
მარტოობის ჩუმი ედემი
017,90 ₾წიგნში პირველად ქვეყნდება ჯემალ ქარჩხაძის “უბის წიგნაკის ჩანაწერები”. ეს ჩანაწერები სხვადასხვა დროსაა დაწერილი და რამდენიმე ბლოკნოტშია გაბნეული. ჩვენ ამოვკრიბეთ გარკვეული ნაწილი, რომელთა გამოქვეყნებაც მიზანშეწონილად მივიჩნიეთ ამ ეტაპზე და დავაჯგუფეთ სამ ნაწილად. ესენია: რომან “განზომილებისთვის” განკუთვნილი ჩანაწერები, პუბლიცისტური წერილებისათვის გაკეთებული მონახაზები, და სხვადასხვა ხასიათის მცირე ტექსტები – მხატვრული სახეები, მოსაზრებები, და ზოგჯერ მთელი სიუჟეტებიც კი. უბის წიგნაკის ჩანაწერებთან ერთად, წიგნს დავურთეთ ამონარიდები ჯემალ ქარჩხაძის პუბლიცისტიკიდან და პროზიდან. წიგნი დავაბოლოვეთ სტატიით “რამდენიმე ფსიქოლოგიური შტრიხი ჩვენი უახლესი ისტორიისათვის”, რომელიც ჯემალ ქარჩხაძის ერთადერთ კონცეპტუალურ ესეს წარმოადგენს. ვფიქრობთ, ასეთი სახით მოწოდებული მწერლის შინაგანი სამყარო დამატებით არხს გაუხსნის და ხედვის ახალ კუთხეს შემატებს ქარჩხაძის ერთგულ მკითხველს.

განზომილება
027,00 ₾განზომილება დაუმთავრებელი რომანია, რომელსაც ჯემალ ქარჩხაძე მრავალი წლის მანძილზე წერდა. რომანში 80-იანი წლების მიწურულის საქართველოა ასახული, როდესაც საბჭოთა სისტემა საბოლოოდ იშლება და საზოგადოება სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდება ახალი რეალობების წინაშე. რომანი რამდენიმე თავისთავად დასრულებული ნაწილიგან შედგება. განზომილება სავსეა მხატვრული და ენობრივი ექსპერიმენტებით და იძლევა უზარმაზარ რესურსს ინტელექტუალური და ფილოსოფიური განსჯისათვის.

მაწანწალა
017,90 ₾თქვენ წინაშეა წიგნი, რომელიც ჯგუფ Soft Eject-ის ოთხი წევრის მიერაა შექმნილი. წიგნში მოთხრობილია ახალგაზრდა მუსიკოსების ამბავი, რომლებიც 90-იანი წლების დასაწყისის თავისუფალი, მაგრამ სავალალო მდგომარეობაში მყოფი საქართველოდან ევროპაში მიმავალ პირველ ტალღაში მოხვდნენ. პირისპირ შეჯახება სრულიად უცხო სამყაროსთან, ტკივილით მიღებული გამოცდილებები, ცარიელ ადგილზე საკუთარი მომავლის შენება – Soft Eject-ის ისტორია თითქოს კარგად ნაცნობია, ძველთაძველი და ათასგზის გამეორებული, და ამავე დროს სრულიად უნიკალური და ახალი.
უჩვეულო და ექსპერიმენტულია წიგნის აგებულებაც, სადაც რეალურ მონათხრობებს მხატვრული სახეები – სიმღერების ტექსტები და ვიზუალური წარმოსახვები – ენაცვლება. წიგნი “მაწანწალა” ოთხი ადამიანის მიერ შექმნილ ერთ სივრცეს გთავაზობთ, სადაც შეგიძლიათ იპოვოთ როგორც ბევრი გასართობი, ასევე ბევრი მასალა გასააზრებლად.
და ბოლოს, წიგნს თან ერთვის აუდიო დისკი, რომელზეც განახლებული ჟღერადობით არის წარმოდგენილი Soft Eject-ის ალბომი Wanderer.
გარმანის ზაფხული
012,00 ₾ამბავი იმაზე, რაც მალე დამთავრდება, და რაღაც ახალზე, რომელიც უნდა დაიწყოს
ზაფხულის არდადეგების უკანასკნელი დღეა. მოხუცი დეიდები სტუმრად არიან მოსულები და ჰაერი შემოდგომის სუნითაა გაჟღენთილი. გარმანს ჯერ ერთი კბილიც არ მორყევია. მთელი ზაფხულის განმავლობაში ყოველ დღე ისინჯავდა. ახლა კი ნამდვილად აღარ ითმენს დრო. ხვალ სკოლა იწყება. გარმანს ეშინია.

