ქარჩხაძის გამომცემლობა

კალათა

Cart ნივთი: 0 - 0 ლარი
ავტორიზაცია

ლილი კინგი . ეიფორია

Lily King_Cover_Spot UV

თანამედროვე ამერიკელი მწერალი ლილი კინგი 1963 წელს დაიბადა და გაიზარდა მასაჩუსეტსში. განათლება ჩრდილო კაროლინის უნივერსიტეტში მიიღო. ასწავლიდა ინგლისურსა და შემოქმედებით წერას ამერიკასა და ესპანეთში, სხვადასხვა უნივერსიტეტსა და სკოლაში.

1999 წელს გამოიცა მისი პირველი რომანი “The Pleasing Hour”, რომლის წერაც ესპანეთში მუშაობის დროს დაიწყო და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დაასრულა. წიგნმა დიდი აღიარება და სხვადასხვა მნიშვნელოვანი ჯილდოც მოიპოვა.

მის სახელს უკავშირდება 5 რომანი და მოთხრობების კრებული. მიღებული აქვს არაერთი პრემია, მათ შორის: „ბარნსისა და ნობლის ლიტერატურული პრემია“ (1999 წ.), „მენის ლიტერატურული პრემია“ (2005 წ.), „ახალი ინგლისის ლიტერატურული პრემია“ (2010 წ. და 2014 წ.), „კირკუსის ლიტერატურული პრემია“ (2014 წ.), ასევე იყო „კრიტიკოსთა საზოგადოების წიგნის ეროვნული პრემიის“ ფინალისტი. მწერლის ნაწარმოებები 25-ზე მეტ ენაზეა გამოქვეყნებული.

რომანი „ეიფორია“ (Euphoria) 2014 წელს გამოქვეყნდა და მიღებული აქვს არაერთი მნიშვნელოვანი ჯილდო, მათ შორის კირკუსის ლიტერატურული პრემია (2014 წ.) და ახალი ინგლისის ლიტერატურული პრემია (2014 წ.). გარდა ამისა, ნაწარმოები მრავალჯერ მოხვდა სხვადასხვა გამოცემათა საუკეთესი წიგნების სიაში: Kirkus Reviews Best of 2014; Publishers Weekly Best Fiction Books of 2014; New York Times Book Review 10 Best Books of 2014; TIME Top 10 Fiction Books of 2014 და ა.შ.