ქარჩხაძის გამომცემლობა

კალათა

Cart ნივთი: 0 - 0 ლარი
ავტორიზაცია

ჯორჯ ორუელი

George Orwell

ინგლისელი რომანისტი და ესეისტი, ჟურნალისტი და კრიტიკოსი ჯორჯ ორუელი (ერიკ ართურ ბლერი) დაიბადა 1903 წელს ინდოეთში, ბრიტანელი კოლონიალური ადმინისტრაციის თანამშრომლის ოჯახში.

1927 წელს ორუელი ბრუნდება ევროპაში და იწყებს მხატვრული პროზისა და პუბლიკაციების წერას. 1933 წელს გამოაქვეყნა მისი ავტობიოგრაფიული წიგნი Down and Out in Paris and London (პარიზისა და ლონდონის ფსკერზე) – პირველი ნაშრომი, რომელსაც ჯორჯ ორუელის ფსევდონიმით აწერს ხელს.

1934 წელს გამოიცა ორუელის პირველი რომანი “ბირმული დღეები”. ავტორი, რომელიც რამდენიმე წელიწადი ცხოვრობდა და ბირმის პოლიციაში მუშაობდა, აღწერს ინგლისელი ჯონ ფლორის, სამშობლოდან გადახვეწილი ადამიანის ისტორიას. რამდენიმე წლის შემდეგ გამოიცა მისი მომდევნო რომანი “პატივი კატალონიას” (1938 წ.). ჯორჯ ორუელი თავად იბრძოდა ესპანეთის სამოქალაქო ომში, რომანში პირად გამოცდილებსა და დაკვირვებებს აღწერს.

1943 წელს ორუელი “ტრიბუნის” – ყოველკვირეული ჟურნალის ლიტერატურული რედაქტორი გახდა; წერს სტატიებს, ლიტერატურულ კრიტიკას, რეცენზიებს – იგი 20 საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო ინგლისური კულტურის მემატიანედაა მიჩნეული.

1945 და 1949 წლებში ორუელმა გამოაქვეყნა მისი ორი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოები – “ცხოველების ფერმა” (1945 წ.), ალეგორიული და დისტოპიური რომანი, რომელიც, ავტორის თანახმად, რუსეთის 1917 წლის რევოლუციის მოვლენებსა და სტალინის ერას ასახავს; და დისტოპიური რომანი „1984“ (1949 წ.), სადაც ავტორი წარმოსახვით, ტოტალიტარულ მომავალს აღწერს. “1984″ ესაა თავისებური წიგნი-გაფრთხილებაა. მისი განწყობილება ახლოსაა სასოწარკვეთასთან ადამიანის მომავლის გამო და გაფრთხილებაა, რომ თუ ისტორია გეზს არ შეიცვლის, მაშინ ადამიანები დაკარგავენ ყველაზე ადამიანურ თვისებებს და შეუმჩნევლად უსულო ავტომატებად იქცევიან.

ბრიტანელი მწერალი და პუბლიცისტის, ჯორჯ ორუელის შემოქმედება დიდი ინტელექტით, გამჭრიახობით სოციალური უსამართლობის შეცნობითა და ტოტალიტარიზმთან მკვეთრი დაპირისპირებით გამოირჩევა.