ბუკნაჭო და ფისუნა
012,00 ₾ბუკნაჭო და ფისუნა გელიან: ჩახტი სალათისფერ ნავში და გაემგზავრე ედუარდ ლირის აბდაუბდა სამყაროში!
ჩაჯექი საცერში და გაცურე ჯამბლებთან ერთად, ტყე-ტყე სახეტიალოდ გაჰყევი ცხვირმნათ დონგს, შეუერთდი მოგზაურ იხვსა და კენგურუს, გაუჩინარდი, როგორც ჭრელჭრულა ჩითების ცხოველ-ფრინველ-მწერები და გამოეწყვე ახლებურ ტანსაცმელში ვინმე ბერიკაცის დარად. ამ კრებულში შესულ ყოველ ლექსს განთქმული მხატვრის, რობერტ ინგპენის, ხალისიანი ილუსტრაციები ამშვენებს, მათ შორის _ ბონგის ხის ქვეყნისა და თავად ხის მისეული აღწერილობა, რითაც მხატვარმა პატივი მიაგო ედუარდ ლირის უშრეტ ფანტაზიას. ეს წიგნი ბრწყინვალე საჩუქარია, რომელიც კიდევ მრავალი საუკუნის მანძილზე განუვითარებს წარმოსახვის უნარს დიდსა თუ პატარას.

საბავშვო ვეფხისტყაოსანი
027,90 ₾ალბათ გაგიგონია სამი მამაცი რაინდის – ტარიელის, ავთანდილისა და ფრიდონის ამბავი. იცი თუ არა, ვის ეძებდა ვეფხვის ტყავით შემოსილი ტარიელი მრავალი წლის მანძილზე? გსმენია თუ არა გრძნეული ქაჯებისა და მათი აუღებელი ციხესიმაგრეების შესახებ? სამი ერთგული მეგობრის კავშირს შეუძლებლის გაკეთებაც კი ძალუძს. გადაშალე ეს ულამაზესი წიგნი, რომელიც ძალზე ძველ და საოცრად ამაღელვებელ ამბავს მოგითხრობს.
ეს ამბავი რვა საუკუნის წინ გენიალურმა ქართველმა პოეტმა, რუსთველმა, ლექსად დაწერა და შემოგვინახა. რუსთველის ენა დღეს ბევრისთვის, განსაკუთრებით კი ბავშვებისათვის, ძნელი გასაგებია. ამ წიგნში ნათლად, საბავშვო ენით, გადმოცემულია ვეფხისტყაოსნის მთელი ამბავი. ჩვენ შევეცადეთ შეგვენაჩუნებინა ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალებიც კი, რომლებიც ორიგინალურ ტექსტში საოცრად ხატოვანი თხრობის ფონზე ხშირად შეუჩნეველი რჩება. დახვეწილი ქართული ენით დაწერილი და მშვენიერი ილუსტრაციებით გაფორმებული ეს წიგნი საიმედო მეგზური გახდება ბავშვებისთვის ვეფხისტყაოსნის სიბრძნის შეცნობის გზაზე.

გიგო გაბაშვილი
09,90 ₾გიგო გაბაშვილი – XIX საუკუნის ქართული მხატვრობის უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი, რომელმაც საფუძველი დაუდო ქართულ რეალისტურ ფერწერას. იგი პირველი იყო, ვინც დაზგურ ფერწერაში დააფუძნა ბატალური თუ ნატურმორტის ჟანრები.

ოქსფორდის საერთაშორისო სასკოლო ატლასი
022,90 ₾ინფორმაციული და იოლად მოსახმარი ატლასი
განახლებული გამოცემაოქსფორდის საერთაშორისო სასკოლო ატლასის ეს ახალი გამოცემა შევსებულია ბოლოდროინდელი ფაქტებითა და იოლად წასაკითხი ფერადი რუკებით. ატლასი შედგენილია სპეციალური კვლევის საფუძველზე, თუ როგორ მოიხმარენ ბავშვები რუკას. ეს არის იდეალური წყარო ნორჩი გეოგრაფებისათვის. ატლასი მოიცავს ისეთ ძირითად თემებს, როგორიცაა ლანდშაფტი, წყალი, დასახლებული პუნქტები, დამაკავშირებელი გზები და გარემო. მოცემულია ადვილად გასაგები თავისებურებანი, აგრეთვე – ფოტოსურათები და ილუსტრაციები, რომლებიც ბავშვს ამა თუ იმ ადგილის ცხადად წარმოდგენაში შეუწყობს ხელს.








