ქარჩხაძის გამომცემლობა

კალათა

Cart ნივთი: 0 - 0 ლარი
ავტორიზაცია

ნინო ჩიტაიშვილი

12607160_1177080432320360_1133842576_n (1)

მხატვარი. 1989 წ. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. გაფორმებული აქვს 50-ზე მეტი სპექტაკლი თბილისის კ. მარჯანიშვილის, მ. თუმანიშვილის, ოპერისა და ბალეტის, მოზარდ მაყურებელთა თეატრებში, თეატრალურ სარდაფში, ჰააგის თეატრში და სხვ. მოწყობილი აქვს ოთხი პერსონალური გამოფენა, ასევე მონაწილეობს ჯგუფურ და თემატურ გამოფენებში.

გაიგე მეტი >>

ლეილა ბერიაშვილი

leila beriashvili

ლეილა ბერიაშვილი დაიბადა 1937 წელს თბილისში. ფილოლოგიური განათლება მიიღო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
1972 – 2006 წლებში მუშაობდა ენათმეცნიერების ინსტიტუტში სამეცნიერო ტერმინოლოგიისა და ლექსიკოლოგიის განხრით. ლეილა ბერიაშვილი საგამომცემლო საქმითაა დაკავებული, ქარჩხაძის გამომცემლობის დაფუძნების დღიდან მრავალი წიგნის რედაქტორია და აქტიურ მონაწილეობას იღებს საგამომცემლო პოლიტიკის განსაზღვრაში. 2009 წელს გამოიცა ლეილა ბერიაშვილის  მიერ ადაპტირებული წიგნი

გაიგე მეტი >>

ირინა არსენიშვილი

ირინა არსენიშვილი დაიბადა 1982 წელს ქალაქ თბილისში. განათლება ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე მიიღო, შემდგომ სწავლა განაგრძო ამავე უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე. 2012 წელს კი გახდა ხელოვნებათმცოდნეობის მაგისტრი. ირინა არსენიშვილი ავტორია წიგნების სერიის ქართული მხატვრობა.

გაიგე მეტი >>

4 - 4