ქარჩხაძის გამომცემლობა

კალათა

Cart ნივთი: 0 - 0 ლარი
ავტორიზაცია

ნანა ბურჭულაძე

Nana_Burchuladze

ნანა ბურჭულაძე – ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის უფროსი კურატორი, ფერწერული ხატების ფონდის მცველი, საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის ხელოვნების დეპარტამენტის თავმჯდომარე, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საღვთისმეტყველო ინსტიტუტის პედაგოგი – უძღვება იკონოგრაფიისა და ხატწერის ისტორიის კურსებს. იკვლევს ქრისტიანულ ხელოვნებას – ხატებსა და მონუმენტური მხატვრობის ძეგლებს. დაწერილი აქვს 50-ზე მეტი ნაშრომი, მათ შორის მონოგრაფია – “უბისის მონასტრის XIV საუკუნის ხატები და კედლის მხატვრობა” (2006 წ.). სწავლობს სინასა და ათონის მთებზე არსებულ ქართულ ხატებს. წლების განმავლობაში იყო ზემო სვანეთის საეკლესიო ხელოვნების შემსწავლელი ექსპედიციების წევრი; საპატრიარქოს რადიოსა და ტელევიზიაში მიჰყავდა საავტორო გადაცემები ქრისტიანულ ხელოვნებაზე. მონაწილეობს სამეცნიერო კონფერენციებში, სიმპოზიუმებსა და კონგრესებში. კონსულტაციებს უწევს თანამედროვე ხატმწერებს.