Availability: მარაგი ამოიწურა

ქართული ნაქარგობა

კოდი: 1018

49,90 

ქართული საგანძური

წინამდებარე წიგნი ქართული ნაქარგობის, კერძოდ, ქართული საეკლესიო ქარგულობის მრავალმხრივი კვლევის შედეგების პირველი პუბლიკაციაა. წიგნში შევიდა ფართო ქრონოლოგიური დიაპაზონის (XII-XIX სს.) მხოლოდ მხატვრული, კომპოზიციური, იკონოგრაფიული და ტექნიკური თვალსაზრისით საუკეთესო საეტაპო ძეგლები: გარდამოხსნები, კრეტსაბმელები, დაფარნები, ოლარ-ომოფორები, საბუხარები, სამღვდელმთავრო სრული შესამოსელი, ენქერები, სამღვდელო სარტყლები და მიტრები.
თითოეული კოლექცია შესწავლილია ცალკეულ ავტორთა მიერ და ამ სფეროს სპეციალისტების მრავალი წლის მეცნიერული კვლევის შედეგს წარმოადგენს. ეს წიგნი თანაბრად საინტერესო იქნება როგორც სპეციალისტებისთვის, ასევე ქართული ხელოვნებითა და საზოგადოდ, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობით დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანისთვის.

არ არის მარაგში

კატეგორია

აღწერა

ISBN 978-99940-34-46-8
ზომა: 22,5X28 სმ.
გვერდების რაოდენობა: 504
შიგთავსი: ფერადი
ყდა: მაგარი, სუპერით

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „ქართული ნაქარგობა“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *