Availability: მარაგშია
თქვენი ბავშვის პირველი წელი
39,90 ₾
მთარგმნელები: ნატო კვარაცხელია, ლელა ზანგურაშვილი
„თქვენი ბავშვის პირველი წელი“ ჩვილ ბავშვთა მოვლის ყველა ასპექტთან დაკავშირებული სახელმძღვანელოა, რომელსაც პედიატრები ყველაზე ხშირად ურჩევენ, ხოლო მშობლები ენდობიან. წიგნი, რომლის ოთხ მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული, ახლა უკვე ქართულ ენაზეც ხელმისაწვდომია. გამოცემა მომზადდა სამედიცინო ცენტრი „მრჩეველის“ პროფესიონალთა გუნდის ჩართულობით, ამიტომ წიგნი მორგებულია ქართულ რეალობას.
ამერიკის პედიატრიის აკადემია, ბავშვებზე ზრუნვის სფეროში ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაცია აშშ-ში, წარმოგიდგენთ ყოვლისმომცველ რესურსს „თქვენი ბავშვის პირველი წელი“. წიგნში თავმოყრილია:
- პრენატალური და ახალშობილთა მოვლის გზამკვლევები, სადაც დიდი ყურადღება ეთმობა მომავალი დედის კვებას, ვარჯიშს და ორსულობის პერიოდში გამოკვლევებს.
- ფიზიკური, ემოციური, სოციალური და შემეცნებითი ზრდის ეტაპები, ასევე მხედველობის, სმენის, მეტყველებისა და მოძრაობის განვითარების ეტაპები.
- უახლესი კვლევები ტვინის ადრეული განვითარებისა და ჩვილი და მცირე ასაკის ბავშვების აზროვნების შესახებ.
- ჯანმრთელობის სრული ენციკლოპედია, რომელიც მოიცავს ტრავმებს, ავადობასა და თანდაყოლილ დაავადებებს.
- კვების საკითხის სიღრმისეული განხილვა: ბუნებრივი კვება, მისი სარგებლიანობა, ტექნიკა და სირთულეები; რჩევები ბოთლით კვებასა და მყარ საკვებზე გადასვლის შესახებ. უახლესი რეკომენდაციები კვებასთან, კვებით ალერგიებთან და ადრეული სიმსუქნის პრევენციასთან დაკავშირებით.
- რჩევები ბავშვის აღმზრდელობითი პროგრამებისა და დაწესებულებების, ასევე პედიატრიული კლინიკებისა და ექიმების შესარჩევად.
- უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტები, რომლებიც ეხება პირველად დახმარებას, ძილს, იმუნიზაციას, მანქანით მგზავრობას, სათამაშოების უსაფრთხოებას, ბავშვისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას სახლში, ეზოში თუ ბანაობისას. ასევე, რეკომენდაციები დახრჩობის, გაგუდვის, მოწამვლის, დამწვრობის, გადმოვარდნის პრევენციისთვის და სხვ.
„თქვენი ბავშვის პირველი წელი“ საიმედო და თანამედროვე შეუცვლელი გზამკვლევია ყველა მშობლისათვის.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.