• ანას ზეცა

    0

    ერთ დღეს, როცა ყველაფერი მტკივნეულია და ზეციდან ლურსმნის სეტყვა მოდის, ანა სამყაროს თავდაყირა აყენებს და მამა სამოგზაუროდ მიჰყავს იქ, სადაც ფრინველებთან ერთად ცურვა და თევზებთან ერთად ფრენა ჩვეულებრივი ამბავია, მარიანას ღარისა და კიბორჩხალსახის ნისლეულის გავლით, თვით ზეცის ფსკერამდე.

    12,00 
    კალათაში დამატება
  • ანბანი ლექსებით

    0

    შემდგენელი ნინო აფრიამაშვილი

     

    33 ქართული საბავშვო ლექსი
    260-ზე მეტი სიტყვა და ილუსტრაცია
    სტიკერებით, გასაფერადებლებითა და ქართული ასოების საწერი ბადეებით

    17,90 
    კალათაში დამატება
  • ბიბლიური იგავები

    0

    გაგიგონია, როგორ მიატოვა მწყემსმა მთელი ფარა, ერთი დაკარგული ცხვარი რომ ეპოვა? ან ის თუ იცი, რატომ არ შეუშვეს ქორწილში პატარძლის მეგობარი ქალწულები, სიძის მოლოდინში რომ ჩაეძინათ? ეს ბიბლიური იგავებია – სიბრძნით სავსე, ხალისიანი და დამაფიქრებელი ამბები. გადაშალე ეს მშვენიერი გვერდები და იმოგზაურე ულამაზეს ბიბლიურ სამყაროში. შეხვდი კეთილ სამარიელს, მოუსმინე მოწყალე მეფეს, ნახე, როგორ ეგებება მამა დიდი ხნის დაკარგულ შვილს. ბიბლიური იგავები – ეს შენი წიგნია, სავსე ცოდნითა და ხალისით.

    [yframe url=’https://www.youtube.com/watch?v=wVl5yzhVlSE’]

    12,00 
    კალათაში დამატება
  • ბუკნაჭო და ფისუნა

    0

    ბუკნაჭო და ფისუნა გელიან:  ჩახტი სალათისფერ ნავში და გაემგზავრე ედუარდ ლირის აბდაუბდა სამყაროში!

     

    ჩაჯექი საცერში და გაცურე ჯამბლებთან ერთად, ტყე-ტყე სახეტიალოდ გაჰყევი ცხვირმნათ დონგს, შეუერთდი მოგზაურ იხვსა და კენგურუს, გაუჩინარდი, როგორც ჭრელჭრულა ჩითების ცხოველ-ფრინველ-მწერები და გამოეწყვე ახლებურ ტანსაცმელში ვინმე ბერიკაცის დარად. ამ კრებულში შესულ ყოველ ლექსს განთქმული მხატვრის, რობერტ ინგპენის, ხალისიანი ილუსტრაციები ამშვენებს, მათ შორის _ ბონგის ხის ქვეყნისა და თავად ხის მისეული აღწერილობა, რითაც მხატვარმა პატივი მიაგო ედუარდ ლირის უშრეტ ფანტაზიას. ეს წიგნი ბრწყინვალე საჩუქარია, რომელიც კიდევ მრავალი საუკუნის მანძილზე განუვითარებს წარმოსახვის უნარს დიდსა თუ პატარას.

    12,00 
    კალათაში დამატება
  • გალაკტიონოლოგია

    0

    საიდუმლოებით მოცული დღიური – რას გვეუბნება და რას მალავს ყველასათვის უცნობი პოეტი, ნიკო წერეთელი, ყველასათვის ცნობილი პოეტის, გალაკტიონ ტაბიძის შესახებ?! დანაშაული თუ ბედისწერა? აღმაფრენა თუ მარცხი? გადაშალე ეს საოცარი გვერდები, მოხვდი მე-20 საუკუნის დასაწყისის ულამაზესი ქალაქის, თბილისის, არტისტულ გარემოში, და გახდი თანაზიარი ისტორიისა, რომელიც სიყვარულისა და სიძულვილის ჭიდილშია აღმოცენებული. ეს გალაკტიონოლოგიაა!

