• საკანცელარიო მაღაზია თეირანში

    0

    მთარგმნელი: თეონა ბითაძე

    „საკანცელარიო მაღაზია თეირანში” ირანელ-ამერიკელი ავტორის, მარჯან ქამალის, მეორე რომანია, რომელიც 2019 წელს გამოქვეყნდა და უკვე ოც ენაზე ითარგმნა. წიგნში მოთხრობილია დიდი სიყვარულის ამბავი, რომელიც ირანის სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი მოვლენის, 1953 წლის სახელმწიფო გადატრიალების ფონზე ვითარდება.

    ჩვიდმეტი წლის მეოცნებე, იდეალების მაძიებელი გოგონა, სახელად როია, სულიერ ნავსაყუდელს ბატონი ფახრის წიგნებისა და საკანცელარიო ნივთების მაღაზიაში პოულობს, სადაც თავისი ცხოვრების უდიდეს სიყვარულს, ბაჰმანს, შეხვდება.

    ეს წიგნი მოგვითხრობს სიყვარულის უკვდავებასა და ცხოვრების ირონიულობაზე, იმაზე, თუ რა ადვილად შეიძლება გადაახვევინოს პიროვნებას არჩეული გზიდან უახლოეს ადამიანთა წინააღმდეგობამ თუ არაკეთილმოსურნეობამ. საინტერესოა ირანის მოქალაქეთა თვალით დანახული პოლიტიკური მოვლენები, რაც რომანს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.

    16,90 
    კალათაში დამატება
  • იქ, სადაც კიბორჩხალები მღერიან

    0

    მთარგმნელი სოფო ქარჩხაძე

    მეთევზეთა პატარა სოფელ ბარკლი ქოუვში ყველას სმენია „მარშის გოგოს“ შესახებ, რომელიც მარტო ცხოვრობს ჭაობში, ფეხშიშველი დაიარება და საჭმელს ტალახში ეძებს. სინამდვილეში სულ რამდენიმე მათგანი იცნობს კაია კლარკს, საოცრად ჭკვიან, ცნობისმოყვარე, ხელოვან გოგოს, რომელიც თავად ბუნებამ გამოზარდა. როდესაც ბარკლი ქოუვში მკვლელობა ხდება, ეჭვობენ, რომ ეს საზარელი დანაშაული კაიამ ჩაიდინა. დელია ოუენსის წიგნი „იქ, სადაც კიბორჩხალები მღერიან“ ერთდროულად დეტექტივი, ბილდუნგსრომანი და დედამიწის ჰიმნია. ავტორი საოცარი პოეტურობით აღწერს ადამიანის უხილავ კავშირს ბუნებასთან და საზოგადოებასთან, პერსონაჟებს კი ისეთი დილემების წინაშე აყენებს, სადაც მხოლოდ სიყვარული საკმარისი არ არის.

    დელია ოუენსი ამერიკელი ზოოლოგია ჯორჯიის შტატიდან. „იქ, სადაც კიბორჩხალები მღერიან“ მისი სადებიუტო რომანია, რომელიც თითქმის სამოცდაათი წლისამ გამოაქვეყნა. 2018 წელს გამოსული წიგნი მაშინვე მოექცა საერთაშორისო ბესტსელერების სათავეში და თითქმის ორმოცდაათ ენაზეა თარგმნილი.

    15,90 
    ვრცლად
  • ჩინეთმცოდნეობის საფუძვლები

    0

    “ჩინეთმცოდნეობის საფუძვლები” მკითხველს სთავაზობს მიმოხილვას ჩინეთის ისტორიის, ეკონომიკის, ფილოსოფიის, საზოგადოების, კულტურის, ხელოვნების, ენის, პოლიტიკური სისტემის, რელიგიური რწმენა-წარმოდგენებისა და სინოლოგიის ისტორიის საკითხებზე. ჩინეთის კვლევების კავკასიური ასოციაციის წევრების მიერ შექმნილი ნაშრომები აღწერს და აანალიზებს როგორც ჩინეთის კულტურულ მემკვიდრეობას, ასევე მის გლობალურ როლს თანამედროვეობაში. მკითხველს აძლევს შესაძლებლობას, უკეთ გაიაზროს ქვეყნის წარსული, აწმყო და მომავალი.

