აღწერა
ISBN 978-9941-510-22-9
ყდა: მაგარი
ზომა: 148-215 მმ
გვერდების რაოდენობა: 380
19,90 ₾
წიგნში წარმოდგენილია ოთხი ჰაგიოგრაფიული ძეგლის _ „შუშანიკის წამების”, „აბოს წამების”, „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების” და „იოანეს და ექვთიმეს ცხოვრების” _ პარალელური ტექსტები, რომელთაგან ერთი წარმოადგენს ძველ ქართულ ორიგინალს, ხოლო მეორე _ ახალ ქართულ ენაზე შესრულებულ უზუსტეს ვერსიას. ასეთი გამოცემის მიზანია, ერთი მხრივ, დაეხმაროს სასწავლო პროცესს და მოსწავლეებს გაუიოლოს ტექსტებთან წვდომა, მეორე მხრივ კი საქართველოს ისტორიით, კულტურითა და ლიტერატურით დაინტერესებულ მრავალ ადამიანს, რომელთაც დღეს ძველი ქართული ნაკლებად ესმით, გაუხსნას გზა ამ უნიკალურ წყაროებთან.
ჰაგიოგრაფიული თხზულებები ტრადიციულად დიდი შემოკლებებით იბეჭდება ხოლმე, განსაკუთრებით სასწავლო გამოცემებში. ჩვენ მინიმალურად შევამოკლეთ „აბოს წამების”, „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების” და „იოანეს და ექვთიმეს ცხოვრების” ტექსტები, ხოლო „შუშანიკის წამება” პრაქტიკულად სრული სახითაა წარმოდგენილი.
ISBN 978-9941-510-22-9
ყდა: მაგარი
ზომა: 148-215 მმ
გვერდების რაოდენობა: 380
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.