რალფ ელისონი

რალფ ელისონი

რალფ ელისონი დაიბადა 1914 წელს ოკლაჰომა-სიტიში, მონების შთამომავალთა ოჯახში. ელისონს ბავშვობაში ძალიან უყვარდა მუსიკა და თვლიდნენ, რომ მუსიკოსი ან კომპოზიტორი გახდებოდა. დიდი ხნის განმავლობაში სწავლობდა ამ მიმართულებით, მაგრამ საბოლოოდ სახელი დაიმკვიდრა, როგორც ამერიკული ლიტერატურის ისტორიაში ერთ-ერთმა საუკეთესო მწერალმა.

მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, ელისონი შეუერთდა აშშ-ის საზღვაო ქვეითებს, მზარეულის რანგში, და დაიწყო ფიქრი რომანის შექმნაზე, თუმცა მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ დაიწყო წერა, რომელმაც საბოლოოდ „უჩინარის“ სახე მიიღო.

1952 წელს, გამოცემისთანავე, წიგნმა უდიდესი პოპულარობა და წარმატება მოიპოვა. 12 კვირის განმავლობაში ბესტსელერთა სიაში რჩებოდა და წიგნის ეროვნული ჯილდოც დაიმსახურა. 40 წლის შემდეგ, ნობელის პრემიის ლაურეატმა, სოლ ბელოუმ, წიგნს „საუკუნის საუკეთესო რომანი“ უწოდა.

რომში გატარებული რამდენიმე წლის შემდეგ, რალფ ელისონი ამერიკაში დაბრუნდა და ასწავლიდა ისეთ სასწავლებლებში, როგორიცაა ბარდის კოლეჯი, ჩიკაგოს, იელისა და ნიუ-იორკის უნივერსიტეტები.

ავტორის წიგნები: რალფ ელისონი