კოტე სულაბერიძე ქართული თანამედროვე ხელოვნების მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. მისი ნამუშევრები 90-იანი წლებში გამოჩნდა. მხატვრის შემოქმედება ძირითადად კონცეპტუალურ ფერწერას წარმოადგენს, ასევე შექმნილი აქვს ვიდეოარტი — ომობანა, რომელმაც საერთაშორისო დაინტერესება დაიმსახურა (In Out, Prague Czechia; Centro per L’arte contemporanea Luigi Pecci, Prato, Italy; ედინბურგის ფესტივალი და სხვ).
მის შემოქმედებაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ტექსტთან მუშაობა. ჯერ კიდევ სადიპლომო ნამუშევარში, რთული ნატურმორტი (1995. DevonShirehouse, London UK.), მან სინთეზურად გამოიყენა ტექსტური დანართი ფერწერულ ნამუშევარში. სწორედ ამიტომ გასაკვირი არაა, რომ მხატვარს მჭიდრო კავშირი აქვს წიგნთან. მას 100-ზე მეტ წიგნზე უმუშავია, მათ შორის ერლომ ახვლედიანის ვანო და ნიკოს ჰოლანდიურ ენაზე გამოცემისათვის (Voetnoot. 2003), კენ კიზის გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდას ქართული გამოცემისთვის (დიოგენე 2012), უმბერტო ეკოს ვარდის სახელზე (დიოგენე 2011) და სხვა.
კოტე სულაბერიძე საერთაშორისო პროექტებშიც იღებს მონაწილეობას. მათ შორის, აღსანიშნავია: Time of Storytellers (თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი KIASMA, ჰელსინკი, ფინეთი, 2007); ჩვენი კავკასიონი (Vienafair, ვენა, ავსტრია, 2014); At The Crossroads (Sotheby’s Auction House, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი, 2013) და მრავალი სხვა.
ავტორის წიგნები: კოტე სულაბერიძე
არჩევის პარამეტრები
This product has multiple variants. The options may be chosen on the product page