ცნობილი ამერიკელი მწერალი, პოეტი, სცენარისტი, კინორეჟისორი ლაიმენ ფრენკ ბაუმი დაიბადა 1856 წელს ჩიტენაგოში (ნიუ-იორკი). მიუხედავად მრავალმხირვი მოღვაწეობისა ფრენკ ბაუმი დღემდე ცნობილია 1900 წელს გამოცემული წიგნით ზურმუხტქალაქის საოცარი ჯადოქარი, რომელმაც სათავე დაუდო ოზის წიგნების სერიას და მე-20 საუკუნის ბრწყინვალე საბავშვო ლიტერატურას. სათავგადასავლო წიგნების სერიაში, მთავარი წიგნის გარდა, შეიქმნა კიდევ 14. ასევე ავტორს ეკუთვნის ფენტეზის ჟანრის ცხრა რომანი და არაერთი სხვა ჟანრის ნაწარმოები – 82 ნოველა, 200-ზე მეტი ლექსი, მრავალი სცენარი დიდი რაოდენობა და სხვადასხვა პიესა.
ფრენკ ბაუმი 1919 წელს გარდაიცვალა. მწერლის სიცოცხლეშივე 60-ზე მეტი წიგნი გამოიცა.