ქარჩხაძის გამომცემლობა

კალათა

Cart ნივთი: 0 - 0 ლარი
ავტორიზაცია

იაა ჯასი

Yaa Gyasi

იაა ჯასი, განელი წარმოშობის ამერიკელი მწერალი, დაიბადა 1989 წელს. ჯასის ოჯახმა განა მალევე დატოვა. იაა მთელი ცხოვრება ამერიკაში იზრდებოდა, მათ შორის ილიონისსა და ტენესიში, ბოლოს კი ოჯახი ალაბამაში დასახლდა.

ბავშვობაზე საუბრისას ავტორი იხსენებს, რომ ყოველსთვის მორცხვი, მარტოსული იყო. იქვე აღნიშნავს, რომ ემიგრანტი, შავკანიანი გოგონას საყვარელი მეგობრები მხოლოდ მისი წიგნები იყო. სტენფორდის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ იაამ მუშაობა დაიწყო, თუმცა მიხვდა, რომ სურდა წერა და ამისთვის აუცილებლად იბრძოლებდა.

Homegoing-ი შთაგონებულია მისი პირველი მოგზაურობით განაში, სამშობლოში, რომელიც ორი წლისამ დატოვა და მხოლოდ 2009 წელს შეძლო იქ დაბრუნება. ამ მოგზაურობით შთაგონებულმა გააცოცხლა ისტორიები, მოგონებები და შემაძრწუნებელი წარსულის სურათები რომანში, რომელიც ფართო საზოგადოებამ მალევე შეიყვარა. იაა ჯასიმ აღიარება მოიპოვა 26 წლის ასაკში, 2016 წელს გამოცემული სადებიუტო რომანისთვის „Homegoing”. სწორედ ამ რომანისთვის ავტორს რამდენიმე მნიშვნელოვანი ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორისაა: National Book Critics Circle’s John Leonard, PEN/Hemingway Award,  American Book Award და  Vilcek Prize.