ქარჩხაძის გამომცემლობა

კალათა

Cart ნივთი: 0 - 0 ლარი
ავტორიზაცია

ვირჯინია ვულფი

Virginia_Woolf

ვირჯინია ადელაინ ვულფი — ინგლისელი მწერალი და ესეისტი, დაიბადა ლონდონში 1882 წლის 25 იანვარს. მამამისი, ლესლი სტეფენი, ვიქტორიანული ეპოქის ცნობილი მწერალი და კრიტიკოსი იყო. ვირჯინიას მშობლები ვულფის 1927 წელს დაწერილი რომანის „გზა შუქურისკენ“ გმირების, მისტერ და მისის რემზების პროტოტიპები არიან.
1895 წელს დედის გარდაცვალებამ ცამეტი წლის გოგონა ნერვულ კრიზისამდე მიიყვანა. იმ ხანიდან მოყოლებული, ვირჯინია მამასთან იზრდებოდა სახლში, სადაც მისთვის „ხელმისაწვდომი იყო დიდი ბიბლიოთეკა, რომელშიც არცერთი წიგნი არავისთვის ყოფილა დამალული“. 1907 წელს, დის, ვანესას, კრიტიკოსსა და ხელოვნებათმცოდნე კლაივ ბელზე დაქორწინების შემდეგ, ვირჯინია ძმასთან ერთად ფიცროი-სკვერზე (ასევე ბლუმსბერიში) გადავიდა საცხოვრებლად. სწორედ აქ იმართებოდა ე.წ. „ბლუმსბერის ჯგუფის“ შეხვედრები.
ვირჯინია ადელაინ ვულფი აღიარებულია, როგორც XX საუკუნის მოდერნისტული ლიტერატურის ერთ–ერთი მოწინავე ფიგურა.
ვირჯინია ვულფის მოთხრობების კრებულს „სახლი მოჩვენებებით“, რომელიც მწერლის გარდაცვალების შემდეგ გამოიცა, „ქარჩხაძის გამომცემლობა გთავაზობთ.