მეგი ო’ფერელი ჩრდილოეთ ირლანდიელი თანამედროვე მწერალია. პირველივე რომანმა „After You’d Gone“, რომელიც 2001 წელს გამოქვეყნდა, Betty Trask Award-ზე გამარჯვება მოუტანა. 2005 წელს გამოცემულმა მისმა მეორე რომანმა „The Distance Between Us“ ო’ფერელი სომერსეტ მოემის ჯილდოს მფლობელიც გახადა. მემუარი „I Am, I Am, I Am: Seventeen Brushes with Death“ Sunday Times no. 1 ბესტსელერადაა დასახელებული.
„ჰამნეტი“ მწერლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წიგნია, რომელმაც მას the Women’s Prize for Fiction 2020 წლის გამარჯვებულის ტიტული მოუტანა. „ჰამნეტი“ დასახელებულია Sunday Times no. 1 ბესტსელერად, ასევე შესულია ისეთ სიებში, როგორიცაა – A New York Times Notable Book (2020), Best Book of 2020: Guardian, Financial Times, Literary Hub და NPR.