    თემატური და ქრონოლოგიური სტრუქტურით, წიგნი წარმოადგენს ნიშანდობლივ აკადემიურ რესურსს როგორც მეცნიერთათვის, ისე სტუდენტებისთვის და ნებისმიერი პირისთვის, რომელიც ცდილობს, უკეთ გაეცნოს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურ ცივილიზაციას.

    ავტორთა ჯგუფი:

    ოთარ ჭიღლაძე

    შალვა ჩიხლაძე

    თეონა გელაშვილი

    ნანა გელაშვილი

    ნელი ახობაძე

    ანნა მახარაძე

    თამარ ქვლივიძე

    თინათინ შიშინაშვილი

     

    25,00 
    კალათაში დამატება
  • დოროთი და ჯადოქარი ოზი

    0

    წიგნი 4

    თუ მიწისძვრის დროს ფეხქვეშ მიწა გაგეხსნა და ქვესკნელში ჩავარდი, შეიძლება შეშინდე კიდეც. თუმცა დოროთი მამაცი და ჭკვიანი გოგონაა და ყოველთვის გამოსავალს ეძებს. გაჰყევი მას ახალ თავგადასავალში მიწისქვეშეთში, შეხვდი ძველ მეგობრებს, გადალახე უამრავი დაბრკოლება, გადაიარე უჩინართა ველი, იმოგზაურე ბოსტნეულის სამეფოში და გაუყევი მთაში გამოკვეთილ წრიულ კიბეს _ იქნებ დედამიწაზე დასაბრუნებელ გზასაც კი მიაგნო.

    „დოროთი და ჯადოქარი ოზი“ მსოფლიო საბავშვო კლასიკის, „ოზის წიგნების“ სერიის მეოთხე წიგნია.

    12,00 
    კალათაში დამატება
  • იგი, ილუსტრაცია N8

    0

    ილუსტრაცია ჯემალ ქარჩხაძის ნაწარმოებისთვის „იგი”,  N8

    15,00 500,00 
    ვრცლად
  • იგი, ილუსტრაცია N7

    0

    ილუსტრაცია ჯემალ ქარჩხაძის ნაწარმოებისთვის „იგი”, N7

    15,00 500,00 
    ვრცლად
  • იგი, ილუსტრაცია N6

    0

    ილუსტრაცია ჯემალ ქარჩხაძის ნაწარმოებისთვის „იგი”,  N6

    15,00 500,00 
    ვრცლად
  • იგი, ილუსტრაცია N5

    0

    ილუსტრაცია ჯემალ ქარჩხაძის ნაწარმოებისთვის „იგი”, N5

    15,00 500,00 
    ვრცლად
  • იგი, ილუსტრაცია N4

    0

    ილუსტრაცია ჯემალ ქარჩხაძის ნაწარმოებისთვის „იგი”,  N4

    15,00 500,00 
    ვრცლად
  • იგი, ილუსტრაცია N3

    0

    ილუსტრაცია ჯემალ ქარჩხაძის ნაწარმოებისთვის „იგი”,  N3

    15,00 500,00 
    ვრცლად
  • იგი, ილუსტრაცია N2

    0

    ილუსტრაცია ჯემალ ქარჩხაძის ნაწარმოებისთვის „იგი”, N2

    15,00 500,00 
    ვრცლად
  • იგი, ილუსტრაცია N1

    0

    ილუსტრაცია ჯემალ ქარჩხაძის ნაწარმოებისთვის „იგი”, N1

    15,00 500,00 
    არჩევის პარამეტრები This product has multiple variants. The options may be chosen on the product page
  • ზურმუხტქალაქელი ოზმა

    0

    წიგნი 3

    რას უმზადებს ბედი დოროთის, რომელიც ბიძასთან ერთად, ავსტრალიისკენ გემით მიემართება? ივის სამეფოს დახმარება სჭირდება, მაგრამ ვინ შეძლებს გაუმკლავდეს ნომეების ქვეყნის ძლევამოსილ მეფეს? გაიცანი ზურმუხტქალაქის მშვენიერი დედოფალი, ოზმა, შემოიკრიბე ძველი მეგობრები _ თუნუქის ტყეკაფია, საფრთხობელა, ლომი, სახერხელა ცხენი და მუდამ მშიერი ვეფხვი _ და გადაეშვი ახალ თავგადასავალში.

