ბრიანა უისტის

ბრიანა უისტის

ბრიანა უისტის წიგნები 40-ზე მეტ ენაზეა თარგმნილი, რომელთა მილიონობით ეგზემპლარია გაყიდული. ის არის ავტორი წიგნებისა: „101 Essays That Will Change The Way You Think“, „The Mountain Is You“, „The Pivot Year“, „When You’re Ready“, „This Is How You Heal“, „The Life That’s Waiting“, „I Am The Hero Of My Own Life“, „Salt Water“, „Ceremony“, „101 Quotes That Will Change The Way You Think“, „Great Callings“. ბრიანას წიგნები სხვადასხვა გამოცემების მიერ დასახელდა პიროვნული განვითარების სფეროში რჩეულ ნამუშევრებად, ხოლო Women.com-მა წიგნი „The Pivot Year“ 2020-იანი წლების ერთ-ერთ საუკეთესო წიგნად აღიარა. 2024 წელს მან მიიღო ლიტერატურის საპატიო დოქტორის ხარისხი Elizabethtown College-ისგან.
ბრიანა წარმოშობით ლონგ-აილენდიდანაა. ამჟამად ცხოვრობს კალიფორნიაში, საქმროსთან და კატასთან ერთად. იგი ხშირად მოგზაურობს მთელ მსოფლიოში, წიგნის მაღაზიებში მკითხველებთან შესახვედრად თუ კონფერენციებზე მონაწილეობის მისაღებად.

ავტორის წიგნები: ბრიანა უისტის