ქარჩხაძის გამომცემლობა

კალათა

Cart ნივთი: 0 - 0 ლარი
ავტორიზაცია

ნესტან კუპრავა

nestan

ნესტან კუპრავა – მწერალი და მასწავლებელი, 2020 წლის საბავშვო ლიტერატურული კონკურსის “ოქროს ბუმბულის” გამარჯვებული.
დაიბადა 1956 წელს ქალაქ მარტვილში. ბავშვობის დიდი ნაწილი გაატარა ქალაქ სოხუმში. იქვე მიიღო პედაგოგიური განათლება.
ავტორს ბავშვობიდანვე იზიდავდა წერა საინტერესო თემებზე. სტუდენტობის პერიოდში იგი აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ლიტერატურულ პროგრამაში, ლიტერატურული დებიუტი კი შედგა საბავშვო ჟურნალ „დილაში“. ჟურნალის მთავარი რედაქტორი მაშინ ცნობილი მწერალი რევაზ ინანიშვილი იყო. მწერლის გულთბილმა დამოკიდებულებამ, მისმა გულწრფელმა მოწონებამ და რჩევებმა ახალბედა ავტორზე დიდი გავლენა იქონია.
ნესტან კუპრავა არის რამდენიმე საბავშვო წიგნის ავტორი. სხვადასხვა დროს გამოცემული აქვს საბავშვო წიგნები: „იდემ სბეფემი სტუმრად ჩამოდის“ (ქარჩხაძის გამომცემლობა), ჯადოსნური სიტყვები“ (გამომცემლობა „დიოგენე“), „დიდი აურზაური“, „მივიწყებული ქვეყანა“, „რიგელი და ბეტელგეიზე“, „მხიარული მატარებელი“, „რატომ გაიბუტა პატარა შუქნიშანი“ (საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი-G-Pried-ის პროექტი).
საბავშვო მწერლობაში განსაკუთრებით უყვარს ფენტეზის ჟანრი. მისი აზრით, ამ ჟანრის ნაწარმოების შექმნის პროცესში მწერლის ფანტაზია სრულიად თავისუფალია, წარმოსახვა – შემოუზღუდავი.