Translated from the Georgian by PJ Hillery
Jemal Karchkhadze (1936-1998), Georgian writer. He is the author of six novels and numerous short stories. Jemal Karchkhadze’s first published works were embraced by the public, but met with harsh criticism from the Soviet censorship of the time. He nonetheless continued to write and regularly published his nonconformist works.
Igi is a modern bestseller novella by Jemal Karchkhadze. The story is a unique reconstruction of the prehistoric era, depicting the perception, contemplation, and inspiration of the first humans. The story is interwoven with the eternal theme of the individual versus society and the individual. Written in short, archaic stream of thought, this beautiful novella is an intellectual-aesthetic gem of modern Georgian literature.
25,00 ₾
-25%
რომანის მოქმედების ადგილია შუა საუკუნეების საქართველო, ხოლო მთხრობელი – იტალიელი მოგზაური, რომელიც ევროპელ მისიონერებთან ერთად საქართველოში ჩამოდის. ანტონიო და დავითი დაძაბული დრამაა, რომელშიც ადამიანის სულის ხსნისთვის ბრძოლა ისტორიული რეალიებისა და რელიგიური დისკურსების ჭიდილის ფონზე მიდის. მაღალი ემოციური მუხტის მქონე ეს რომანი უზადო ტექნიკითა და გამორჩეულად დახვეწილი ენითაა დაწერილი.
15,90 ₾ Original price was: 15,90 ₾.12,00 ₾Current price is: 12,00 ₾.განზომილება დაუმთავრებელი რომანია, რომელსაც ჯემალ ქარჩხაძე მრავალი წლის მანძილზე წერდა. რომანში 80-იანი წლების მიწურულის საქართველოა ასახული, როდესაც საბჭოთა სისტემა საბოლოოდ იშლება და საზოგადოება სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდება ახალი რეალობების წინაშე. რომანი რამდენიმე თავისთავად დასრულებული ნაწილიგან შედგება. განზომილება სავსეა მხატვრული და ენობრივი ექსპერიმენტებით და იძლევა უზარმაზარ რესურსს ინტელექტუალური და ფილოსოფიური განსჯისათვის.
27,00 ₾
-25%
“ვისთვისაც შემოქმედება კომერცია არ არის, მისთვის მთავარი ნაწარმოები ყოველთვის წინაა”
ჯემალ ქარჩხაძე
რომანი საქართველოს ისტორიული რეალობის ფონზე ვითარდება. ამბავი, რომელიც მთავარი გმირის, ზებულონის “თავგადასავალის” ფორმითაა შემოთავაზებული, ადამიანური სულის უღრმეს ფენებში წვდომის საშუალებას გვაძლევს. ბედისწერისა და შემთხვევითობის, ადამიანის შიგა და გარე სამყაროების ურთიერთმიმართებები აქ ერთიან სისტემადაა მოცემული და უაღრესად საინტერესო განზომილებას ქმნის. კლასიკური თხრობის ფორმა და უზადო ენობრივი ქსოვილი წიგნს იოლად აღსაქმელს ხდის ნებისმიერი მკითხველისათვის.
19,90 ₾ Original price was: 19,90 ₾.15,00 ₾Current price is: 15,00 ₾.
-19%
პრეისტორიული ხანის უნიკალური რეკონსტრუქცია, პირველი ადამიანების აღქმა, ჭვრეტა და შთაგონება. სოციუმისა და პიროვნების დაპირისპირების მარადიული თემა. ჯემალ ქარჩხაძის დღეს უკვე კლასიკად ქცეული ნაწარმოების განახლებული გამოცემა, კოტე სულაბერიძის ასევე კლასიკად ქცეული ილუსტრაციებით.
