cleared

მეგი ო’ფერელი ჩრდილოეთ ირლანდიელი თანამედროვე მწერალია. პირველივე რომანმა „After You’d Gone“, რომელიც 2001 წელს გამოქვეყნდა, Betty Trask Award-ზე გამარჯვება მოუტანა. 2005 წელს გამოცემულმა მისმა მეორე რომანმა „The Distance Between Us“ ო’ფერელი სომერსეტ მოემის ჯილდოს მფლობელიც გახადა.

გაიგე მეტი >>

ანა ბერნსი

Anna+Burns

ანა ბერნსი ირლანდიელი მწერალია, რომელიც 1962 წელს ბელფასტში დაიბადა, 1987 წელს კი ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად. პირველი რომანი No Bones 2001 წელს გამოაქვეყნა,

გაიგე მეტი >>

ლილი კინგი

Lily King 2021 (c) Eloise King-Clements copy

თანამედროვე ამერიკელი მწერალი ლილი კინგი 1963 წელს დაიბადა და გაიზარდა მასაჩუსეტსში. განათლება ჩრდილო კაროლინის უნივერსიტეტში მიიღო. ასწავლიდა ინგლისურსა და შემოქმედებით წერას ამერიკასა და ესპანეთში, სხვადასხვა უნივერსიტეტსა და სკოლაში.

გაიგე მეტი >>

კოლუმ მაკკენი

Colum McCann_Web

თანამედროვე ირლანდიელი მწერალი, კოლუმ მაკკენი, შვიდი რომანისა და მოთხრობების სამი კრებულის ავტორი და არაერთი საერთაშორისო ლიტერატურული პრემიის ლაურეატია. მიღებული აქვს ამერიკული წიგნის ეროვნული ჯილდო (2009 წ.), დუბლინის საერთაშორისო ლიტერატურული პრემია (2011 წ.) და მის სახელს ოსკარის ნომინაციაც უკავშირდება. მწერლის ნამუშევრები 40-ზე მეტ ენაზეა გამოქვეყნებული.

გაიგე მეტი >>

რალფ ელისონი

Ralph Ellison - Invisible Man_Cover_37

სანამ 1952 წელს „უჩინარი” გამოქვეყნდებოდა, რალფ ელისონი არც თუ ცნობილი მწერალი იყო, ამ რომანის გამოქვეყნებიდან ერთ კვირაში კი მისი სახელი მოწმენდილ ცაზე მეხივით გავარდა.
„უჩინარი” ბესტსელერების სიაში 16 კვირის განმავლობაში იკავებდა ადგილს, ერთი წლის შემდეგ კი ის ამერიკის ეროვნულ წიგნის პრემიაზე წარადგინეს, სადაც ასევე წარდგენილი იყო ერნესტ ჰემინგუეის „მოხუცი და ზღვა” და სტეინბეკის „ედემის აღმოსავლეთით”. მიუხედავად ასეთი ძლიერი მოწინააღმდეგეებისა, ჯილდო სწორედ „უჩინარმა” მოიპოვა.

გაიგე მეტი >>

რალფ ელისონი

Ralph Ellison_Web

რალფ ელისონი დაიბადა 1914 წელს ოკლაჰომა-სიტიში, მონების შთამომავალთა ოჯახში. ელისონს ბავშვობაში ძალიან უყვარდა მუსიკა და თვლიდნენ, რომ მუსიკოსი ან კომპოზიტორი გახდებოდა. დიდი ხნის განმავლობაში სწავლობდა ამ მიმართულებით, მაგრამ საბოლოოდ სახელი დაიმკვიდრა, როგორც ამერიკული ლიტერატურის ისტორიაში ერთ-ერთმა საუკეთესო მწერალმა.

გაიგე მეტი >>

დელია ოუენსი

61000_Delia_Owens

ამერიკელი ავტორი და ზოოლოგი დელია ოუენსი 1949 წელს დაიბადა სამხრეთ კაროლინაში და ბავშვობა თომასვილის ტყეებში ცხენზე ჯირითში გაატარა. განათლება ჯორჯიის და კალიფორნიის უნივერსიტეტებში მიიღო, სადაც ზოოლოგია და ცხოველთა ქცევები შეისწავლა.

გაიგე მეტი >>

1 - 3