კრისტინ ჰანა 1960 წელს დაიბადა კალიფორნიაში. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, სიეტლში, სარეკლამო სააგენტოში მუშაობდა. სანამ მწერალი გახდებოდა სამართლის მიმართულებითაც მუშაობდა. პირველ რომანს დედასთან ერთად წერდა, რომელიც იმ პერიოდში სიმსივნით იყო დაავადებული, ეს წიგნი კი არასდროს დაბეჭდილა.
კრისტინ ჰანას ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად The Nightingale ითვლება, რომელიც 4.5 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა და 45 ენაზეა თარგმნილი. ჰანა არის 20-მდე ბესტსელერი წიგნისა და საერთაშორისო ბლოკბასტერის ავტორი.
მწერლის სახელს უკავშირდება ნიუ-იორკ თაიმსის ბესტსელერი წიგნი „ოთხი ქარი“, რომელიც 30-ზე მეტ ენაზეა თარგმნილი.