ქარჩხაძის გამომცემლობა

კალათა

Cart ნივთი: 0 - 0 ლარი
ავტორიზაცია

ინგებორგ ბახმანი

bachmann_ing

ინგებორგ ბახმანი — ავსტრიელი პოეტი და მწერალი.
ბახმანი კარინთიაში, ქალაქ კლაგენფურტში, ოლგა და მათიას ბახმანების ოჯახში დაიბადა. მისი მამა სკოლის მასწავლებელი და ავსტრიის ნაციონალ-სოციალისტური პარტიის ერთ-ერთი პირველი წევრი იყო.
ბახმანმა ინსბრუკისა და ვენის უნივერსიტეტებში ფილოსოფია, ფსიქოლოგია და გერმანული ფილოლოგია შეისწავლა. 1949 წელს ვენის უნივერსიტეტში ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიიღო სადისერტაციო ნაშრომით „მარტინ ჰაიდეგერის ეგზისტენციალური ფილოსოფიის კრიტიკული შეფასება“.
სწავლის დასრულების შემდეგ ბახმანმა მოკავშირეთა მიერ ოკუპირებულ რადიოსადგურში Rot-Weiss-Rot სცენარისტად და რედაქტორად დაიწყო მუშაობა, რაც ზომიერი შემოსავლით უზრუნველყოფდა და თანამედროვე ლიტერატურულ სიახლეებთან წვდომის საშუალებასაც აძლევდა.
1953 წელს ბახმანი იტალიაში, რომში, გადავიდა, სადაც მომდევნო წლები ლექსების, ესეების, მოხრობებისა და, ჰანს ჰენზთან ერთად, ოპერების ლიბრეტოების წერას დაუთმო, რამაც მალევე საერთაშორისო ცნობადობა და არაერთი ჯილდო მოუტანა. 1958-1963 წლებში ბახმანი დროგამოშვებითhüpfburg kinder მაქს ფრიშთან ერთად ცხოვრობდა. მისი 1971 წლის რომანი „მალინა“ ფრიშის 1964 წლის რომანისადმი „ვიქნები თუნდაც განტენბაინი“ პასუხად ითვლება.
ქარჩხაძის გამომცემლობა გთავაზობთ ინგებორგ ბახმანის წიგნის „მალინა“ ქართულ თარგმანს.