    34,90 
    კალათაში დამატება
  • გარმანის ზაფხული

    0

     

    ამბავი იმაზე, რაც მალე დამთავრდება, და რაღაც ახალზე, რომელიც უნდა დაიწყოს

     

    ზაფხულის არდადეგების უკანასკნელი დღეა. მოხუცი დეიდები სტუმრად არიან მოსულები და ჰაერი შემოდგომის სუნითაა გაჟღენთილი. გარმანს ჯერ ერთი კბილიც არ მორყევია. მთელი ზაფხულის განმავლობაში ყოველ დღე ისინჯავდა. ახლა კი ნამდვილად აღარ ითმენს დრო. ხვალ სკოლა იწყება. გარმანს ეშინია.

     

    12,00 
    კალათაში დამატება
  • ზურმუხტქალაქელი ოზმა

    0

    წიგნი 3

    რას უმზადებს ბედი დოროთის, რომელიც ბიძასთან ერთად, ავსტრალიისკენ გემით მიემართება? ივის სამეფოს დახმარება სჭირდება, მაგრამ ვინ შეძლებს გაუმკლავდეს ნომეების ქვეყნის ძლევამოსილ მეფეს? გაიცანი ზურმუხტქალაქის მშვენიერი დედოფალი, ოზმა, შემოიკრიბე ძველი მეგობრები _ თუნუქის ტყეკაფია, საფრთხობელა, ლომი, სახერხელა ცხენი და მუდამ მშიერი ვეფხვი _ და გადაეშვი ახალ თავგადასავალში.

    „ზურმუხტქალაქელი ოზმა“ მსოფლიო საბავშვო კლასიკის, „ოზის წიგნების“ სერიის მესამე წიგნია.

    12,00 
    კალათაში დამატება
  • ზურმუხტქალაქის საოცარი ჯადოქარი

    0

    წიგნი 1

    დოროთი პატარა გოგონაა, რომელიც ბიძია ჰენრისთან და დეიდა ემთან ერთად კანზასის შორეულ პრერიებში ცხოვრობს. დოროთის ცხოვრება ჩვეულებრივად მიედინება, სანამ მის სახლს გრიგალი შორეულ ქვეყანაში არ გადააფრენს. აქ ცხოველები ადამიანურად ლაპარაკობენ, ადამიანები კი უცნაურები არიან. დოროთისთან ერთად დაუმეგობრდი ჩალით გამოტენილ საფრთხობელას, თუნუქის ტყეკაფიას, უზარმაზარ ლომს და მათთან ერთად ყვითელი აგურის გზით გაემართე ზურმუხტქალაქის საოცარი ჯადოქრისაკენ, რომელსაც ყველა სურვილის ასრულება შეუძლია.

    ამ წიგნით ვიწყებთ ამერიკელი მწერლის, ფრენკ ბაუმის 15 წიგნეულის გამოცემას, რომელიც „ოზის წიგნების“ სახელითაა ცნობილი, და მსოფლიო საბავშვო კლასიკის უმნიშვნელოვანეს სერიას წარმოადგენს. იმედი გვაქვს, ქართველი მკითხველი შეიყვარებს მხიარულ, არაჩვეულებრივ პერსონაჟებს და გაჰყვება მათ საოცარ მოგზაურობაში ზურმუხტქალაქსა და ოზის მთელ ჯადოსნურ სამყაროში.