14,90 ₾ Original price was: 14,90 ₾.12,00 ₾Current price is: 12,00 ₾.წიგნში პირველად ქვეყნდება ჯემალ ქარჩხაძის “უბის წიგნაკის ჩანაწერები”. ეს ჩანაწერები სხვადასხვა დროსაა დაწერილი და რამდენიმე ბლოკნოტშია გაბნეული. ჩვენ ამოვკრიბეთ გარკვეული ნაწილი, რომელთა გამოქვეყნებაც მიზანშეწონილად მივიჩნიეთ ამ ეტაპზე და დავაჯგუფეთ სამ ნაწილად. ესენია: რომან “განზომილებისთვის” განკუთვნილი ჩანაწერები, პუბლიცისტური წერილებისათვის გაკეთებული მონახაზები, და სხვადასხვა ხასიათის მცირე ტექსტები – მხატვრული სახეები, მოსაზრებები, და ზოგჯერ მთელი სიუჟეტებიც კი. უბის წიგნაკის ჩანაწერებთან ერთად, წიგნს დავურთეთ ამონარიდები ჯემალ ქარჩხაძის პუბლიცისტიკიდან და პროზიდან. წიგნი დავაბოლოვეთ სტატიით “რამდენიმე ფსიქოლოგიური შტრიხი ჩვენი უახლესი ისტორიისათვის”, რომელიც ჯემალ ქარჩხაძის ერთადერთ კონცეპტუალურ ესეს წარმოადგენს. ვფიქრობთ, ასეთი სახით მოწოდებული მწერლის შინაგანი სამყარო დამატებით არხს გაუხსნის და ხედვის ახალ კუთხეს შემატებს ქარჩხაძის ერთგულ მკითხველს.
17,90 ₾
-25%
მდგმური ჯემალ ქარჩხაძის პირველი რომანია. მთავარი პერსონაჟი – “მდგმური” – ახალაზრდა კაცია, რომელიც მაღალი იდეალებითა და საკუთარი თავისადმი დიდი მოთხოვნებით ცხოვრობს, მაგრამ მას არაერთი გამოცდა ელის, რომლებისთვისაც მეტ-ნაკლებად მზად აღმოჩნდება. რომანში ერთმანეთს ცვლის რეალური, წარმოსახვითი და იგავური განზომილებები, რომელთა ორგანული შერწყმა – საკმაოდ გაბედული ექსპერიმენტი – ბრწყინვალედაა გადაჭრილი.
19,90 ₾ Original price was: 19,90 ₾.15,00 ₾Current price is: 15,00 ₾.
-16%
წიგნში შესულია ჯემალ ქარჩხაძის ყველა მოთხრობა, რომლებიც გამოქვეყნებული იყო ლიტერატურულ პრესაში ან – გამოცემული წიგნად. მოთხრობების დაწერის/გამოქვეყნების დიაპაზონი დიდია – 1964 წლიდან 1998 წლამდე.
29,90 ₾ Original price was: 29,90 ₾.25,00 ₾Current price is: 25,00 ₾.წიგნში შესულია ჯემალ ქარჩხაძის პუბლიცისტური წერილები, ესეები და ინტერვიუები, რომლებიც 1988-1998 წლებში გამოქვეყნებული იყო ქართულ პრესაში. თემატიკა მრავალფეროვანია და მოიცავს როგორც კონცეპტუალურ ნააზრევს ლიტერატურისა და, ზოგადად, შემოქმედებითი პროცესის შესახებ, ასევე ქართული საზოგადოების კვლევას და, კერძოდ, 90-იანი წლების სოციალურ-პოლიტიკური მოვლენების თანადროულ ანალიზს.
15,90 ₾შემდგენლები: ლეილა ბერიაშვილი, გია ქარჩხაძე
წიგნში თავმოყრილია ჯემალ ქარჩხაძის გამოუქვეყნებელი ტექსტები, რომელთაგან ნაწილი დასრულებულ მოთხრობებს წარმოადგენს, ნაწილი კი წამოწყებული სიუჟეტებია. მწერლის სააზროვნო სივრცის ეს მხარე – ნაწერები, რომლებიც თავის დროზე ფართო პუბლიკისთვის არ განისაზღვრა – დღეს სულ სხვა დატვირთვას იძენს და ჯემალ ქარჩხაძის შემოქმედებით დაინტერესებულ ადამიანებს დამატებით ჰორიზონტს უხსნის მწერლის შესაცნობად.
19,90 ₾
-26%
ქარავანი მრავალპლანიანი რომანია. აქ აქცენტი ერთ პიროვნებაზეა, რომელსაც ღრმა ბავშვობიდან განვითარების გარკვეულ ეტაპამდე – შუა ასაკამდე – ვაკვირდებით და ვსწავლობთ. დეტალური, აუჩქარებელი თხრობა და სიტუაციების სიუხვე რომანს უზომოდ სასიამოვნო წასაკითხს ხდის. მრავალმხრივი ფსიქოლოგიური დაკვირვებები ღრმად წარმოაჩენს პიროვნულ პრობლემებს და უზარმაზარ მასალას იძლევა ანალიზისთვის.
27,00 ₾ Original price was: 27,00 ₾.20,00 ₾Current price is: 20,00 ₾.