ქარჩხაძის გამომცემლობა

კალათა

Cart ნივთი: 0 - 0 ლარი
ავტორიზაცია

ლია ლიქოკელი

lia small

ლია ლიქოკელი დაიბადა 1986 წელს. განათლება  მიიღო თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში, კინორეჟისურის მიმართულებით. მისი სადებიუტო წიგნი  „დევის ცოლის სიცილი“ 2013 წელს გამოვიდა. ლიამ მონაწილეობა მიიღო ქარჩხაძის გამომცემლობის მიერ ორგანიზებულ ლიტერატურულ ფესტივალში „ინსომნია“ , მისი მოთხრობა შესულია საფესტივალო კრებულში. აგრეთვე მონაწილეობდა  ლიტერატურულ კონკურსში  „წერო“, სადაც ჟიურისა და კულტურის სამინისტროს რჩეული გახდა.

2014 წელს გახდა ლიტერატურული პრემია „საბას” გამარჯვებული ნომინაციაში „წლის საუკეთესო დებიუტი” პოეტური კრებულისთვის „დევის ცოლის სიცილი”. ასევე ლიტერატურულ კონკურს “წეროს” გამარჯვებული მოთხრობისთვის “წყლის პირას, მურყნის ჭალაში” (2014) და “ხეების გამტყავებელი სანადიროდ მიდის” (2015). 2016 წელს მიიღო წინანდლის პრემია პოეზიის ნომინაციაში.