დელია ოუენსი

დელია ოუენსი

ამერიკელი ავტორი და ზოოლოგი დელია ოუენსი 1949 წელს დაიბადა სამხრეთ კაროლინაში და ბავშვობა თომასვილის ტყეებში ცხენზე ჯირითში გაატარა. განათლება ჯორჯიის და კალიფორნიის უნივერსიტეტებში მიიღო, სადაც ზოოლოგია და ცხოველთა ქცევები შეისწავლა.
1974 წელს დელია ოუენსი თავის მეუღლესთან ერთად კალაჰარის უდაბნოში გადავიდა საცხოვრებლად. სწორედ ამ პერიოდში გამოიცა მისი პირველი წიგნი „Cry of the Kalahari„.
კალაჰარის უდაბნოდან გადადის ზამბიაში, სადაც განაგრძობს თავის საქმიანობას, როგორც მკვლევარი. სპილოების შესწავლის გარდა, დელიამ და თავისმა მეუღლემ ჩამოაყალიბეს პროგრამა, რომელიც ადგილობრივ სოფლის მცხოვრებლებს სთავაზობდა სამუშაოებს, სესხებს და სხვა სახის დახმარებას, რათა მათ არ დაჭირვებოდათ ბრაკონიერობა.
მწერალს თავისმა მოღვაწეობამ მნიშვნელოვანი აღიარებაც მოუტანა. კვლევებისთვის სხვადასხვა დროს მიღებული აქვს მნიშვნელოვანი ჯილდოები, მათ შორის ნიდერლანდების პრინც ბერნარდის ჯილდო და კალიფორნიის უნივერსიტეტის ჯილდო თავისი მოღვაწეობისთვის.
დელია ოუენსისთვის ცხოვრება საგრძნობლად შეიცვალა 2018 წელს, როდესაც გამოიცა მისი პირველი რომანი „იქ,სადაც კიბორჩხალები მღერიან“. წიგნმა ძალიან მალე მოიპოვა მკითხველის სიყვარული და აღიარება. 2018-2021 წლების ნიუ-იორკ თაიმსის ბესტსელერთა სიის გარდა, რომანი კიდევ ბევრი გამოცემის სიის სათავეში იყო მოქცეული. დღესდღეობით 50-მდე ენაზეა თარგმნილი და 10 მილიონზე მეტი წიგნია გაყიდული მსოფლიოს მასშტაბით.

ავტორის წიგნები: დელია ოუენსი