    12,00 
    კალათაში დამატება
  • იდემ სბეფემი სტუმრად ჩამოდის

    0

    ნუთუ მართლა საკუთარი ნებით ჩამოვიდა იდემ სბეფემი ასი ამელიკოდან? იქნებ სდევნიდნენ, ან იქნებ მობეზრდა მეფობა და ახალი სამყაროს გაცნობა გადაწყვიტა? მაშ შენც შეაბიჯე ახალ სამყაროში და გაიგე, ვის უნდა რომ დაეპატრონოს ასივე ამელიკოს – და იქნებ მთელ სამყაროსაც! იმოგზაურე უძველეს შრეებში, დაუსხლტი მძვინვარე არსებებს, და რაღა თქმა უნდა, იბრძოლე ბოროტების წინააღმდეგ. სამართლიანობამ უნდა იზეიმოს, მაგრამ შეძლებენ თუ არა იდემი და მისი მეგობრები მზაკვარი შორშეს გეგმების ჩაშლას? ნესტან კუპრავას ეს საოცარი წიგნი, რომელიც 2020 წლის საბავშვო ლიტერატურის კონკურსის „ოქროს ბუმბულის“ გამარჯვებული გახდა, ინტერესითა და ხალისითაა დამუხტული და უშრეტი ფანტაზიის ნაკადს ბადებს.

    14,90 
    ვრცლად
  • -22%

    მსოფლიო საბავშვო მოთხრობის ანთოლოგია

    0

    შემდგენელი მაკა ლდოკონენი

    ამ წიგნში არაერთ უცხოელ ავტორსა თუ პერსონაჟს შეხვდებით. გულიანად გაგაცინებთ ბარონ მიუნჰაუზენის, ჭკვიანი გრეტელისა და პატარა მუკის გულუბრყვილო ტყუილები; დაგაფიქრებთ ლეონარდო და ვინჩისა და ეზოპეს ქვეტექსტები; მოგხიბლავთ მარკ ტვენისა და ო. ჰენრის დახვეწილი იუმორი, ტუვე იანსონის, რეი ბრედბერისა თუ რადიარდ კიპლინგის სამყაროები, ყველასათვის საყვარელი ასტრიდ ლინდგრენის მოთხრობა კი სპეციალურად ამ კრებულისთვის ითარგმნა და პირველად ქვეყნდება.
    „მსოფლიო საბავშვო მოთხრობის ანთოლოგიაში“ ნებისმიერი გემოვნების მკითხველი მიაგნებს სათავისო საკითხავს – გადაშლისთანავე დარწმუნდებით, რომ მისი ადგილი სწორედ თქვენს ბიბლიოთეკაშია.

    Original price was: 12,90 ₾.Current price is: 10,00 ₾.
    კალათაში დამატება
  • ოზის საოცარი ქვეყანა

    0

    წიგნი 2

    მას შემდეგ, რაც პატარა ბიჭი, ტიპი, შემთხვევით ჯადოსნური ძალის მფლობელი გახდება, მისი ცხოვრება მთლიანად იცვლება. გაჰყევი ტიპს შორეულ მოგზაურობაში, გაიცანი ფანტასტიკური არსებები _ გოგრისთავა ჯეკი და ცხენი-სახერხელა, მოხვდი გილიკინების იასამნისფერ ქვეყანაში, ხოლო ბოლოს იქნებ ზურმუხტქალაქსაც კი მიაღწიო. ტიპთან ერთად ამოხსენი საიდუმლოებები და შეებრძოლე ბოროტ ძალებს, რომლებიც ოზის ქვეყანას ემუქრებიან.

    „ოზის საოცარი ქვეყანა“ მსოფლიო საბავშვო კლასიკის, „ოზის წიგნების“ სერიის მეორე წიგნია.

    12,00 
    კალათაში დამატება
  • საბავშვო ბიბლია

    0

    წიგნში მოთხრობილია ყველასათვის ცნობილი და საყვარელი ამბები ძველი და ახალი აღთქმიდან. ტრადიციული ტექსტიდან გადახვევის გარეშე, ეს ამბები ბავშვებისთვის ნათლად და გასაგებადაა მოწოდებული. ეს წიგნი ინტერესისა და სიამოვნების წყაროდ იქცევა თქვენს ოჯახებში, ხოლო პატარა მკითხველებსა და მსმენელებს მეგზურობას გაუწევს ბიბლიური სიბრძნის შეცნობის გზაზე.

