ქარჩხაძის გამომცემლობა

კალათა

Cart ნივთი: 0 - 0 ლარი
ავტორიზაცია

ჯონ აპდაიკი

Updake

ჯონ ჰოიერ აპდაიკი — ამერიკელი რომანისტი, პოეტი, მოთხრობების ავტორი, ხელოვნებისა და ლიტერატურის კრიტიკოსი. იგი ერთ-ერთია იმ ოთხი მწერლიდან, რომელიც პულიცერის პრემიის ლაურეატი ერთზე მეტჯერ გახდა. შემოქმედებითი მოღვაწეობის მანძილზე აპდაიკმა გამოაქვეყნა ოცზე მეტი რომანი, ათეულობით მოთხრობათა კრებული, საბავშვო წიგნები და პოეტური და კრიტიკული ნამუშევრები.
1954 წლიდან მოყოლებული, ჟურნალში „The New Yorker“ აპდაიკის ასეულობით მოთხრობა, რეცენზია თუ ლექსი დაიბეჭდა. იგი აგრეთვე რეგულარულად წერდა ჟურნალისთვის „The New York Review of Books“.
აპდაიკი თავისი შემოქმედების თემად „ამერიკის პროვინციულ ქალაქში მცხოვრებ საშუალო კლასს“ ასახელებდა. იგი გამოირჩეოდა თავისი ოსტატური წერის მანერით, უნიკალური პროზაული სტილითა და ნაყოფიერი მოღვაწეობით – ავტორი წელიწადში საშუალოდ ერთ წიგნს წერდა.
ჯონ აპდაიკის რომანი „მამაჩემის ცრემლები“ ქართულად ქარჩხაძის გამომცემლობამ გამოსცა.