ბარბარა კინგსოლვერი

ბარბარა კინგსოლვერი

ბარბარა კინგსოლვერი (1955) თანამედროვე ამერიკულ ლიტერატურაში ერთ-ერთი გავლენიანი ავტორია. მისი შემოქმედება მოიცავს რომანებს, პოეზიას, ესეებსა და მემუარებს, რომლებიც მსოფლიოს ოცზე მეტ ენაზეა ნათარგმნი. კინგსოლვერის ნაწარმოებებს მოპოვებული აქვს არაერთი პრესტიჟული ჯილდო, მათ შორის PEN/Faulkner Award, Orange Prize for Fiction, Women’s Prize for Fiction და პულიცერის პრემია. ის არის National Medal of Humanities-ის მფლობელი და ამერიკის ხელოვნებისა და მწერლობის აკადემიის წევრი. მისი ნაშრომები მჭიდრო კავშირშია საზოგადოებრივ და გარემოსდაცვით პროცესებთან — ეხება ქალთა საკითხებს, სოციალური უთანასწორობის პრობლემებს, ადამიანისა და ბუნების თანაარსებობასა და გარემოს დაცვის მნიშვნელობას. ავტორი გაიზარდა კენტუკიში, ხოლო ამჟამად ოჯახთან ერთად ცხოვრობს ვირჯინიაში.

ავტორის წიგნები: ბარბარა კინგსოლვერი