კლერ ლესლი ჰოლი კარიერის დასაწყისში მუშაობდა ჟურნალისტად ლონდონის სხვადასხვა გაზეთში, ამის შემდეგ მან ბრიტანეთსა და გერმანიაში გამოსცა ორი რომანი „HIM” და „MINE”, კლერ ემპსონის სახელით (Clare Empson).
ავტორის საყვარელი რომანებია – The Great Gatsby, The Secret History, Moon Tiger and The Go-Between, რომლებმაც დიდი გავლენა იქონიეს მის შემოქმედებაზე. ავტორის სამივე რომანი ვნებიან სასიყვარულო ისტორიებსა და საიდუმლოებებზეა.
კლერს ჰყავს მეუღლე და სამი შვილი, ცხოვრობს დორსეტში, მინდვრებით გარშემორტყმულ ფერმაში. სწორედ ასეთი გარემოა აღწერილი მის რომანშიც “გახლეჩილი მიწა”.