    „ზურმუხტქალაქელი ოზმა“ მსოფლიო საბავშვო კლასიკის, „ოზის წიგნების“ სერიის მესამე წიგნია.

    12,00 
    კალათაში დამატება
  • ოზის საოცარი ქვეყანა

    0

    წიგნი 2

    მას შემდეგ, რაც პატარა ბიჭი, ტიპი, შემთხვევით ჯადოსნური ძალის მფლობელი გახდება, მისი ცხოვრება მთლიანად იცვლება. გაჰყევი ტიპს შორეულ მოგზაურობაში, გაიცანი ფანტასტიკური არსებები _ გოგრისთავა ჯეკი და ცხენი-სახერხელა, მოხვდი გილიკინების იასამნისფერ ქვეყანაში, ხოლო ბოლოს იქნებ ზურმუხტქალაქსაც კი მიაღწიო. ტიპთან ერთად ამოხსენი საიდუმლოებები და შეებრძოლე ბოროტ ძალებს, რომლებიც ოზის ქვეყანას ემუქრებიან.

    „ოზის საოცარი ქვეყანა“ მსოფლიო საბავშვო კლასიკის, „ოზის წიგნების“ სერიის მეორე წიგნია.

    12,00 
    კალათაში დამატება
  • ზურმუხტქალაქის საოცარი ჯადოქარი

    0

    წიგნი 1

    დოროთი პატარა გოგონაა, რომელიც ბიძია ჰენრისთან და დეიდა ემთან ერთად კანზასის შორეულ პრერიებში ცხოვრობს. დოროთის ცხოვრება ჩვეულებრივად მიედინება, სანამ მის სახლს გრიგალი შორეულ ქვეყანაში არ გადააფრენს. აქ ცხოველები ადამიანურად ლაპარაკობენ, ადამიანები კი უცნაურები არიან. დოროთისთან ერთად დაუმეგობრდი ჩალით გამოტენილ საფრთხობელას, თუნუქის ტყეკაფიას, უზარმაზარ ლომს და მათთან ერთად ყვითელი აგურის გზით გაემართე ზურმუხტქალაქის საოცარი ჯადოქრისაკენ, რომელსაც ყველა სურვილის ასრულება შეუძლია.

    ამ წიგნით ვიწყებთ ამერიკელი მწერლის, ფრენკ ბაუმის 15 წიგნეულის გამოცემას, რომელიც „ოზის წიგნების“ სახელითაა ცნობილი, და მსოფლიო საბავშვო კლასიკის უმნიშვნელოვანეს სერიას წარმოადგენს. იმედი გვაქვს, ქართველი მკითხველი შეიყვარებს მხიარულ, არაჩვეულებრივ პერსონაჟებს და გაჰყვება მათ საოცარ მოგზაურობაში ზურმუხტქალაქსა და ოზის მთელ ჯადოსნურ სამყაროში.

    12,00 
    კალათაში დამატება
  • მსოფლიო საბავშვო მოთხრობის ანთოლოგია

    0

    შემდგენელი მაკა ლდოკონენი

    ამ წიგნში არაერთ უცხოელ ავტორსა თუ პერსონაჟს შეხვდებით. გულიანად გაგაცინებთ ბარონ მიუნჰაუზენის, ჭკვიანი გრეტელისა და პატარა მუკის გულუბრყვილო ტყუილები; დაგაფიქრებთ ლეონარდო და ვინჩისა და ეზოპეს ქვეტექსტები; მოგხიბლავთ მარკ ტვენისა და ო. ჰენრის დახვეწილი იუმორი, ტუვე იანსონის, რეი ბრედბერისა თუ რადიარდ კიპლინგის სამყაროები, ყველასათვის საყვარელი ასტრიდ ლინდგრენის მოთხრობა კი სპეციალურად ამ კრებულისთვის ითარგმნა და პირველად ქვეყნდება.
    „მსოფლიო საბავშვო მოთხრობის ანთოლოგიაში“ ნებისმიერი გემოვნების მკითხველი მიაგნებს სათავისო საკითხავს – გადაშლისთანავე დარწმუნდებით, რომ მისი ადგილი სწორედ თქვენს ბიბლიოთეკაშია.

    12,90 
    ვრცლად