ქარჩხაძის გამომცემლობა

კალათა

Cart ნივთი: 0 - 0 ლარი
ავტორიზაცია

ცეცხლოვანი დაღი

ფასდაკლება!Cao Wenxuan - Sear_Cover_PB_27

ცაო ვენსიუენი

ცეცხლოვანი დაღი

19.90 ლარი

ISBN 978-9941-452-73-4
ზომა: 14-21 სმ.
გვერდების რაოდენობა: 388
ყდა: რბილი

დროებით ხელიუწვდომელია

აღწერა:

მთარგმნელი გიორგი მახარაძე

თანამედროვე ჩინელი მწერალი, ცაო ვენსიუენი, პირველი ჩინელი ავტორია, რომელსაც ჰანს ქრისტიან ანდერსენის პრემია აქვს მიღებული. პეკინის უნივერსიტეტის პროფესორი და პეკინის მწერალთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, ცაო ვენსიუენი, ძირითადად ბავშვების ცხოვრებასა და იმ სირთულეებსა თუ განცდებზე მოგვითხრობს, რომელთა გამკლავებაც მათ ცხოვრების მანძილზე უწევთ. მიღებული აქვს 30-ზე მეტი ლიტერატურული პრემია, თარგმნილია მრავალ ენაზე.
ჩინეთის ჩრდილოეთით მდებარე პატარა სოფელში მცხოვრები ფოვასა და მისი ოჯახის ცხოვრება უკეთესობისკენ მას შემდეგ შეიცვლება, რაც მგლის ხროვისგან თოვლივით თეთრ კვიცს, სიუეერს, გამოიხსნიან. სიუეერი, ერთი მხრივ, წიგნის პერსონაჟია, მეორე მხრივ კი, ადამიანური ბუნების საზომი. ყველაფერი თავდაყირა კი მას შემდეგ დგება, რაც იეხუს ხეობაში იაპონური არმია შეიჭრება. არმია ცხენს გაიტაცებს, რომელსაც თავისი სამშობლოს წინააღმდეგ ბრძოლას აიძულებენ. წიგნში ემოციურადაა გადმოცემული ომში მყოფი ადამიანებისა და ბავშვების განცდები, და მაღალი ადამიანური ღირებულებებითაა გამსჭვალული.

hghgh

ცაო ვენსიუენი