    14,90 
    კალათაში დამატება
  • საბავშვო ვეფხისტყაოსანი

    0

    ალბათ გაგიგონია სამი მამაცი რაინდის – ტარიელის, ავთანდილისა და ფრიდონის ამბავი. იცი თუ არა, ვის ეძებდა ვეფხვის ტყავით შემოსილი ტარიელი მრავალი წლის მანძილზე? გსმენია თუ არა გრძნეული ქაჯებისა და მათი აუღებელი ციხესიმაგრეების შესახებ? სამი ერთგული მეგობრის კავშირს შეუძლებლის გაკეთებაც კი ძალუძს. გადაშალე ეს ულამაზესი წიგნი, რომელიც ძალზე ძველ და საოცრად ამაღელვებელ ამბავს მოგითხრობს.

     

    ეს ამბავი რვა საუკუნის წინ გენიალურმა ქართველმა პოეტმა, რუსთველმა, ლექსად დაწერა და შემოგვინახა. რუსთველის ენა დღეს ბევრისთვის, განსაკუთრებით კი ბავშვებისათვის, ძნელი გასაგებია. ამ წიგნში ნათლად, საბავშვო ენით, გადმოცემულია ვეფხისტყაოსნის მთელი ამბავი. ჩვენ შევეცადეთ შეგვენაჩუნებინა ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალებიც კი, რომლებიც ორიგინალურ ტექსტში საოცრად ხატოვანი თხრობის ფონზე ხშირად შეუჩნეველი რჩება. დახვეწილი ქართული ენით დაწერილი და მშვენიერი ილუსტრაციებით გაფორმებული ეს წიგნი საიმედო მეგზური გახდება ბავშვებისთვის ვეფხისტყაოსნის სიბრძნის შეცნობის გზაზე.

     

     

    27,90 
    კალათაში დამატება
  • ქართული საბავშვო ლექსის ანთოლოგია

    0

    შემდგენელი დიანა ანფიმიადი

    პოეზია ბავშვების გულისკენ მისასვლელი ყველაზე საყვარელი ენაა. ამ წიგნში ქართული პოეზიის ნაწილი შევკრიბეთ, რომელიც თავის პატარა მკითხველებს ელის. აქ ცნობილი საბავშვო ლექსების გარდა, ზოგიერთი “საუფროსო” ლექსიცაა, რომელიც ბავშვებისთვის ისეთივე გასაგები და საყვარელია, როგორც დიდებისთვის. ხალხური პოეზია, ამირანის ეპოსი, “ვეფხისტყაოსანი”… ნახეთ, როგორ გრძელდება ქართული პოეზიის გზა, ამოარჩიეთ თქვენი საყვარელი ლექსი.

    15,90 
    კალათაში დამატება
  • -22%

    ქართული საბავშვო მოთხრობის ანთოლოგია

    0

    შემდგენელი ლია ლიქოკელი

    სულხან-საბა ორბელიანიდან დღემდე, მრავალი გამოჩენილი მწერალი ქმნიდა ტექსტებს ბავშვებისათვის. იგავებიდან ნოველებამდე, ჯადოსნური სამყაროდან ყოველდღიურ, რეალისტურ ყოფამდე, ეს ტექსტები ყოველ ეპოქაში ასახავდა ძირითად ადამიანურ ფასეულობებს – სიყვარულს, მეგობრობას, ერთგულებას და თავისუფლებისკენ სწრაფვას. ამ წიგნში თავი მოვუყარეთ გამორჩეულ მოთხრობებს, რომლებიც სამი საუკუნის განმავლობაშია დაწერილი და ქართული საბავშვო პროზის ერთიან, მდიდარ, ფერად ხალიჩას ქმნის.

    Original price was: 12,90 ₾.Current price is: 10,00 ₾.
    კალათაში დამატება
  • ქარი ტირიფებში

    0

    პირველად ქართულ ენაზე სრული, არაადაპტირებული გამოცემა

    რობერტ ინგპენის ილუსტრაციებით

    19,90 
    კალათაში დამატება