ქარჩხაძის გამომცემლობა

კალათა

Cart ნივთი: 0 - 0 ლარი
ავტორიზაცია

კოლუმ მაკკენი

Colum McCann_Web

თანამედროვე ირლანდიელი მწერალი, კოლუმ მაკკენი, შვიდი რომანისა და მოთხრობების სამი კრებულის ავტორი და არაერთი საერთაშორისო ლიტერატურული პრემიის ლაურეატია. მიღებული აქვს ამერიკული წიგნის ეროვნული ჯილდო (2009 წ.), დუბლინის საერთაშორისო ლიტერატურული პრემია (2011 წ.) და მის სახელს ოსკარის ნომინაციაც უკავშირდება. მწერლის ნამუშევრები 40-ზე მეტ ენაზეა გამოქვეყნებული.

მაკკენი 1965 წელს დაიბადა დუბლინში, აქვე მიიღო განათლება ჟურნალისტიკის მიმართულებით. კარიერა ირლანდიურ გაზეთში გააგრძელა, როგორც თვითონ აღნიშნავს პრესამ მისცა საფუძველი იმისთვის, რომ შემდეგ გამხდარიყო მხატვრული ნაწარმოებების ავტორი. 1986 წელს საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა და იქ განაგრძო კარიერა. ავტორის ცხოვრების ერთ-ერთი გამორჩეული პერიოდია 1986-1988 წლები, როდესაც ის ველოსიპედით მოგზაურობდა შტატებს შორის.

კოლუმ მაკკენის რომანი „აპეიროგონი“ 2020 წელს გამოიცა და გახდა ბუკერისა და ენდრიუ კარნეგის მედლის ნომინანტი, იყო დუბლინის ლიტერატურული პრემიის ფინალისტი და ებრაული წიგნის ეროვნული  პრემიის გამარჯვებული. აღნიშნული წიგნი ჩვენმა გამომცემლობამ თარგმნა და გამოსცა ირლანდიის ლიტერატურული ასოციაციის დახმარებით.

Photo © Elizabeth Brown Eagle